თბილისი:
მანჩესტერი:
7-09-2018, 15:57
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1235,
კომენტარები: 0
სანჩესმა ისევ აიკრიფა ფორმა
ჩილელი ისევ "ტოპ-კლასია".
სანჩესმა ისევ აიკრიფა ფორმა
"წითლების" ექს-კაპიტანმა, ბრაიან რობსონმა, ჩილელ შემტევზე ისაუბრა, რომელსაც ჯერ კიდევ რთული პერიოდი აქვს, რადგან ჯერ კიდევ ეგუება "მანჩესტერულ" გარემოს. რობსონის აზრით სანჩესმა ისევ დაიბრუნო ტოპ-კლასის ფეხბურთელის წოდება და ამის შემდეგ თამაშებშიც დაამტკიცებს. სანჩესის ხმაურიანი ტრანსფერის შემდეგ, 2017/2018 წლის სეზონში, ნელ-ნელა ჩნდება კითხვები და პრეტენზიებიც მის პროდუქტიულობასთან დაკავშირებით. გასაკვირი არაა გუნდი მაღალპროდუქტიულობას ითხოვდეს ფეხბურთელისგან, რომელსაც კვირაში ნახევარ მილიონზე მეტი აქვს ანაზღაურება.

რობსონი თვლის, რომ ჩილელს მსოფლიო ჩემპიონატისგან დასვენება წაადგა და ყოველგვარი დაღლისა თუ სტრესისგანაა ის თავისუფალი. პრინციპში ამ ნათქვამში არის ლოგიკა, თუმცა ძნელია ისეთი ექსპერტისა თუ გულშემატკივრის პოვნა რომელიც სანჩესის მანჩესტერულ კარიერას 10 დან 7 ქულით მაინც შეაფასებს, რაც დამეთანხმებით ძალიან ცოტაა მსგავსი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელისთვის. თუმცა ვეტერან ინგლისელს იმედი აქვს, რომ სანჩესის მაქსიმუმი ჯერ არ გვინახავს და ის მალე დაგვანახებს მის შესაძლებლობებს. მსოფლიო ჩემპიონატს რომ დავუბრუნდეთ ისევ, უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლ პოგბაზე ყველანაირად ცუდად აისახა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, რადგან მას აშკარად გაუჩნდა ამბიცია, რომ "იუნაიტედი" მასთან რაიმე სახის "ვალშია" და ის გუნდზე მაღლა დგას.

პრინციპში ჯერ ადრეა გავაკრიტიკოთ ალექსისი, მისი "მანჩესტერული" კარიერა 1 მთლიან სეზონსაც კი არ ითვლის, თუმცა როგორც ფანები, ასევე ექსპერტებიც გაფართოებული თვალებით აკვირდებიან მის ყოველ ნაბიჯს მწვანე მინდორზე. შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესს "იუნატედის" მაისურით 21 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 3 გოლი აქვს გატანილი.

წყარო: www.goal.com


---
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top