თბილისი:
მანჩესტერი:
8-09-2018, 00:41
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1787,
კომენტარები: 9
სენსაციური ტრანსფერი?
ყოფილი "ლონდონელი" "მანჩესტერში"?
სენსაციური  ტრანსფერი?
თუ ამ ჭორში ოდნავი სიმართლე მაინცაა, ეს ნამდვილად სენსაციურია. ინგლისის ნაკრებისა და "ლონდონის ჩელსის" ყოფილი უკანახაზელი ჯონ ტერი თავისუფალი აგენტია. მას შემდეგ რაც ტერიმ "ჩელს" დატოვა და საასპარეზოდ "ასტონ ვილას" მიაშურა, ბევრმა წყალმა ჩაიარა. რაღაც პერიოდის შემდეგ გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ვეღარ გაწვდა იმხელა სახელფასო ჭერს, რომ ვეტერანი, თუმვა ვარსკვლავი, ბრიტანელი ფეხბურთელისთვის გადაეხადა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ჯონ ტერი თავისუფალი აგენტია.

talkSPORT ის ჟურნალისტი ედრიან დურჰემი წერს, რომ 37 წლის ჯონ ტერი, ამ ასაკშიც კი ბევრად ჯობია მოურინიოს ფორმაციის "იუნაიტედის" რესურსში არსებულ მცველებს და ასახელებს კონკრეტულ მაგალითს, რომ თუნდაც მარკოს როხოზე ის ბევრად უკეთესია თუნდაც 37 წლის და თუნდაც ამ ფორმაში. ასევე მისი აზრით ტერი მოურინიოს სასურველი ფეხბურთელი ყოველთვის იყო და მასზე უარს არასოდეს იტყვის, ირწმუნება, რომ ჯონი ნამდვილადაა პორტუგალიელი სპეციალისტის რადარზე და საკმაოდ დიდი შანსია ტერიმ მოირგოს წითელი მაისური.

"ყველა ხედავს, რომ "იუნაიტედს" უკანა ხაზში პრობლემები აქვს, ბრმა უნდა იყო ეს რომ ვერ დაინახო. გუნდში მყოფ მცველებს შორის ნამდვილად არ მოიძებნება ფეხბურთელი, რომელიც გამოცდილებითა თუ ფიზიკური მონაცემებით აჯობებს ჯონ ტერის, რომელიც ასე ძალიან უყვარს ჟოზე მოურინიოს და მე ვიცი, რომ ის ფიქრობს ტერიზე, ზუსტად ვიცი"

დამეთანხმებით საკმაოდ ხმაურიანი განცხადებაა და ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში საკმაოდ ხმაურიანი ტრანსფერიც იქნება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ტერი"ლონდონის ჩელსის" ლეგენდაა, საკმაოდ რთულია იმის წარმოდგენა, რომ "ლურჯების" პრინციპული მეტოქის მაისურს მოირგებს ტერი, მაშინაც კი თუ ეს ერთადერთი შემოთავაზება იქნება. თუმცა პრემიერ ლიგა და ზოგადად ფეხბურთი უცნაურობებითაა აღსავსე, ასე რომ გამორიცხული არაფერია.

წყარო: www.talkSPORT.com
ჭორები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Smoke - N
8 სექტემბერი 2018 01:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
მოიცათ ღადაობთ? რა ტერი რაღადროს ტერია ბარემ პენსიონერბსაც დაუძახონ ამათ ერთი ადგილას რამე დიდი ხომ არ აქვთ გათხრილი? wink facepalm biggrin2
1
№2
ავტორი: ikeoni
8 სექტემბერი 2018 08:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Sagol dzmao ras agar gaigeb kaci :))
0
№3
ავტორი: Svanchester
8 სექტემბერი 2018 09:46
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
დაიწერა ამაზე უკვე არ აინტერესებსო იუნაიტედს. რომელიღაცა კლოპი ჟურნალისტი მაგრად დაბოლდა ეტყობა და დაწერა ზღაპარი.
0
№4
ავტორი: kobinio
8 სექტემბერი 2018 10:05
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მარტო იმიტო გამისწორდებოდა ამის მოსვლა რო წითელი მაიკა ჩაეცვა და დაეჯ..ს ჩელსის :))ისე ლინდელოფს ეხლაც ჯობია ))
0
№5
ავტორი: OzBeTa
8 სექტემბერი 2018 12:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ტერის დაბრუნებას ჯობია ისევ ჩვენი კაცი დავაბრუნოთ, მაგალითად რიო ან ვიდა :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№6
ავტორი: Phil Jones
8 სექტემბერი 2018 14:04
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
Es awi gundshi vigaceebistvis rqebis dasadgmelad tu ivargebs.
0
№7
ავტორი: Shota Blues
8 სექტემბერი 2018 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
სენსაციურად სულელური ტრანსფერი. ამ სამი სიტყვის გადმოცემა ერთი სიტყვითაც შეიძლება - აბსურდია. რეშფორდის წასვლაზე დაიწერა და ისიც ამნაირი ჭორი მგონია, ყოველშემთხვევაში იმედი მაქვს ესთ დეგენერატულ გადაწყვეტილებას რეშფორდი არასდროს მიიღებს და არც ვინმე შეუწყობს ხელს. სანჩესის მოსვლით რეშფორდის სკამზე ჯდომის დრო რო გახანგრძლივდებოდა ამას ველოდებოდი მაგრამ არა მგონია ეს იმდენ ხანს გაგრძელდეს რო ფორმიდან ამოვარდეს ან მისი ნიჭიდან რომელიმე უნარი დაიკარგოს. იმის იმედიც მაქვს რო კრიზისს, რომელშიც მთელი გუნდია მოქცეული თავს მალე დააღწევენ და ერთსულოვანი გახდებიან. რთულია ინტერნეტ ეპოქის ჭორების სამყაროდან თავი დაიხსნა მაგრამ ბარნლისთან თამაში ჩანდა ბრძოლის სურვილი გაეღვიძათ და შეკრული გუნდის უკეთეს თამაშებს ველოდები. ისე თუ დააკვირდით, წინა სეზონშიც, რამდენჯერაც 4-3-3 ითამაშეს უფრო შემტევი ფეხბურთი აჩვენეს
0
№8
ავტორი: GIOMU
9 სექტემბერი 2018 01:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ზღაპრები...
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2018 15:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს მაგარი ჭორი იყო :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top