5 მთავარი ტაქტიკური კითხვა "უოტფორდთან" მატჩამდე.
საკვანძო ტაქტიკური კითხვები და ანალიზი მოახლოებულ მატჩამდე.
გააგრძელებს კი "უიტფორდი" ამ შესანიშნავ სტარტს ? შესწევს კი ჟოზე მოურინიოს იმის ძალა, რომ კიდევ ერთხელ გააჩუმოს კრიტიკოსები ? ამ ყველაფერს კი შაბათს საღამოს შევიტყობთ, მანამდე გავცეთ პასუხი იმ ძირითად 5 მთავარი ტაქტიკური კითხვასა თუ გამოწვევას პასუხი, რაც მატჩში გველის.
ისევ გეგბა - ბ და მარუან ფელაინი ? მოგეხსენებათ, გასული მატჩი "ბარნლისთან" და
განსაკუთრებულის გეგბა - ბ, მარუან ფელაინის სახით, ამხელა წნეხის ქვეშ მყოფი მწვრთნელისთვის ძალიან სარისკო იყო, თუმცა ბელგიელმა დავალებებს თავი ძალიან კარგად გაართვა და შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.
"ისინი ძალიან პრაგმატულად თამაშობენ , ამიტომ გვჭირდებოდა ჩვენ უფრო მეტი ფიზიკურად ძლიერი მოთამაშე" - განაცხადა ჟოზემ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე. ჩანაფიქრმა აშკარად გაამართლა.
"ირმების" სათამაშო სტილიც აწყობილია მაღალ პრესინგსა და საჰაერო ორთაბრძოლებზე , ექსპერტების აზრით ჟოზე ისევ მიმართავს გეგბა ბ -ს და მარუანის მოედანზე ყოფნით ეცდება მეტი პირველი ბურთის მოგებას, ფიზიკურ ორთაბრძოლებში უპირატესობის მოპოვებასა და დაცვის უფრო გამყარებას. არავინ ელოდა იმას, რომ ფრედს მოუწევდა სათადარიგო სკამზე ჯდომა, თუმცა ჟოზე მოურინიო არ ღალატობს თავის პრინციპებს.
ამოუცნობი დაცვის ხაზიმოურინიოს ძალიან დიდი თავსატეხი ელის წინ, განსაკუთრებული აშკარად ვერ ალაგებს დაცვის ხაზში სიტუაციას, ამას თან დაერთო ლუკ შოუს ტრავმაც. ის, რომ მან უღალატა თავის საყვარელ 4-3-3 "ტოტენჰემთან" მატჩში და ანდერ ერერა მესამე დამატებით ცენტრალურ მცველად გაამწესა, შედეგიც მივიღეთ სახეზე , თუმცა "ბარნლისთან" ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. რაც შეეხება "ირმებთან" დაპირისპირებას, თუ გავითვალისწინებთ მათ სათამაშო სტილს, სწრაფ გარემარბებს და მაღალ პრესინგს, ნამდვილად რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება თუ ვინ დაიწყებს ძირითადში თამაშს.ანტონიო ვალენსიას მოუწევს უშეცდომოდ თამაში, ვინაიდან ოპონენთა ბანაკში საუკეთესო სეზონს ატარებენ ჰოლებასი და რობერტო პერეირა, ამას თან ერთვის მეორე სართულის მეფედ წოდებული ტროი დინიც.
გაუძლებს კი ცენტრალურ მცველთა დუეტი "ირმების" მაღალ პრესინგს?როგორც ზემოთ ვისაუბრე, "უიტფორდის" ჯოკერი ძალიან მაღალი პრესინგის თამაშია, სათამაშო სტილი და ტაქტიკა ( 4-2-2-2 ) + ანდრე გრეი, ტროი დინი , ვილ ჰიუზი და პერეირა არ პატიობენ მეტოქე მცველებს შეცდომებს და ამის ნათელი დასტურია გამარჯვებები "ბრაიტონთან", "ბარნლისთან", "კრისტალ პალასთან". "ტოტენჰემთან" გამარჯვება, სულ სხვა ისტორიაა. მათ მოუწიათ პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო წყვილის ტობი ალდერვეილერდის და იან ვერტონგენის წინააღმდეგ თამაში, თუმცა არაფერი დაუთმო ტროი დინმა მეორე სართულზე მეტოქეს. პირველ ტაიმში "ირმებმა" ერთხელ დაარტყეს კარში, მეორე ტაიმში კი მომენტების ფაქტიურად 100% რეალიზება მოახდინეს. უნდა აღინიშნოს, რომ "უიტფორდს" სათამაშო დისციპლინა უმაღლეს დონეზე აქვთ, ვინაიდან საჭირო დროს, საჭირო ადგილას იღებენ ჯარიმებს, გარდა ამისა შესანიშნავად ათამაშებენ სტანდარტულ მდგომარეობებს, უყვართ მაღალი პრესინგი და რაც ყველაზე მთავარია გუნდი დაცვაში ძალიან კომპაქტურად დგება.
გახდება პოლ პოგბა "უიტფორდის" მთავარი სამიზნე ?ბოლო მატჩში დამტკიცდა, რომ პოგბაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, იმ ძალიან მძიმე ნახევარდაცვის ფონზე, მას ევალება შეტევის წამოწყება და ბურთის განაწილება, თუმცა ამას თან ერთვის შეცდომები პასებში, რაც შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეთ "წითელ ეშმაკებს", ვინაიდან ვილ ჰიუზს, კაპუს და დუკურეს ძალიან კარგი სეზონი აქვთ. ისინი ყოველ მატჩში ამტკიცებენ, რომ მეტოქის შეცდომის დაშვება და მათი სწრაფი მოქმედება, საფუძველია "ირმების" კონტრშეტევის.
ექნება "მანჩესტერ იუნატედს" საგოლე მომენტები ? ჟოზე მოურინიომ "ბრაიტონთან" იმ უსუსური თამაშის შემდგომ, "ტოტენჰთამ" ძალიან კარგი შემტევი სტილი ათამაშა გუნდს."წითელმა ეშმაკებმა" საკმაოდ ბევრჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით, მარა შესრულების დონით ძალიან მოიკოჭლებდნენ, თუმცა "ბარნლისთან" მატჩში მკაფიოდ გამოჩნდა გუნდის შეტევითი პოტენციალი და როგორც კარის მიმართულებით, ასევე კარში ძალიან ბევრჯერ დაარტყეს. რომელუ ლუკაკუს, ალექსის სანჩესის და ჯესი ლინგარდის ტრიომ ძალიან გაამართლა, ვინაიდან ლინგარდი ცენტრში სწრაფად მოქმედებდა, ამას თან ერთვოდა სანჩესის ასწრაფებები და რომელუ ლუკაკუს მოგებული ორთაბრძოლები, გუნდი კომპაქტურად უტევდა, იცოდნენ რა სუსტი მხარეები ოპონენტის და ცდილობდნენ ამის გამოყენებას.
ჯოზე მოურინიო თითქმის ყოველ პრესკონფერენციაზე აპელირებს დაცვის შემდომებზე და მისი აღმოფხვრის გზებზე. მისი ფილოსოფია მოიცავს შემდეგ რამეს, თუ შეტევაში დაუშვი შეცდომა და ბურთი დაკარგე, ვალდებული ხარ ჩამოყვე ბოლომდე და გამოასწორო, ამის მკაფიო მაგალით იყო ალექსის სანჩესი (როგორც ჩანს ბოსმა მკაფიო გზავნილები გაუგზავნა ფეხბურთელებს და დაავალდებულა) რომელიც თითქმის ყველგან იყო მოედანზე. ძალიან რთულია "ირმების" კომპაქტური დაცვის გარღვევა, ასევე მათი სწრაფი კონტრშეტევების მოგერიება, თუმცა ის კი ცხადია, რომ განსაკუთრებულს 3 ქულა ძალიან ჭირდება და მას ამისთვის თავისი ცოდნის გამოყენება აუცილებლად მოუწევს!
წყარო : www.football365.com