თბილისი:
მანჩესტერი:
8-09-2018, 12:42
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1548,
კომენტარები: 3
მოურინიოს კეჰილი სურს
კეჰილი სარის ვერ ეგუება.
მოურინიოს კეჰილი სურს
როგორც მოგეხსენებათ, "ლონდონის ჩელსის" ახალი თავკაცი ჰყავს - მაურისიო სარი, რომელიც არანაკლებ სახასიათო პიროვნებაა, ვიდრე ანტონიო კონტე იყო. საქმე ისაა თუ როგორ შეეგუაებიან ფეხბურთელები ამ ახალ ხასიათს, თუმცა ეს ნამდვილად არაა ის საკითხი რაზეც შეიძლება "მანჩესტრელემა" გულშემატკივრებმა იღელვონ. როგორც ჩანს ახალი მწვრთნელი ზოგიერთ ფეხბურთელს არ ენდობა გუნდში და ამ ფეხბურთელთა სიაში მოხსვდა - გარი კეჰილი.

გარი ნამდვილად იყო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფიგურა ჩელსის უკანა ხაზში, შეიძლება არა ისეთი მნიშვნელოვანი როგორც ჯონ ტერი, თუმცა მასთან ერთად საკმაოდ კარგ დაცვის დუეტს ქმნიდა გუნდში. გუნდთან ერთად გარიმ 1 ჩემპიონთ ლიგა, 1 ევროპა ლიგა, 2 პრემიერ ლიგა და 2 ფა თასი მოიგო. რაღაც პერიოდი ის გუნდსაც კაპიტნობდა და ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ მის "გმირობებზე" საუბარი უნთა ვთქვათ, რომ ამ მიღწევების მქონე მცველი უკმაყოფილოა მისი სათამაშო დროის სიმცირით და ეს თავისთავად ნიშნავს, რომ უკმაყოფილოა ახალი "ბოსით".

აშკარად იმ ტენდენციაზე დაყრდნობით, რომ მოურინიოს ისევ სურს "ჩელსის" იმ ფეხბურთელებთან მუშაობა, რომლებსაც ძალიან ენდობოდა ლონდონში ყოფნის პერიოდში, The Sun ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა მოურინიომ გარი კეჰილი ზამთარშივე შეიძინოს. კეჰილის აგენტის სიტყვებზე დაყრდნობით - გარის არ მოსწონს ის ფაქტი, რომ მას სათამაშო დრო თითქმის აღარ აქვს და მას ახალი კლუბი სჭირდება, დიდი სათამაშო დროით.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, უპრიანი იქნება ვიკითხოთ, დიახ, კეჰილი გამოცდილია და საკმაოდ ენდობოდნენ "ჩელსიში" საკმაო პერიოდის განმავლობაში, თუმცა ეს იყო ადრე, და ახლა გუნდს ნამდვილად სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც მის ამჟამინდელ კლუბს არ სჭირდება, მიუხედავად ამხელა გამოცდილებისა, და ნაკრების მწვრთნელმაც კი არ ათამაშა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას? პრინციპში ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, თუმცა ვინ იცის როგორ სურს მოურინიოს გამოიყენოს კეჰილი ან საერთოდ სურს თუ არა მასთან ისევ მუშაობა.

წყარო: www.skysports.com
ჭორები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
8 სექტემბერი 2018 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
ესეც გამორიცხეთ ტერის არ იყოს:)))
0
№2
ავტორი: Best11
8 სექტემბერი 2018 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
სალამი ყველას მე ახალი ვარ
რაც შეეხება კეჰილს იმხელა გამოცდილება აქვს ნამდვლად გვჭირდება მასეთი მცველი და ჩემი აზრით გამოგვადგება კიდევაც
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2018 15:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჭორია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top