თბილისი:
მანჩესტერი:
9-09-2018, 14:49
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1485,
კომენტარები: 6
"იუნაიტედი" პოგბას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"წითელი ეშმაკები" ფრანგი ნახევარმცველის გაშვებას არ გეგმავენ.
პრესისგან განსხვავებით, რომელიც სულ უფრო აქტიურად წერს და იუწყება იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა კლუბში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და ზამთარში გუნდის გამოცვლას გეგმავს, ასე არ ფიქრობენ თავად "ოლდ ტრაფორდის" მესვეურები.

ავტორიტეტული გამოცემა ESPN - იუწყება, რომ ინგლისური გიგანტი კლუბი დარწმუნებულია საკუთარი ფეხბურთელის შენარჩუნებაზე და მისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებასაც გეგმავს.

პოლ პოგბას მიმდინარე კონტრაქტი "მანკუნიანელებთან" 2021 წლამდე აკავშირებს, დრო თითქოს ჯერ კიდევ დარჩენილია თუმცა კლუბის მენეჯმენტს სურს, ფრანგს ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს რის მეშვეობითაც თავიდან აიცილების მისი გუნდიდან წასვლის საშიშროებას.

გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, კლუბის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოსა და ფეხბურთელს შორის კომფლიქტი მოგვარებულია, თუმცა მიუხედავად ამისა ფრანგის მიერ გაკეთებული განცხადებებით მარტივად სავარაუდოა ის, რომ მას "იუნაიტედის" დატოვება მაინც სურს. მისი შეძენით ყველაზე მეტად "ბარსელონა" და "იუვენტუსი" ინტერესდებიან.


წყარო: ukrainefootball.net
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
9 სექტემბერი 2018 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Imedia asec moxdeba
0
№2
ავტორი: makaveli
9 სექტემბერი 2018 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
მეზიზღება გაუმჯობესებული კონტრაქტით რო ცდილობს მანჩესტერი ფეხბურთელის დაკერვას :) არ უნდა წავიდეს ვინ ეხვეწება აბუნტებს გუნდს და ფეხბურთელებს, რასისტი არ ვარ მარა ამისთვის მარტო მათრახი მემეტება რა ახალი კონტრაქტი არა ოქროს ბურთი კიდე, ნაწ. ყ. ლი ბავშვია მაგარი
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
9 სექტემბერი 2018 21:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: makaveli
მეზიზღება გაუმჯობესებული კონტრაქტით რო ცდილობს მანჩესტერი ფეხბურთელის დაკერვას :) არ უნდა წავიდეს ვინ ეხვეწება აბუნტებს გუნდს და ფეხბურთელებს, რასისტი არ ვარ მარა ამისთვის მარტო მათრახი მემეტება რა ახალი კონტრაქტი არა ოქროს ბურთი კიდე, ნაწ. ყ. ლი ბავშვია მაგარი

აბსოლუტურად გეთანხმები.ეგ ახლა რა ბაზარია ხვდები?თითქოს არ წავიდეს სადმე და მიტო უფორმებენ ახალ კონტრაქტს არადა ხელფასის გაზრდის გამოა ეს ყველაფერი.მიტო არ მევასება ეს ზაქი ფეხბურთელი.სანჩესის ხელფასის მერე ბუნტაობა დაიწყო არადა რა ტლანქ და ჭიდაობა ფეხბურთსაც თამაშობდა მოსვლის დღიდან,იმას აგრძელებს ახლაც.კორპუსით თამაშის გარდა ამ ტიპმა რა იცის მე ვერ ვხვდები

პოგბაზე სულ მაქვს ასეთი დამოკიდებულება ერთი ანეგდოტი მახსენდება:
ტიპი შედის მაღაზიაში თუთიყუში უნდა იყიდოს და რა ღირსო იკითხა.
ეს 3000$ იო.გადაირია ტიპი კიმარა რატოო.რატო ბატონო და ინგლისური იცისო.
მეორე რა ღირსო.მეორე 6000$ .ამან ინგლისური ფრანგული და მათემატიკა იცისო.
მესამე რა ღირსო.
25000$იო.ამან რაღა იცისო გაგიჟდა კაცი.
ამან რა იცის ნაღდად არ ვიცი მაგრამ ეს ორო რო ბატონობით მიმართავენ ეგ კი ვიციო.
ეგაა პოგბა.რატო თვლიან დიდ ფეხბურთელად მე ვერ ვხვდები და რა ვქნა
0
№4
ავტორი: GIOMU
9 სექტემბერი 2018 22:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
თუ არ უნდა წავიდეს, რა გაახურა საქმე. დარჩება და ისევ იგივე სიტუაცია უნდა იყოს, მიდის, უკმაყოფილოა მოურინიოსი კომფლიქტი და ათასი რაღაც ის მოეწონა ეს არ მოეწონა. კარგით რა ამოვიდა ყელში...
0
№5
ავტორი: stepno
10 სექტემბერი 2018 06:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იმედია პოგბა როგორც ყოველთვილს ფულზე დახამდება და პსჟ გადავა ან სადმე ამერიკაში ან ჩინეთში
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2018 14:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გაიგე ახლა რა ხდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top