"ევერტონის" მცველი ლეიტონ ბეინსი სავარაუდოდ გუნდს ამ ზაფხულს დატოვებს, გაზეთები კი მის მომავალ გუნდათ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიიჩნევენ.
ბეინსი გუნდში იმ შემთხვევაში დარჩება თუკი "ევერტონი" სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულში იქნება, თუმცა მის ამჟამინდელ გუნდს ბეინსის გაყიდვა მაინც სურს კონკრეტულად კი 20 მილიონად.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბეინსით ჯერ კიდევ წინა ზაფხულს ინტერესდებოდა, მას ევრას შემცვლელადაც მოიხსენიებდნენ. თუმცა იგი "ეშმაკებში" ვერ გადავიდა, რადგან სერ ალექსი 15 მილიონს იხდიდა მასში. სავარაუდოდ იგი არც ამ ზაფხულს გაზრდის თანხას, ჯერი კი "ევერტონზე" იქნება.
ცნობილია, რომ ევრასადმი დიდ ინტერესს ავლენს ფრანგული "პსჟ".