თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2018, 19:29
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1471,
კომენტარები: 6
"იუნაიტედი" მაურო იკარდის შეიძენს
"ინტერი" მარტივად არ დათმობს.
"იუნაიტედში" არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველა ხვდება გუნდშიც და გუნდს გარეთაც, რომ კლუბს ახალი სისხლი ესაჭიროება, როგორც ახალი მწვრთნელის სახით, ასევე ფეხბურთელების სახითაც. არსებობს სტერეოტიპი, რომ "იუნაიტედისთვის" არ არსებობს მიუწვდომელი ფეხბურთელი და სხვა გუნდებიც ამით სარგებლობენ, ფეხბურთელს ორმაგ და სამმაგ ფასს ადებენ, მისი რეალური ფასის მაგივრად.

არსებობს პროგნოზები და წინასწარმეტყველებები, რომ 2019 წლის ზაფხულში გუნდში დიდი ცვლილებები იქნება. შეიძლება შეიცვალოს სპორტული დირექტორი, მწვრთნელი, ასევე შეიძლება გუნდმა დათმოს ერთ-ერთი ლიდერი პოლ პოგბა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ყველა გუნდი ცდილობს შეინარჩუნოს ლიდერები, რომ მათი წამყვანის ფეხბურთელებით არ დაიწყოს "იუნაიტედმა" ახალი გუნდის მშენებლობა.

სწორედ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად "მილანის ინტერმა" დამატებით გაუხანგრძლივა კონტრაქტები მის ლიდერებს მაურო იკარდის და მილან სკრინიარს. ორივე ფეხბურთელს კონტრაქტი 2021 წელს ეწურებოდა, თუმცა "ინტერნაციონალის" მესვეურები პირდაპირი გაგებით "დაპანიკებულები" არიან, რომ იუნაიტედი მათ ლიდერებზე ინადირებს.

Gazzetto dello sport - ი სტატიაში წერს, რომ იტალიელები სერიოზულად ეკიდებიან მათ სამომავლო გეგმებს და საკმაოდ ძლიერი გუნდის მშენებლობაც დაიწყეს, რაჯა ნაინგლოანის ტრანსფერის სახით, თუმცა მათი შიში "იუნაიტედთან" დაკავშირებით მართლაც, რომ კომიკურია და სიამაყით ავსებს "ეშმაკების" გულშემატკივრებს, რადგან მათი საყვარელი გუნდი კარგი თუ ცუდი ფორმის მიუხედავად, იდეაშივე იტალიაურ გრანდზე დიდი რეპუტაციით სარგებლობს.

წყარო: www.dailymail.co.uk
ჭორები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
11 სექტემბერი 2018 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
რომელუ რო არ გვყავდეს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ჩვენ გუნდში
0
№2
ავტორი: kobinio
11 სექტემბერი 2018 21:55
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Reshford-ს უნდა მისცენ მეტი დრო თორე ბიჭი ტორმუზდება და დიდი ტალამტი იკარგება.განვითარებაა საჭირო რაც არ ჩანს .სამწუხაროა გუნდს ასეტი კაცი ყავს და იკარდის მისტირის
1
№3
ავტორი: tupaca
12 სექტემბერი 2018 10:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ვინ ვინ და იკარდი ყველაზე ნაკლებად გვჭირდება
0
№4
ავტორი: stepno
12 სექტემბერი 2018 10:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
და სკამზე დაჯდებაა? თუ იკადრი და ლუკაკუ ორივე იქნება wink
0
№5
ავტორი: David beckham7
12 სექტემბერი 2018 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
იკარდი ძაან მაგარია.ლუკაკუს მილიონჯერ ჯობია.ლუკაკუ რომ ერთი-ერთზე ვერ იტანს იკარდი მაგ სიკუაციაში საუკეთესოა,ერთადერთი რითიც ლუკაკუ ჯობია იკარდის ეს თავური დარტყმაა.მაგრამ იკარდიც კარგათ თამაშობს თავით
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2018 14:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სავარაუდოდ ჭორია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top