თბილისი:
მანჩესტერი:
10-09-2018, 13:21
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2122,
კომენტარები: 10
ზიდანმა დაადასტურა
ფრანგი სპეციალისტი თანახმაა.
ზიდანმა დაადასტურა
ფრანგი სპეციალისტი ზინედინ ზიდანი უსაქმოდაა, მას შემდეგ რაც 2017/2018 წლის სეზონის ბოლოს დატოვა მადრიდული სამეფო კლუბი და გადაწყვიტა შეჭიდებოდა ახალ გამოწვევებს. პრინციპში მან ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები ესპანეთში, მისი მიღწევებიდან გამომდინარე და დიდი ალბათობით ამ მიზეზმა განაპირობა მისი მადრიდული კარიერის დასრულება.

ზინედინ ზიდანმა ირიბად, მაგრამ მაინც, უპასუხა სპეკულაციებს იმის შესახებ, რომ მან უნდა ჩაანაცვლოს ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" მთვარი მწვრთნელის პოსტზე და თქვა, რომ ის მალე შეუდგება მწვრთნელის საქმიანობას. ფრანგმა მადრიდიდან წამოსვლის შემდეგ არდადეგები მოიწყო, თუმცა მისივე თქმით, ის ფეხბურთის გარეშე დიდი ხნით ვერ ძლებს და სურს ძალიან მალე დაუბრუნდეს საქმიანობას.

"არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი შემდეგი სამუშაო არეალი იყოს ინგლისი, რატომაც არა?! თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია." ამ განცხადებით ორი რამ შეგვიძლია ვივარაუდოთ:
1. დანამდვილებით ბრიტანეთში აპირებს მუშაობას და ლოგიკურად, რომ ვიმსჯელოთ არცერთ გრანდს არ აქვს მწვრთნელთან პრობლემა ამ დროისთვის, გარდა "იუნაიტედისა" და ისეთი მიღწევების მქონე მწვრთნელი, როგორიცაა ზიდანი, ალბათ არ გაწირავს მის კარიერას საშუალო ან მცირე სიძლიერის გუნდთან მუშაობისთვის.
2. მან უბრალოდ მისსა და ინგლისს შორის კავშირს უპასუხა, საკმაოდ ორაზროვნად. ეს იყო უბრალოდ ლოგიკური განცხადება სპეკულაციებზე, ისეთი მწვრთნელისგან, რომელსაც გააჩნია ამბიციები და გააჩნია დადებითი ბალანსი ან უბრალოდ მწვრთნელისგან რომელიც ეძებს კლუბს.

როგორც ვთქვით, ზიდანს საკმაოდ კარგი წარსული აქვს, თუმცა საკმაოდ რთულია იმის წინასწარმეტყველება როგორ იასპარეზებს ის ახალ გუნდთან ერთად, თუნდაც "იუნაიტედთან". არადაბალანსებული შემადგენლობისა და საკმაოდ დიდი შიდა-საჩემპიონო კონკურენციის პირობებში. თუმცა ყველა ვხვდებით, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება და ამ დროისთვის ხელმისაწვდომი ვარიანტებიდან, ფრანგი უდაოდ ოპტიმალურია.

წყარო: www.goal.com
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
10 სექტემბერი 2018 13:26
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
დაძაბა ისეც დაძაბული სასტავი :))
0
№2
ავტორი: OMARIUSI.1.
10 სექტემბერი 2018 13:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
Modi tu modixar ras gvacvaleb)
0
№3
ავტორი: england123
10 სექტემბერი 2018 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
აუუ ოცნება იქნება ამის მოსვლა იუნაიტედში, უდიდესი პიროვნება მაგარი მწვრთნელი და სასწაული ავტორიტეტი მსოფლიო ფეხბურთში და ფეხბურთელებშუ✨ იმედია იცნების თეატრში მალე შემოაბიჯებს ლეგენდა✨
0
№4
ავტორი: LewisHamilton
10 სექტემბერი 2018 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
გამეღუნა უკვე ტვინი ამაზე კითხვით. აშკარაა რომ ფეხბურთელებს შიდა პრობლემები აქვთ უკვე მოურინიოსთან და აცხადებენ თუ არა ამას, ყველა მაინც ელის ქვეცნობიერულად ახალ მწვრთნელს. ხოდა გამოეთრეს ხელმძღვანელობა და თქვას ან გააკეთოს რამე. მოურინოს გაშვება შუა სეზონში არ ვიცი რამდენად წაგვადგება, მაგრამ ფსიქოლოგიურად ვფიქრობ დაძაბულობის მოხსნის ეფექტი მინიმუმ ექნება.. პლიუს ზიდანი ავტორიტეტია ფეხბურთელებში და დარწმუნებული ვარ უკეთ გაიგებს იმ პრობლემას რომელიც შეიძლება თუნდაც პოგბას ან მარსიალს ჰქონდეს..
0
№5
ავტორი: ikeoni
10 სექტემბერი 2018 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
savaraudod sezonis bolos chaibarebs chvens gunds
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
10 სექტემბერი 2018 15:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: kobinio
დაძაბა ისეც დაძაბული სასტავი :))

:)))
ამის ადგილზე ამ შარში ნაღდად არ გავყოფდი თავს.თავისი საქმე უკეთ იცის მაგრამ მე რაზე ვკაიფობ იცი?რამდენი ახალი მწვრთნელი მოდის ზარ ზეიმით რო ველოდებით და მერე 2 წელში დედის ყველაფერს ვახურავთ თავზე.როდესღაც ხო უნდა გაჩნდეს კითხვა იქნებ რაღაც სხვაა პრობლემა ამ გუნდში და არა მწვრთნელები.
კაი გავიგე მოურინიოს სტილი ავტობუსიაო რასაც მთლად ვერ ვეთანხმები და შეიძლება პრაგმატული ფეხბურთი დაარქვა ეს უფრო სწორი იქნება, მაგრამ აი ვანგაალი რატო იყო ავტობუსა?მისი ჰოლანდია დაფრინავდა მსოფლიოზე რომლის შემდეგაც ცვენთან დანიშნეს მაგრამ ისეთივე ბედი ეწია.მოიესს შეიძლება გრანდში არ უმუშავია მაგრამ გააზრებულ და შემტევ დალაგებულ ფეხბურთს ათამაშებდა ევერტონს და მისი წამოსვლის შემდეგ საერთოდ აღარ ეშველათ არაფერი.ხოდა ბიძია ბაბუებო აქ პრობლემების 30 %-ია მწვრთნელები.პრობლემები შემდეგია:
1. სახელფასო პოლიტიკა;
2. სატრანსფერო პოლიტიკა;
3. განვითარების გეგმის არ არსებობა (აკადამიიდან დაწყებული)
4. საერთო ფილოსოფიის არ არსებობა აი ისეთის რაც მაგალითად ბარსას და ბაიერნს აქვს;
5. ზედმეტად მარკეტინგული მართვა;(ბილეთები და მაისურები გაიყიდოს და შედეგის დედაც)
6. ოლდ ტრაფორდი რომ არასოდეს არ ყოფილა ისეთი ჩუმი და მორიდებული რომ არის;(ესეც მარკეტინგის ბრალია)
7. და მთავარი.ფერგიუსონის მერე გუნდი არ გაწმენდილა.სამი მწვრთნელის მოთრეული და პლიუს ბაბუს მიერ დატოვებული ხალხია ისევ გუნდში. ეს 5 წლიანი პერიოდია და რაზეა საერთოდ ლაპარაკი.
მოკლედ მოვა ზიდანი გავხსნათ შამპანური მაგრამ მერე აღარ აგინოთ თუ გუნდს არ ჩაუტარდა "ქიმჩისტკა".
ზიდანი რადიკალური მიდგომების გარეშე აქ კარიერას დაიღუპავს.არადა რამდენად შეუძლია რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ეგ ნამდვილად არ ვიცი და არც არსად გამოჩენილა...
1
№7
ავტორი: PaLoMo
10 სექტემბერი 2018 19:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ისეთი უნდა მოვიდეს,რომელსაც უნაიტედი ეყვარება და მოტივაციაც მაღალი ექნება ფერგი 20წელი უფგა სათავეში გუნდს...აი დარწმუნებული ვარ პოჩეტინიოც მასე იქნება შესაძლოა მთელი მისი კარიერა ტიტენგემში გაატაროს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: Phil Jones
11 სექტემბერი 2018 02:08
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: ikeoni
savaraudod sezonis bolos chaibarebs chvens gunds

ნაწილი გეთანხმები, მაგრამ მე მიურინიოსაც არ დავტოვებდი და არც ზიდანს მოვიყვანდი, აუცილებლად გიგზი-კინიდან ერთ-ერთია მოსაყვანი სწორად რომ გუნდის ფილოსოფიის შესაცვლელად და მხოლოდ მარკეტინგზე ფიქრზე უარის თქმით, მე დიდი ფილოსოფისი არ მგონია მაგალითად კინი, მაგრამ მინიმუმ ის მაინც მეცოდინება რომ გუნდის ლიდერი წაგებული თამაშის მერე ტრუსიკების რეკლამა ს ვერ გაბედავს.
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
11 სექტემბერი 2018 09:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დაიწყო ეს სერიალიც
0
№10
ავტორი: GIOMU
11 სექტემბერი 2018 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ეს არც მოვა და არც მინდა. რაც შეეხება მის კომენტარს, ყველა გრანდზე სადაც საუბარი იქნება მწვრთნელი გვჭირდებაო ასე ორაზროვნად გასცემს პასუხს, ახლა არაა მოქმედი მწვრთნელი და არ უნდა დაავიწყებინოს თავი ხახლს, ამიტომაც...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top