თბილისი:
მანჩესტერი:
13-09-2018, 00:12
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1684,
კომენტარები: 8
რაშფორდი ზაფხულში წავა
ექსპერტი რაშფორდის თამაშს აფასებს.
რაშფორდი ზაფხულში წავა
სახეფხბურთო ექსპერტი და ანალიტიკოსი, ფილ ტომპსონი გამოეხმაურა ინგლისელი შემტევის, მარკუს რაშფორდის გარშემო არსებულ ბოლო დროინდელ მოწოდებებს კლუბის დატოვებასთან და ზოგადად მის სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით. ბრიტანელი ექსპერტი საკმაოდ კრიტიკულად განსჯის მარკუსის უკანასკნელ თამაშებს და ზოგადად მის ბოლოდროინდელ რეგრესს "იუნაიტედის" მაისურში.

ტომპსონის აზრით მარკუს რაშფორდის ცუდი ფორმა მცირე სათამაშო დროის ბრალია, ხოლო ეს უკანასკნელი, გუნდის თავკაცის ნაკლები ნდობიდან არის გამოწვეული. თუმცა ეს ნაკლები ნდობაც რაღაცით არის განპირობებული და ეს დიდი ალბათობით არის ის ფაქტი, რომ მოურინიოს უჭირს ფეხბურთელების პროგრესზე მუშაობა, ის უბრალოდ იყენებს მათ შესაძლებლობებს, მაგრამ როგორც კი ფეხბურთელი დაკარგავს მის სათამაშო ფორმას, მოურინიო მას დაუყოვნებლივ ანაცვლებს. პრინციპში ეს ლოგიკურია, მაგრამ არა სამომავლო პერსპექტივაზე გათვლილი.

"რაშფორდი უნდა წავიდეს, უპირობოდ. ეს შეიძლება იყოს არენდი ან თუნდაც პირდაპირ გადასვლა სხვა კლუბში. უალტერნატივოა მისი კლუბის შეცვლა, რადგან მას სათამაშო დრო სჭირდება, მის ნიჭს სჭირდება სათამაშო დრო. ის აუცილებლად უნდა განვითარდეს მოედანზე, მას ექნება ისევ ცუდი დღეები, თუმცა უნდა ჰქონდეს ცუდი დღის მომდევნო დღე, რომ დაარწმუნოს სხვები და საკუთარი თავი იმაში, რომ მას შეუძლია შეცდომის გამოსწორება და დაგვანახოს, რომ ის იზრდება ყოველდღიურად."

ხშირად გვესმის კრიტიკა მოურინიოს მიმართ, ბოლო თვეების განმავლობაში და მოდით მისი თვალით შევხედოთ სიტუაციას. გვყავს გუნდში ლუკაკუ და რაშფორდი, პირველი მათგანი უკვე გამოცდილია პრემიერ ლიგაში, ტანმაღალია, ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი, კარგი გოლის ალღო და მოკლედ, რომ ვთქვათ უმაღლესი დონის პროფესიონალი. მეორე მხარეს კი რაშფორდი, მცირე გამოცდილებით, დაუღვინებელი, "ხასიათის" ფეხბურთელი - როგორც მას უწოდებენ და უდაოდ ნიჭიერი. მიმდინარე სეზონი კი წყვეტს თქვენს ბედ-იღბალს დარჩებით თუ არა გუნდში. გასაგებია, რომ რაშფორდისნაირი ნიჭიერი ფეხბურთელის დაკარგვა არ შეიძლება, თუმცა ამ დროისთვის, რომ მისი საჭიროება არ დგას გუნდში ესეც ფაქტია. ოპტიმალური გამოსავალი ამ სიტუაციიდან კი უდაოდ მისი განათხოვრებაა. მოურინიოს, რომ დავუბრუნდეთ, ამ კვირაში ჩვენმა საიტმა შემოგთავაზათ სტატია, სადაც მოურინიოს ტიტულებზე იყოს საუბარი. იმ სტატიაში, პრინციპში, ყველაზე ყურადღებამისაქცევი დეტალი გახლდათ პერიოდები, ის თუ რა დროს ატარებს მოურინიოს გუნდებში. ეს არის საშუალოდ 3.5 წელი. ამის გათვალისწინებით კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოურინიო მის პოტენციალს 3 წელში ამჟღავნებს და მისი დღევანდელი მდგომარეობა საბოლოოა, რაც არანაირად არ გამოიყურება დამაიმედებლად, თუ, რა თქმა უნდა, მწვრთნელის ცვლილებაზე არ მიდგა საქმე.

წყარო: www.skysports.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
13 სექტემბერი 2018 01:21
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ეს თუ წავიდა მაურინიოს მო... სუყველაფერი მაშინ!!!
0
№2
ავტორი: PaLoMo
13 სექტემბერი 2018 07:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ზაფხულში მოიც წავა და ეს არსად წამსვლელი არაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: ♠️M A N U T D♠️
13 სექტემბერი 2018 08:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
არენდით გაუშვით მაშინ, ამ ბიჭის ტალანტის დაკარგვა ცოდვა იქნება
0
№4
ავტორი: ikeoni
13 სექტემბერი 2018 09:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ამ ექსპერტების დასკვნებზე და უეჭველი რო გადაგიწყვიტავენ ხოლმე რა და როგორ უნდა ქნას კლუბმა მაგრად ვკაიფობ:))))
0
№5
ავტორი: ♠️M A N U T D♠️
13 სექტემბერი 2018 09:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
ციტატა: ikeoni
ამ ექსპერტების დასკვნებზე და უეჭველი რო გადაგიწყვიტავენ ხოლმე რა და როგორ უნდა ქნას კლუბმა მაგრად ვკაიფობ:))))

დდდ ხო იმ დღეს წავიკითხე ტერი ეუბნებოდა ეს სასტავი დააყენეო მოუს, გაგიჟდება რა კაცი ყველა ცხვირს რო ყოფს ჩვენ საქმეში
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
13 სექტემბერი 2018 13:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არამგონია გაუშვან არც არენდით და არც პირდაპირ
0
№7
ავტორი: JuanMata
13 სექტემბერი 2018 17:08
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ზაფხულამდე ჟოზეც წავა, ასე რომ ბევრი რამე შეიცვლება გუნდში.

არენდას რაც შეეხება, ძალიან ბევრი მსურველი გამოუჩნდება რეშფორდს და თან ისეთები, სადაც ძირითადი ფორვარდი იქნება და მასზე ააწყობენ თამაშს. ნამდვილად კარგი იქნება მარკუსისთვის, თუ მანჩესტერში არ შეიცვალა სიტუაცია.

გამოცდილება, ლიდერობა არ მოდის ასაკთან ერთად, მოდის პრაქტიკაში და თამაშში. 25 წლის გახდა და უცებ წამოდგება სკამიდან და იქნება გუნდის ლიდერი - ეს ზღაპარია.

ან უნდა მისცენ საკმარისი დრო მანჩესტერში, ან გაუშვან არენდით.
როგორც ლინგარდმა მოიარა არენდები და დაბრუნდა კარგ ფეხბურთელად, რეშფორდი ბევრად მეტს მიაღწევს.
მანჩესტერის აღზრდილია და აქვს პოტენციალი და მეცოდება ასე სანჩესის შემცვლელად.
0
№8
ავტორი: GIOMU
13 სექტემბერი 2018 23:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ამის გაშვება ძალიან დიდი შეცდომაა იქნება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top