თბილისი:
მანჩესტერი:
9-09-2018, 15:16
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1724,
კომენტარები: 5
რამოსი ლუკ შოუს მხარდაჭერას უცხადებს
სერხიოს დასაფასებელი საქციელი "იუნაიტედის" ფეხბურთელის მიმართ.
რამოსი ლუკ შოუს მხარდაჭერას უცხადებს
უეფას ერთა ლიგის გუშინდელ შეხვედრაში მცირე დაზიანება მიიღო "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველმა ლიუკ შოუმ. კონკრეტულად, ინგლისმა "უემბლიზე" ესპანეთს უმასპინძლა სადაც ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ, ნაკრებში პირველად გამოძახებული "იუნაიტედის" ფეხბურთელი.

მართალია ამ შეხვედრაში თავი "მანჩესტერ იუნაიტედის" ორივე ფეხბურთელმა მარკუს რეშფორდმა და ზემოხსენებულმა ლიუკ შოუმაც გამოიჩინეს თუმცა "სამი ლომის" წარმომადგენლებმა ეს შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 1-2 მაინც დათმეს. თავი, გოლით რეშფორდმა გამოიჩინა ხოლო თანაგუნდელს ამაში სწორედ ლიუკ შოუ დახმარა საგოლე გადაცემით.

23 წლის ნახევარმცველმა, შეხვედრის 58 - წუთზე ესპანელ დანი კარვახალთან უხერხული შეჯახების შემდეგ, თავის არეში დაზიანება მიიღო რის შემდეგაც მოედანზე უგონოდ დაეცა, თუმცა საბედნიეროდ შოუმ ექიმების დახმარებს შემდეგ, გონზე მოსვლა მალევე შეძლო. საბოლოო გამოკვლევების შედეგი ჯერჯერობით უცნობია. შეხვედრაში მის ნაცვლად დენი როუზი ჩაერთო.

მატჩის დასრულების შემდეგ მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა სერხიო რამოსმა, ლიუკ შოუს მხარდაჭერა გამოუცხადა და საკუთარ ტვიტერის გვერდზე ფეხბურთელს გამამხნევებელი მიმათვაც გაუკეთა: "მალე გამოჯანმრთელდი ლიუკ" - წერს რამოსი სოციალურ ქსელში.


წყარო: euro-football.ru
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
9 სექტემბერი 2018 16:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Imedia male dabrundeba ❤️
0
№2
ავტორი: england123
9 სექტემბერი 2018 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
საღოლ რამოსს✨✨✨
0
№3
ავტორი: kobinio
9 სექტემბერი 2018 18:00
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Uigblo shou ((
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
9 სექტემბერი 2018 21:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
რა უიღბლოა ეს ჩემისა რა სულ მაშინ ემართება რამე როცა ძლივს ფორმაში შედის
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2018 14:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კიდე კაი სერიოზული არაფერია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top