თბილისი:
მანჩესტერი:
10-09-2018, 12:33
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1402,
კომენტარები: 9
ვან დერ საარი "შინაურ კედლებში" ბრუნდება
ჰოლანდიელი ლეგენდა "იუნაიტედში".
ვან დერ საარი
"იუნაიტედისა" და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ლეგენდა, ედვინ ვარ დერ საარი შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს, თუმცა არა იმ პოზიციაზე, სადაც ის უკვე გვინახავს. როგორც იცით, აქტიურად იწერება სხვადასხვა გავლენიან გამოცენებში, რომ გუნდის ხელმძღვანელი პირები არც ისე კმაყოფილები არიან, ედ ვუდვორდის მუშაობით. სწორედ სპორტული დირექტორის პოსტზე მოიაზრება ედვინ ვან დერ საარი.

თუმცა, ედვინ ვან დერ საარმა მისი "იუნაიტედში" პოტენციური დასაქმება ერთი სიტყვით, მოკლედ შეაფასა - ნონსენსი. შესაბამისად ჰოლანდიელი ლეგენდა ვერ ხედავს თავს ინგლისელთა ბანაკში და აცხადებს, რომ ის თავს კარგად გრძნობს ამსტერდამის "აიაქსის" სადირექტორო საბჭოში და არ სურს დატოვოს მისი მშობლიური ქალაქი, სადაც საკმაოდ აქტიურად და წარმატებულად მუშაობს ახალგაზრდებთან.

"როდესაც ვნახე სტატია ჩემი "იუნაიტედში" სპორტული დირექტორის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით, იმ წუთასვე გავიფიქრე ეს ნონსენსია, ეს არ მოხდება. ორი წელი კიდევ მაკავშირებს "აიაქსთან" და მე აქ ძალიან ბედნიერი ვარ, თუ გუნდი ისევ შემომთავაზებს კონტრაქტს და დიდი იმედი მაქვს, რომ შემომთავაზებს, აუცილებლად დავთანხმდები."

2014 წლიდან, როდესაც ვან დერ საარი "აიაქსს" შეუერთდა, როგორც სპორტული დირექტორი, მან სამი ცნობილი ტრანსფერი განახორციელა :
ჯასპერ სილესენი - "ბარსელონაში"
დევინსონ სანჩესი - "ტოტენჰემში"
ჯასტინ კლიუვერტი - "რომაში"

წყარო: www.skysports.com
ჭორები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
10 სექტემბერი 2018 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Cota Ki gamikvirda eseti mtkice uari:))
0
№2
ავტორი: PaLoMo
10 სექტემბერი 2018 12:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
სამშობლოში მუშაობს მშვენიერ სამსახურში და რატო წამოვა მითხარით?
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: tupaca
10 სექტემბერი 2018 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
მაგარი ტრანსფერები განახორციელა :)) სამივე გაყიდა:D გაყიდვაში ვუდვორდი მამაა, ტიპი კლუბის ლოგოს ყიდის მილიარდებში :D
0
№4
ავტორი: JuanMata
10 სექტემბერი 2018 13:16
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
წლის ბოლომდე დაინიშნება სპორტული დრექტორიო. ვნახოთ ვინ იქნება, ვან დერ სარი მეეჭვება წამოვიდეს აიაქსიდან, მონჩი უფრო შეიძლება გადმოვიბიროთ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი მისულია რომაში. ან ვაფშე ახალი ტიპი შეიძლება დანიშნონ.
0
№5
ავტორი: tupaca
10 სექტემბერი 2018 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ლუჩიანო მოჯი მოიყვანონ სპორტულ დირექტორად :))
3
№6
ავტორი: kobinio
10 სექტემბერი 2018 13:29
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
სერ ალექსი რომ იყოს ?!
0
№7
ავტორი: tupaca
10 სექტემბერი 2018 15:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ციტატა: kobinio
სერ ალექსი რომ იყოს ?!

ეჰ სად არი სერ ალექსი და კაი ცხოვრება...
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
11 სექტემბერი 2018 09:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესოა ვინ მოვა
0
№9
ავტორი: GIOMU
11 სექტემბერი 2018 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ვანდერა კარგია მაგრამ ახლა ცოტა უფრო გამოცდილი გათქვეფილი კადრები გვჭირდება და ჯერ სხვა რომ გვენახა?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top