თბილისი:
მანჩესტერი:
7-09-2018, 10:19
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1907,
კომენტარები: 10
"იუნაიტედის" ყოფილი სკაუტი ალაპარაკდა
ვინ ვერ გადმოიბირა ხავიერ რიბალტამ?
ხავიერ რიბალტა, რომელიც უკვე "ზენიტის" სპორტული დირექტორის პოსტზე დაინიშნა, ალაპარაკდა პერიოდზე, როდესაც "იუნაიტედში" სკაუტის პოზიციაზე იყო. მან გაიხსენა ინგლისში ყოფნის ბოლო პერიოდი და ფეხბურთელები, რომელთა გადმობირებასაც აპირებდა.

ესპანელი სკაუტი წუხს, რომ ვერ მოასწრო კონკრეტულად ორი ტრანსფერის განხორციელება. ყოფილი მთავარი სკაუტის სამიზნეები გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს - ემრე ჯანი და ლეონ გორეცკა იყვნენ. ამ ორ ფეხბურთელს საერთო ის აქვთ, რომ ორივე ფეხბურთელმა გუნდი დატოვა თავისუფალი აგენტის სტატუსით.

როგორც ვიცით ემრე ჯანი შეუერთდა "ტურინის იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით, მას შემდეგ რაც მის კონტრაქტს ვადა გაუვიდა "ლივერპულში". სკაუტის აზრით ემრე კოლოსალურად გააძლიერებდა მანჩესტერელთა ცენტრს და თუ მას უფასოდ დაიმატებდნენ ეს ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა გუნდისთვის.

რაც შეეხება ლეონ გორეცკას, ისიც ანალოგიურად თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა "მია სან მიას" "შალკედან". Tuttosport - ისთვის მიცემულ ინტერვიუში რიბალტამ ასევე ისაუბრა მის "ტურინულ" სამუშაო პერიოდზე, როდესაც "ბებერი ქალბატონის" სქაუტი იყო და სურდა ხოსე ხიმენესის შეძენა.

ხავიერ რიბალტამ მხოლოდ და მხოლოდ 1 წელი გაატარა ბრიტანეთში და, როგორც ზევით გითხარით, ახლა ის "პეტერბურგის ზენიტის" სპორტული დირექტორია.

წყარო : www.dailymail.co.uk
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: OzBeTa
7 სექტემბერი 2018 10:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ჩემი აზრით პოლ სქოულზი უნდა მოიყვანონ სპორტულ დირექტორად, რადგან იცის მანჩესტერს ვინ და რა ჭირდება თან კაცი ავტორიტეტია როგორც გუნდისთვის ისე ზოგადად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№2
ავტორი: makaveli
7 სექტემბერი 2018 10:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
მადლობა ხავიერ რო არ მოიყვანე არცერთი lol

ციტატა: OzBeTa
ჩემი აზრით პოლ სქოულზი უნდა მოიყვანონ სპორტულ დირექტორად, რადგან იცის მანჩესტერს ვინ და რა ჭირდება თან კაცი ავტორიტეტია როგორც გუნდისთვის ისე ზოგადად

პოლი მეც მიყვარს მაგრამ რაღაც ის ქარიზმა არ აქვს, თან დიდი ლაყაფიც არაა. უფრო ბექემი ან დევიდ გილის ვარიანტი მომწონს
0
№3
ავტორი: Svanchester
7 სექტემბერი 2018 11:05
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
მბაპე ან ნეიმარი რო ეთქვა კიდე ხო, რა ემრე ჯანი, გაჩუმებულიყავი ჯობდა მაგას.
0
№4
ავტორი: ALEXIS SANCHEZ
7 სექტემბერი 2018 11:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
დდდდდ რაის ემრე ჩანი აგერ ფრედი გვყავს მოძრავი და ახალგაზრდა მერე მეორე ლივერპულში ნათამაშები ფეხბურთელი მე არმინმდა თუ გინდა მესი იყოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ არსენალი-3 პრემიერლიგა
მანჩესტერ სიტი-3 პრემიერ ლიგა
ჩელსი-5 პრემიერლიგა
ლივერპული-8 პრემიერლიგა


მანჩესტერ იუნაიტედი-13 პრემიერლიგა!!!
№5
ავტორი: LewisHamilton
7 სექტემბერი 2018 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
გორეცკა მეც მაგრად მომწონს, მაგრამ რაის ემრე ჩანი..
0
№6
ავტორი: ikeoni
7 სექტემბერი 2018 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Metqi vigaca isets ityvis Tqo da emre chanio:)))
0
№7
ავტორი: Lalana
7 სექტემბერი 2018 13:14
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
რაღა ჩანი ბარემ ჰენდერსონი მოეყვანა და კლავანიც მოეყოლებინა ზედ.://
0
№8
ავტორი: OzBeTa
7 სექტემბერი 2018 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ციტატა: OzBeTa
ჩემი აზრით პოლ სქოულზი უნდა მოიყვანონ სპორტულ დირექტორად, რადგან იცის მანჩესტერს ვინ და რა ჭირდება თან კაცი ავტორიტეტია როგორც გუნდისთვის ისე ზოგადად

დევიდ გილი უკვე იყო და აღარ მოვა. ბექჰემიც კაი ვარიანტია, მაგრამ მაგისთვის არ ეცლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№9
ავტორი: VALERI.s
7 სექტემბერი 2018 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ზიზუ მწვრთნელად და სქოულზი სპორტულ დირექტორად რა ფეხბურთს ათამაშებენ გუნდს!
1
№10
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2018 16:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კაი რა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top