თბილისი:
მანჩესტერი:
10-09-2018, 20:44
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 674,
კომენტარები: 8
"თითქმის იუნაიტედელი" ვარსკვლავის ტრაგიკული ისტორია
პარაგვაელი ფორვარდი წარსულს იხსენებს.
სამხრეთ ამერიკელი ფორვარდებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ნამდვილად არის სალვადორ კაბანასი, რომელმაც წარსულზე ისაუბრა. ყოფილი პარაგვაელი ფორვარდი ძალიან ახლოს იყო "იუნაიტედში" გადმოსვლასთან 2010 წელს, თუმცა მას ტრაგედია დაატყდა თავს. სწორედ ამ დროს, როდესაც 2 გზის "კოპა ლიბერტადორესის" ბომბარდირი, კლუბში იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მექსიკელმა ნარკო-ვაჭარმა თავში ტყვია ესროლა.

საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიიღო სალვადორმა, თუმცა სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. 3 წლიანი სარეაბილიტაციო კურსისა და მისი ოჯახის თანადგომის შედეგად, ის ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა, თუმცა არა ფეხბურთს. ფეხბურთელმა ფორმის აღდგენა ვერანაირად ვეღარ მოახერხა, პრინციპში ეს გასაკვირი არცაა. მისი თქმით, წინასწარი კონტრაქტი უკვე გაფორმებული იყო "იუნაიტედის" წარმომადგენლებთან, ამისთვის 1.2 მილიონიც გადაუხადეს და 3 დღეში ბრიტანეთში უნდა გაფრენილიყო, თუმცა მოხდა ის რაც მოხდა.

სამწუხაროდ, მის წარსულში არსებული გარემოცვიდან არავინ აღმოჩნდა თუნდაც 1 ისეთი ადამიანი, რომელიც მას გვერდით დაუდგებოდა, ან უბრალოდ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიწერდა, რომ გამაგრებულიყო და ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუმცა არც ნაკრებში და არც კლუბში არავინ აღმოჩნდა ასეთი. მთლიანი თანხა, რაც გააჩნდა მას და მის ოჯახს, მთლიანად მის მკურნალობას მოხმარდა და საბოლოოდ ფინანსურად უმძიმესი სურათი მივიღეთ.

დღეს, ერთ დროს უძლიერესი თავდამსხმელი, რომელსაც ევროპის წამყვანი კლუბები ეპატიჟებოდნენ, ასუნსონის ქუჩებში პურს ყიდის და ამით არჩენს ოჯახს. "წინასწარი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული მქონდა, მიმართულება იყო "მანჩესტერი". ჩემმა კლუბმა გამიორმაგა ანაზღაურება და ორი აპარტამენტი მომცა აკაპულკოსა და კანქუნში, რომ შევენარჩუნებინე გუნდში. ახლაღა ვაცნობიერებ, რომ როდესაც ფეხბურთელი ხარ, მაშინ ყველას სჭირდები, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი დროებითი ტყუილია, რომელიც ერთი ფეხის დაცდენის შემთხვევაში გაქრება. დღეს პურს ვყიდი, რომ ოჯახი ვარჩინო, ეს საქმე მომწონს, ხალხიც მცნობს და მეკითხებიან ჩემ წარსულზე და ზოგადად ფეხბურთზე. ცხოვრება გრძელდება, ეს ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც ამაზე ვფიქრობ სევდა მიბყრობს, რადგან ერთ დღეში დამენგრა ამდენი ხნის ნაშენები ცხოვრება."

ინტერვიუს ბოლოს,რომელიც ადგილობრივ გამოცემას მისცა, კაბანასმა დაამატა, რომ ყველას ჯანმრთელობას უსურვებს და მოუწოდა, რომ ცხოვრება არასოდეს მთავრდება, მაშინაც კი თუ არაფერი გაქვს, რომ ჩაეჭიდო.

წყარო: www.goal.com
სტატიები
8 კომენტარი
№8
ავტორი: psixi13
11 სექტემბერი 2018 19:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
ვამბობთ ფეხბურთი სპორტზე მაღლა დგას,ესეთ ადამიანს ნუთუ ვერ გამოუნახეს სამსახური ან ყოფილ გუნდში ან ნაკრებში.ბევრი დეპრესიიგან თავს დაიბრიდავდა მაგრამ მაგარი კაცია,მანჩეს რაგა დაემართა სირ პეხბურთელებში მილიონებს ყრიან და ამ კაცს რო დახმარებოდა არაფერი დაშავდებოდა.ამის ადგილას ლიმონკას შჰეუგდებდი გასახდეში ყოPილ თანაგუნდელებს )))) ბოები ეგენი
0
№7
ავტორი: JuanMata
11 სექტემბერი 2018 00:00
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 1471
ესეთ ისტორიებზე ძალიან მეშლება ნერვები, რაღაც უაზრობის გამო, ადამიანებს ცხოვრება ენგრევათ.
0
№6
ავტორი: Svani
10 სექტემბერი 2018 23:58
  • სიახლეები: 870
  • კომენტარები: 2071
პატივისცემა ჩემგან !
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
10 სექტემბერი 2018 22:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 922
მახსოვს ამის ამბავი როცა ესროლეს ტელევიზორში თქვეს და შოკში იყო ყველა.მერე მისი ისტორია და ამბები არ ვიცოდი და მადლობა ავტორს.ღმერთი შეეწიოს
0
№4
ავტორი: gaga1987
10 სექტემბერი 2018 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1133
სგ მაგარი კაცი ხარ....
0
№3
ავტორი: kobinio
10 სექტემბერი 2018 21:43
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1171
ღმერა ყველა განსაცდელში მყოფს მოუვლინოს ხსნა!
მწარე ცხოვრებისეული რეალობა...
1
№2
ავტორი: ikeoni
10 სექტემბერი 2018 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5677
ნამდვილად არ ვიცოდი ეს ისტორია და ძალიან იმოქმედა:(( ძალიან ძლიერი ყოფილა როგორ არ დაეცა და გატყდა ფსიოქოლოგიურად
2
№1
ავტორი: PaLoMo
10 სექტემბერი 2018 20:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1875
ნამდვილად სევდიანი ისტორიააა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

25 სექტემბერი 2018, 22:45
იუნაიტედი
დერბი
ლიგის თასი
29 სექტემბერი 2018, 15:30
ვესტ ჰემი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
2 ოქტომბერი 2018, 23:00
იუნაიტედი
ვალენსია
ჩემპიონთა ლიგა
დერბი25 სექტემბერი
ვესტ ჰემი29 სექტემბერი
ვალენსია2 ოქტომბერი

წინა მატჩები

22 სექტემბერი 2018, 18:00
იუნაიტედი1
ვულვზი1
პრემიერ ლიგა
19 სექტემბერი 2018, 23:00
იანგ ბოიზი0
იუნაიტედი3
ჩემპიონთა ლიგა
15 სექტემბერი 2018, 20:30
უოტფორდი1
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
ვულვზი22 სექტემბერი
იანგ ბოიზი19 სექტემბერი
უოტფორდი15 სექტემბერი

მატჩის საუკეთესო

პოლ პოგბა
6
პოლ პოგბა

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top