თბილისი:
მანჩესტერი:
9-09-2018, 00:34
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1789,
კომენტარები: 8
უიღბლობა სახელად - ლუკ შოუ
შოუს ისევ ტრავმა აქვს.
უიღბლობა სახელად - ლუკ შოუ
რამოდენიმე საათის წინ დასრულდა შეხვედრა ინგლისისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელშიც ესპანეთმა იმარჯვა ანგარიშით 1-2. თუმცა "იუნაიტედის" გულშემატკივრებს სხვა რამ გვაღელვებს, ლუკ შოუმ ისევ ტრავმა მიიღო.

შოუს ტრავმიანობა ყველანაირ უიღბლობას ცდება. გასულ შეხვედრებში ის საკმაოდ იმედისმომცემად გამოყურებოდა, გოლიც კი გაიტანა "მელიების" კარში და ის დღეს ისევ ლაზარეთში გაემგზავრება. 17 თვიანი ლოდინის შემდეგ შოუს დიდი მოლოდინი ახდა, დაუფასდა შრომა და ის ნაკრებში გამოიძახეს. 17 თვიანი ლოდინის შემდეგ ჩაიცვა თეთრი "ლომებიანი" ფორმა და ისევ უიღბლობა. შოუ მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, მას შემდეგ რაც გონება დაკარგა რამოდენიმე წამით.

"მადრიდის რეალის" მარჯვენა ფლანგის უკანახაზელთან - დანი კარვახალთან ორთაბრძოლის შემდეგ მინდორზე დაეცა, თავის არეში მიიღო ძლიერი დარტყმა და რამოდენიმე წამის განმავლობაში უგონოდ იყო, შემდეგ როგორც ზევით აღვნიშნეთ საკაცით გაიყვანა ბრიტანელმა ექიმთა ბრიგადამ, მატჩის დაწყებიდან 48-ე წუთზე.

თუმცა ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ რაც შოუ გასახდელში გაიყვანეს, ის გონს მოვიდა და ტელეფონით აცნობა მის ოჯახის წევრებს, რომ ის კარგად გრძნობდა თავს და დაამშვიდა ისინი, მათთან ერთად კი "იუნაიტედის" გულშემატკივრები. ვიმედოვნოთ, რომ მისი თავის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება და ის მალე დაუბრუნდება მოედანს.

თამაშს ჟოზე მოურინიო ესწრებოდა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ნამდვილადაა გულდაწყვეტილი ასეთი ფეხბურთელის ლაზარეთში გადაყვანით, ისეთ მნიშვნელოვან დროს როგორიც ამ დროისთვის უდგას "მანჩესტერ იუნაიტედს". ჯერ არ გამხდარა ცნობილი რა სახისა და რა სიმძიმისაა ლუკ შოუს დაზიანება, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ არ აღმოჩნდება რაიმე სერიოზული, რაც დიდი ხნით ჩამოაშორებს ინგლისელ მარცხენა მცველს მწვანე მინდორს.

წყარო: www.skysports.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
9 სექტემბერი 2018 00:45
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Sackali ra kargad komarobda da isev dashavda.imedi maqvs seriozuli araferia da sul male dabrundeba.arada reshpords magari sagole pasi gauketa.maurinios gimilic ki mohgvara am golma da misi bichebis carmatebulma tamashma.imedia shou male moixodeba da mauriniom imedia dainaxa reshi forvardad uketesia
0
№2
ავტორი: PaLoMo
9 სექტემბერი 2018 06:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
იმედია ტვინის შეეყევა არ ექნება და 15შინმწყობრში იქნება ან ყველაზე უკანასკნელი 2კვირაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: stepno
9 სექტემბერი 2018 09:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არადა მარტო ეგ და რაშფორდი თამაშობდა გუშინ :)) იმედია არაფერი სასწაული არ იქნება რა და შემდეგ მანჩეს თამაშზე იქნება ძირითადში
0
№4
ავტორი: WeAreUnited
9 სექტემბერი 2018 11:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ამასაც მოუტყაან სანაკრებო პაუზა რა მოი**** ნერვი ძლივს კაცი ფორმაში შევიდა კარვახალს მოუ*** თავისი დედისთავი ამეთხარა ნერვები ბოდიშით უწმაწურობისთვის რა თავი ვერ შევიკავე
0
№5
ავტორი: vincent
9 სექტემბერი 2018 11:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
გუშინ რა საგოლე პასი გააკეთა და როგორ დაასრულა თამაში.
0
№6
ავტორი: ikeoni
9 სექტემბერი 2018 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Imito mezizgeba es sanakrebo pauza raa:((imedia Seriozulii araferia
0
№7
ავტორი: Best11
9 სექტემბერი 2018 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
იმედია სერიოზული არაფერია recourse
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2018 15:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგია რო მომჯობინდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top