თბილისი:
მანჩესტერი:
7-09-2018, 23:33
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1548,
კომენტარები: 5
ინგლისელმა "იუნაიტედს" უარი უთხრა
მაგვაიერი "ლესტერის" ერთგული დარჩა.
ინგლისელმა
"ლესტერის" უკანახაზელმა, ჰარი მაგვაიერმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მის მიმართ გამოხატულ ინტერესზე ისაუბრა. ინგლისელმა ცენტრალურმა დამცველმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ "იუნაიტედიდან" იყო შემოთავაზება და 4 წლიანი კონტრაქტი, რომელსაც მისივე თქმით ერთგულებით უპასუხა.

მისი თქმით "წითლები" მის მიმართ ინტერესს, ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში იჩენდნენ, თუმცა ჰარის ამ პერიოდში ტრანსფერისთვის არ ეცალა და მთლიანად სანაკრებო ტურნირზე იყო ორიენტირებული. როგორც მოგეხსენებათ, ის შეუცვლელი ფიგურა იყო გარეტ საუთგეიტის ფორმაციის ინგლისის ნაკრებში და მეოთხედ-ფინალში გოლიც გაიტანა შვედეთის წინააღმდეგ.

როგორც კი მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, "იუნაიტედმა" ოფიციალური შეთავაზებით მიმართა "მელიებს", თუმცა სანამ ოფიციალურ პასუხს დაუბრუნებდნენ, "ლესტერის" ხელმძღვანელობან განუცხადა მაგვაიერს, რომ ისინი მის გაყიდვას არ აპირებდნენ და არც კი ეფიქრა ამაზე. კლუბისა და ფეხბურთელის ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს და უარით გაისტუმრეს მოურინიოს შეთავაზება, რომელიც იდეაში ყველაზე ძვირადღირებულ მცველად აქცევდა ინგლისელ ფეხბურთელს.

"ამ გუნდმა მომცა შესაძლებლობა, რომ მეთამაშა პრემიერ ლიგაში. "ჰალის" ქვედა ლიგაში დაქვეითების შემთხვევაში, უნდა დავმშვიდობებოდი პრემიერ ლიგას, თუმცა "მელიებმა" შემომთავაზეს საკმაოდ კარგი კონტრაქტი და პირველ რიგში ეს ჩემი გამოჩენილი ძალისხმევისა და პროფესიონალიზმისთვის გამოწვდილი დახმარების ხელი იყო" - აცხადებს ინგლისელი უკანახაზელი.

გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, როგორც ცნობილი ხდება, "იუნაიტედი" ინტერესს დიეგო გოდინისა და ტობი ალდერვეირელდის მიმართაც იჩენდა, თუმცა საბოლოოდ ამ სამი ფეხბურელიდან არცერთი არ შეიძინა გუნდმა. გასულ სეზონში მაგვაიერმა "ლესტერის" შემადგენლობაში სრული - 38 მატჩი ჩაატარა და ამ სეზონშიც ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.

წყარო: www.goal.com
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
7 სექტემბერი 2018 23:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ზოგადად კარგია ესეთი ერთგული რო ხარ
0
№2
ავტორი: kobinio
8 სექტემბერი 2018 00:19
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
დარწმუნებული ვარ ინანებს...
მე პირადად ამასა და სმოლინგს შორის სხვაობას ვერ ვხედავ თუ არ ჩავთვლით მოწინააღმდეგის საჯარიმოში მოქედებას სტანდარტებზე.
0
№3
ავტორი: JuanMata
8 სექტემბერი 2018 14:10
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მემგონი ჩვენი ტრანსფერების არ ქონის პრობლემა, მხოლოდ ისაა რომ ვერც ერთი ფეხბურთელი, ვინც მოუს სიაში იყო, ვერ დაითანხმეს.
0
№4
ავტორი: GIOMU
9 სექტემბერი 2018 01:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
სკაუტები ვერ გვყავს კარგი ვუდვორდიც საკმაოდ სუსტია. გვიჭირს ტრანსფერები ფაქტია...
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2018 15:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ გამოუშვა ლესტერმა თორე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top