თბილისი:
მანჩესტერი:
13-09-2018, 16:25
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1406,
კომენტარები: 6
ილკაი გუნდოგანი "იუნაიტედში"?
ილკაი გუნდოგანის "მანჩესტერული" საგა.
ილკაი გუნდოგანი
იმ წელს, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფეხბურთიდან წავიდოდა - 2013 წელს, მას ჰქონდა ჩანაფიქრი, რომელსაც ერქვა ილკაი გუნდოგანი. 2012 წელს, როდესაც პოლ სქოულზმა დაასრულა ფეხბურთელის კარიერა, ფერგიუსონი სერიოზულად ფიქრობდა თუ ვის უნდა შეეცვალა ის და სწორედ ამ დროს მოიხიბლა სერ ალექსი "დორტმუნდის" მაისურით მოასპარეზე ილკაი გუნდოგანით.

"ჩვენ უნდა შეგვევსო ის ღრმული რაც პოლის წასვლის შემდეგ დაგვრჩებოდა, სამწუხაროდ აკადემიაში არ მოიძებნა მისი ღირსეული შემცვლელი და ესეც, რომ არა რთულია სქოულზის შემდეგ გუნდის დირიჟორობა აკადემიის მოთამაშეს მიანდო. მოგეხსენებათ სერ ალექსი იშვიათად ყიდულობდა შემდგარ ფეხბურთელებს და ყოველთვის აძლევდა ახალ თაობას შანსს, თუმცა იმ პერიოდში ნელ-ნელა იცვლებოდა თამაშის წესები და მეტი აქცენტი კეთდებოდა შემდგარი ფეხბურთელებით გუნდის დაკომპლექტებაზე, სწორედ ეს გახდა მიზეზი თუ რატომ ვცდილობდით "დორტმუნდელი ბიჭების" მარკო როისისა და ილკაი გუნდოგანის შეძენას" - აცხადებს სერ ალექსის ყოფილი თანაშემწე მწვრთნელი - რენე მეულენსტინი.

ალბათ ამ ყველაფრის შემდეგ გააცნობიერა სერ ალექსა, რომ მისი თაობის ერთ-ერთი უკანასკნელი სპეციალისტი იყო და უნდა დაეტოვებინა პოსტი, რადგან შეიცვალა სატრანსფერო სტანდარტები და ხერხები. პრინციპში რთულია შემდგარ ვარსკვლავებსა და უკვე დახვეწილ ფეხბურთელებს წინააღმდეგობა გაუწიო აკადემიის ბავშვებით. დაიხვეწა ფეხბურთი ყველა კუთხით და შეიძლება ითქვას ამას აარიდა თავი ფერგიუსონმა. ეს არანაირად არაა დასაზრახი და არ აკნინებს მის სახელს, პირიქით, ამ ნაბიჯით მან აღარ დაასახიჩრა მისი საკმაოდ გრძელვადიანი და ტიტულოვანი კარიერა.

წყარო: www.skysports.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ♠️M A N U T D♠️
13 სექტემბერი 2018 16:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
ეს არდამანახოთ მანიუში ამის თურქი დედავატირე, არანაირი ფანტაზია ამას არ გააჩნია და სიტის ნაირ დონის გუნდს როგორ ყავს ეს თუნდაც ზამენაზეც მიკვირს
0
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
13 სექტემბერი 2018 17:05
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ბოლო წინადადებას ვერ დავეთანხმები,რომ ფერგიმ რამეს აარიდა თავი. უბრალოდ მისი ასაკი და ალბათ არც ძალა შესწევდა ასეთ რეჟიმში რო ემუშავა და გადაწყვიტა დარჩენილი ის მცირედი წლები მისი ოჯახისთვის მიეძღვნა. ახლა ერთი 10 წლით პატარა ფერგი და ეს გუნდი მიეცი,რაც ახლა ყავს მოურინიოს. გადაახევს ბურთს ნებისმიერ გუნდს თავზე. მწვრთნელად რომელსაც უამრავი ტიტულის მოგება და ევროპაში დომინირება შეუძლია ბრაუნი,ოში,ფლეტჩერი,გიბსონი,კლევერლი,ფორჩუნი,ჯემბა-ჯემბათი და ა.შ. ამით ყველაფერია ნათქვამი.
0
№3
ავტორი: ♠️M A N U T D♠️
13 სექტემბერი 2018 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
ციტატა: ALEXFERGUSON
ბოლო წინადადებას ვერ დავეთანხმები,რომ ფერგიმ რამეს აარიდა თავი. უბრალოდ მისი ასაკი და ალბათ არც ძალა შესწევდა ასეთ რეჟიმში რო ემუშავა და გადაწყვიტა დარჩენილი ის მცირედი წლები მისი ოჯახისთვის მიეძღვნა. ახლა ერთი 10 წლით პატარა ფერგი და ეს გუნდი მიეცი,რაც ახლა ყავს მოურინიოს. გადაახევს ბურთს ნებისმიერ გუნდს თავზე. მწვრთნელად რომელსაც უამრავი ტიტულის მოგება და ევროპაში დომინირება შეუძლია ბრაუნი,ოში,ფლეტჩერი,გიბსონი,კლევერლი,ფორჩუნი,ჯემბა-ჯემბათი და ა.შ. ამით ყველაფერია ნათქვამი.

ხო მართლა მთელი ცხივრება ისედაც მანიუს მიუძღნა და 26 წელი მწვრთნელობა ადვილი არაა, ალბათ როგორ გული ტკივა ასეთ დღეში რო დღეს მანიუ.
0
№4
ავტორი: kobinio
13 სექტემბერი 2018 17:35
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მხოთარიანი ხო ძლივს მოშორდა და ეხლა ეს მიამატონ ნაყარ ნუყარ სასტავს.რითი ჯობია ეს ერდოგანიჩი ან ერერას ან მატას? დღეს წავიკითხე რეალს და ბარსას ვერ გაუყვიათ გუნდოგანი ორივეს უნდა და მანიუ დაემატა :)))) ღადაობას გასცდა ))
1
№5
ავტორი: ikeoni
13 სექტემბერი 2018 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ჯერ ერთი ზღაპარია და მერე ვის რა სირად უნდა გილდოგანი:)))
1
№6
ავტორი: SANDROGRIGA
13 სექტემბერი 2018 18:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ადრე იყო ინტერესი, თუმცა უკვე არამგონია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top