თბილისი:
მანჩესტერი:
7-09-2018, 13:40
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1620,
კომენტარები: 6
"იუნაიტედი" სატრანსფერო მზადებას აქედანვე იწყებს
ზამთარში, "წითელი ეშმაკები" მადრიდულ კლუბს დაუკავშირდებიან.
როგორც ჩანს, ჩაგდებული ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის შემდეგ, "წითელი ეშმაკები" გაძლიერებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავენ. მომავალ სამიზნედ მადრიდის "ატლეტიკოს" მარცხენა მცველი ლუკას ერნანდესი სახელდება.

გამომდინარე იქიდან, რომ ლიუკ შოუ, რომელმაც მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ჟოზე მოურინიოს გუნდში უკვე 4 მატჩია ძირითადი ადგილი დაიკავა, საფიქრებელია ის, რომ ერნანდესი, კიდევ ერთი მარცხენა მცველის ეშლი იანგის როტაციისთვის გახდება საჭირო. მოგეხსენებათ ინგლისელი ასაკშია და სავარაუდოდ კლუბი მის შემცვლელზე ფიქრს აქედანვე იწყებს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, კლუბის ხელმძღვანელობას სამომავლოდ დაცვის ხაზის გაძლიერებას კვლავ მოსთხოვს. სწორედ მოურინიოს პირად ინტერესებში შედის, სიმეონეს გუნდის ფეხბურთელის საკუთარ გუნდში გადმობირება. შეგახსენებთ, რომ ლუკას ერნანდესის ამჟამინდელი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 72 მილიონი ფუნტი გახლავთ. - იუწყება Daily Star.

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, მოურინიო მიიჩნევს, რომ ერნანდესი იანვარში კლუბს შესამჩნევად გააძლიერებს. შეგახსენებთ, რომ ლუკას ერნანდესი, რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახლავთ.


წყარო: ukrainefootball.net
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
7 სექტემბერი 2018 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
თუ შოუმ ესე გააგრძელა ვერვხედავ საჭიროებას ამის მოყვანის.ჯობია ცენტრალურ და მარჯვენა მცველებზე ვიფიქროთ.
0
№2
ავტორი: ikeoni
7 სექტემბერი 2018 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Saertod araa sachiro amis moyvana
1
№3
ავტორი: JuanMata
7 სექტემბერი 2018 15:04
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ლუკ შოუს შემცვლელი გვჭირდება სკამზე, მაგრამ ეს არამგონია მაგისთვის გამოდგეს, თუ იყიდეს ძირითადში დადგება და დაიჩაგრება შოუ.

მე ერთი ის მაინტერესებს, დარმიანი რისთვის დავიტოვეთ?
კაცს წასვლა უნდოდა, მიდიოდა და შემოთავაზებებიც ჰქონდა.
ამის დატოვებას არ ჯობდა ფოსუ-მენსა დაგვეტოვებინა?
0
№4
ავტორი: Anderherrera20
8 სექტემბერი 2018 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
რუბენ ნევეშის ნაირი ტალანტებით რატომ არვინტერესდებით, მითუმეტეს მოუს თანამემამულეა და ძაან ვამსგავსებ სკოულზს თამაშის სტილით...
0
№5
ავტორი: GIOMU
9 სექტემბერი 2018 01:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
მარჯვენა შემტევი ნახვარმცველი იყიდეთ!!!!! 3 წელია გუნდს ამ პოზიციაზე ხან ვინ მოყავს ხან ვინ და საბოლოოდ, ხან მატაა ხან ლინგარდი ხან რეში.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2018 16:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არაგონია რაღაც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top