ხავიერ რიბალტა, რომელიც უკვე "ზენიტის" სპორტული დირექტორის პოსტზე დაინიშნა, ალაპარაკდა პერიოდზე, როდესაც "იუნაიტედში" სკაუტის პოზიციაზე იყო. მან გაიხსენა ინგლისში ყოფნის ბოლო პერიოდი და ფეხბურთელები, რომელთა გადმობირებასაც აპირებდა.
ესპანელი სკაუტი წუხს, რომ ვერ მოასწრო კონკრეტულად ორი ტრანსფერის განხორციელება. ყოფილი მთავარი სკაუტის სამიზნეები გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს - ემრე ჯანი და ლეონ გორეცკა იყვნენ. ამ ორ ფეხბურთელს საერთო ის აქვთ, რომ ორივე ფეხბურთელმა გუნდი დატოვა თავისუფალი აგენტის სტატუსით.
როგორც ვიცით ემრე ჯანი შეუერთდა "ტურინის იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით, მას შემდეგ რაც მის კონტრაქტს ვადა გაუვიდა "ლივერპულში". სკაუტის აზრით ემრე კოლოსალურად გააძლიერებდა მანჩესტერელთა ცენტრს და თუ მას უფასოდ დაიმატებდნენ ეს ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა გუნდისთვის.
რაც შეეხება ლეონ გორეცკას, ისიც ანალოგიურად თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა "მია სან მიას" "შალკედან". Tuttosport - ისთვის მიცემულ ინტერვიუში რიბალტამ ასევე ისაუბრა მის "ტურინულ" სამუშაო პერიოდზე, როდესაც "ბებერი ქალბატონის" სქაუტი იყო და სურდა ხოსე ხიმენესის შეძენა.
ხავიერ რიბალტამ მხოლოდ და მხოლოდ 1 წელი გაატარა ბრიტანეთში და, როგორც ზევით გითხარით, ახლა ის "პეტერბურგის ზენიტის" სპორტული დირექტორია.
წყარო : www.dailymail.co.uk
სტატიები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.