თბილისი:
მანჩესტერი:
8-09-2018, 10:10
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1467,
კომენტარები: 8
მოურინიო პოგბას ერთ შემთხვევაში დათმობს
პოგბას წასვლაზე პრესა ისევ აქტიურად საუბრობს.
მოურინიო პოგბას ერთ შემთხვევაში დათმობს
მას შემდეგ რაც, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაცხადა, რომ არ იცის რა მოხდება შემდეგ თვეებში, პრესა კვლავ აქტიურად ალაპარაკდა მის წასვლაზე. როგორც ჩანს ის "ოლდ ტრაფორდზე" თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.

ფეხბურთელის შეძენით, ყველაზე მეტად და აქტიურად ესპანური გრანდი კატალონიის "ბარსელონა" აქტიურობს. "წითელი ეშმაკების" პორტუგალეიელი სპეციალისტი მზადაა ამ ტრანსფერს ხელი არ შეუშალოს ერთ შემთხვევაში: თუ ედ ვუდვორდი, რომის "ლაციოდან" სერბი ახალგაზრდა ნახევარმცველის სერგეი მილინკოვიჩ სავიჩის გადმობირებას შეძლებს. იუწყება - Metro.

შეგახსენებთ, რომ სავიჩი ინგლისური გრანდის სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც იყო, თუმცა იტალიელების მხრიდან მოთხოვნილმა კოლოსალურმა თანხამ ფეხბურთელის სანაცვლოდ, ეს ტრანსფერი ჩაშალა. როგორც ჩანს "მანჩესტერელები" სავიჩს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მიაკითხავენ.


წყარო: footballhd
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
8 სექტემბერი 2018 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
სხვა შემთხვევაში გამორიცხული მგონია
0
№2
ავტორი: s.a.b.a
8 სექტემბერი 2018 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
N. Vidic მაგარი კაცი ხარ კაი ხანია ამ საიტზე სიახლეები ესე ხშირად არ ყოფილა.
1
№3
ავტორი: The Special One
8 სექტემბერი 2018 11:47
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
პოგბა ორია ეს დაჟე უფრო ბანძი,მსოფლიოზეც რასაც ვუყურე 0 იყო და რათ გვინდა ვერ ვხვდები

პოგბა ორია ეს დაჟე უფრო ბანძი,მსოფლიოზეც რასაც ვუყურე 0 იყო და რათ გვინდა ვერ ვხვდები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: kobinio
8 სექტემბერი 2018 12:14
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
არ მესმის რად გინდა გუნდში ფეხბურთი ვინც გუნდს გიბუნტებს და თან წასვლა უნდა?!
ეგეც არ ბრდღვნიდეს ყველაფერს. რეალურად რომ ვთქვათ ის თამაში რასაც პოგბა დღეს აჩვენებს არის საშვალო სტატისტიკური. რა შეუძლია სხვა საქმეა და რასაკეთებს სხვა.ჩვენ უფრო სხარტი და მოქნილი ცენტი გვჭირდება.
0
№5
ავტორი: Anderherrera20
8 სექტემბერი 2018 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
წავიდეს!! მოშორდეს!! თუ არუნდა გაჩერება რაღას აძალებენ...
მილიკოვიჩით და ვულზის ტალანტით რუბენ ნევეშით შევავსებთ ნახევარ დაცვას ორივე მებრძოლი ბიჭია და ამასავით უჟილკო არაა!!
1
№6
ავტორი: GIOMU
9 სექტემბერი 2018 01:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
თუ წავლა უნდა პოგბას უნდა წავიდეს, სულ არავინ რომ მოიყვანონ მაინც...
0
№7
ავტორი: stepno
9 სექტემბერი 2018 09:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
შემცვლელი უნდა მოიყვანონ რათქმაუნდა აბა ისე გაშვება გუნდის დაღუპვა იქნება. ფელაინის იმედად ისევ?? წარმოდგენაც არ მინდა
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2018 15:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჯერ ვერაფერს ვერ გავიგებთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top