თბილისი:
მანჩესტერი:
9-09-2018, 11:31
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1395,
კომენტარები: 4
ვინ უნდა გაწრთვნას "იუნაიტედი"?
ფრანგმა ლეგენდამ მოურინიოზე ისაუბრა.
ვინ უნდა გაწრთვნას
"იუნაიტედის" ფრანგმა ლეგენდამ პორტუგალიელ სპეციალისტზე ისაუბრა. ერიკ კანტონამ დაუფარავად განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო არ არის შესაბამისი მწვრთენლი "იუნაიტედისთვის" და მისი ადგილი პეპ გვარდიოლამ ან თვითონ მან უნდა დაიკავოს. გუნდმა, საკუთარი რეპუტაციის და მიზნების გათვალისწინებით, საკმაოდ ცუდი სტარტი აჩვენა და შესაძლო 12 ქულიდან 6 მოიპოვა. ამის გამო ბევრი სპეციალისტი თუ ექსპერტი ალაპარაკდა იმაზე, რომ ჟოზე დასუსტდა და შედეგიან ფეხბურთას ვეღარ აჩვენებს, ლამაზ თამაშზე რომ არაფერი ვთქვათ. ამ ჯაჭვის ბოლო, ლოგიკურად, მოურინიოს გაშვება უნდა იყოს, შეიძლება ტრანსფერებისთვის არ გამოყოფილი თანხა სწორედ ამისკენ იყო მინიშნება, ხელმძღვანელობის მხრიდან.

ერიკ კანტონას სჯერა, რომ იმ დღიდან როდესაც გვარდიოლა მივიდა "ქალაქელებთან" მან დაიწყო გუნდის შენება, სწორი ფეხბურთელების შეძენა და ტაქტიკაც სწორად შეარჩია. "ესპანელმა უკეთესად გამოიყენა მის ხელთ არსებული რესურსი და წინა სეზონში შედეგიც ნახეთ, მოურინიო კი ერთ ადგილს ტკეპნის და ხელმძღვანელობის ფულსაც უშედეგოდ ფლანგავს, არ ვამბობ რომ არასწორ ფეხბურთელებს ყიდულობს, ის უბრალოდ კარგ ფეხბურთელებთან ისეთ კავშირს ვერ ამყარებს, რომ ისინი 100% ით აკონტროლოს, როგორც ამას სერ ალექსი აკეთებდა" - აცხადებს ფრანგი ლეგენდა, ერიკ კანტონა.

ასევე დაამატა, რომ მაშინ, როდესაც ბაიერნი დატოვა გვარდიოლამ, მაშინვე უნდა მოეყვანათ გუნდში და არ უნდა მიეცათ უფლება წასულიყო იმ გუნდში, რომლის სახელსაც ვერ იტყვის. კანტონას არც ის სტილი მოსწონს, რომლითაც ჟოზე ათამაშებს გუნდს: "და მათი თამაშის სტილი? მე ეს არ მომწონს და ალბათ ძალიან ბევრ სხვასაც, სერ ალექსი ფეხბურთელებს საშუალებას აძლევდა ყოფილიყვნენ კრეატიულები მოედანზე და სწორედ ეს იყო გუნდის წარმატების მიზეზი".

ფრანგ ლეგენდას "იუნაიტედის" მაისურით 156 შეხვედრა აქვს ჩატარებული პრემიერ ლიგაში, სადაც 70 გოლის გატანა და 56 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
9 სექტემბერი 2018 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Imedia sheicvleba satamasho still rogorc Es bolo 2 tamashi iyo
0
№2
ავტორი: gaga1987
9 სექტემბერი 2018 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
100%
0
№3
ავტორი: GIOMU
9 სექტემბერი 2018 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
გვარდიოლა ყფილიყო წელს მწვრთნელი და ის ტრანსფერები ყოფილიყო რაც გავაკეთეთ როგორ ფქრობთ არ დაძაბავდა ურთიერთობას ხელმძღვანელობასთან?
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2018 15:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არაფერი ახალი არ უთქვამს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top