თბილისი:
მანჩესტერი:
7-09-2018, 02:14
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2376,
კომენტარები: 10
თუ წასვლა გსურს, შეგიძლია წახვიდე!
როცა არც ერთი მოთამაშე არ არის გუნდზე დიდი !
თუ წასვლა გსურს, შეგიძლია წახვიდე!
2016 წლის წაგებული ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ პოლ პოგბამ საფეხბურთო სამყარო "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერით აალაპარაკა. იმ დროისთვის რეკორდულ თანხად ფრანგი ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდა, თანაც შემდეგი "მისიით" - დაუმთავრებელი საქმეების ბოლომდე მისაყვანად.

სადებიუტო სეზონი პოგბასთვის და "იუნაიტედისთვის" საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა, რადგანაც გუნდმა იმ სეზონში "კომუნიტი შილდის", "ლიგის თასის" და "ევროპა ლიგის" მოგება შეძლო. შემდეგ დაიწყო ახალი 2017/18 წლების სეზონი და სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ პოგბას ინგლისის დატოვება სურდა, 2018/19 წლების სეზონის დაწყების წინ კი ეს თემა კიდევ უფრო "გახურდა" და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ბევრი უკვე პოლ პოგბას "ბარსელონაში" ტრანსფერს პროგნოზირებდა.

სადებიუტო სეზონში პოლ პოგბა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსს ატარებდა და ბუნებრივიცაა, რომ კარგი თუ ცუდი თამაშის მიუხედავად ის გამუდმებით ხვდებოდა ყურადღების ცენტრში. ექსპერტთა მხრიდან პოლ პოგბა დადებით შეფასებებს ნამდვილად არ იღებდა და თითქმის ყველა თანხმდებოდა, რომ ფრანგს თავისი საუკეთესო თამაში ჯერ "იუნაიტედში" არ ეჩვენებინა. მას ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ დიდ მატჩებში მისი ზეგავლენა თითქმის არ იგრძნობოდა და ის მოედნის მიღმა ცხოვრებით უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე ფეხბურთის თამაშით.

2017/18 წლების სეზონს პოლ პოგბას მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსი ჩამოერთვა და გულშემატკივრებიც იმედოვნებდნენ, რომ ახალ სეზონში ისინი ნამდვილ პოგბას იხილავდნენ. სეზონი ფრანგმა მართლაც ძალიან კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ ყველას კარგად ახსოვს თუ სეზონის მეორე ნახევარში როგორ გართულდა მისი და ჟოზე მოურინიოს ურთიერთობა. პოგბას კვლავ აკრიტიკებდნენ, ერთნი მის ცუდ თამაშს ჟოზე მოურინიოს აბრალებდნენ, მეორენი კი თვითონ ფრანგს. გარკვეული ხნით პოლ პოგბამ სკამზეც კი გადაინაცვლა. მოურინიოს ამ გადაწყვეტილებას მაშინ ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.

მესამე სეზონის წინ პოლ პოგბამ უკვე მუნდიალის მოგება მოახერხა. ის იყო რუნის,ქერიქის,იბრაჰიმოვიჩის გარეშე დარჩენილ "იუნაიტედში" თითქოს საბოლოოდ უნდა აეღო ლიდერის სტატუსი და გაძღოლოდა გუნდს, რომ სპორტული პრესა პოგბას "ბარსელონაში" გადასვლის თაობაზე ჭორებით აჭრელდა.

ამ ჭორების ფონზე პრემიერ ლიგის სასტარტო შეხვედრაში პოლ პოგბამ გუნდი "ოლდ ტრაფორდზე" კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა, გოლიც გაიტანა და მატჩის შემდგომ შემდეგი კომენტარიც გააკეთა:

"ფანებისთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ბოლომდე დავიხარჯები"

ყველაფერი ისედაც ნათელი იყო და ამ კომენტარით პოგბამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მოურინიოსთან მას არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა და როგორც ჩანს მან დღემდე ვერ აპატია პორტუგალიელს სკამზე დასმის ფაქტი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის რანგში პოლ პოგბამ მოგვიანებით კიდევ უფრო ხმაურიანი განცხადება გააკეთა:

"ყველაფერს ვერ ვიტყვი, რადგანაც ის რომ ვთქვა რასაც ვფიქრობ ჯარიმას ვერ გავექცევი"

ფრანგის ამ კომენტარს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. რა თქმა უნდა, მისი ეს კომენტარი შეაფასა პოლ სქოულზმაც და შემდეგ იყო მინო რაიოლას, პოგბას აგენტის განცხადება ლეგენდარული სქოულზის თაობაზე:

"ვფიქრობ სქოულზი სპორტული დირექტორი უნდა გახდეს და ვუდვორდს პოგბას გაყიდვა მოსთხოვოს. პოგბას ალბათ წინ ბევრი უძილო ღამე ელოდება იმის შიშით, რომ მას აღარავინ აიყვანს. როგორც ჩანს ზოგს ლაპარაკი იმისთვის სჭირდება, რომ ხალხმა არ დაივიწყოს"

"იუნაიტედის" გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ პოგბას რაიოლას ამ კომენტარებაზე რეაქცია ექნებოდა, თუმცა ამის საპირისპიროდ დღეს პრესაში ფრანგის შემდეგი ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ თუმცა კი დღეს ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია, არავინ იცის რა მოხდება შემდეგ თვეებში.

ახალი არ არის, რომ ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობა არ არის მარტივი, მაგრამ ჩემი როგორც რიგითი გულშემატკივრის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ პოლ პოგბამ ბოლოდროინდელი განცხადებებით საკუთარი თავი ამოწურა. მისივე თქმით ის დაბრუნდა "იუნაიტედში" იმისთვის, რომ დაესრულებინა ის, რისი დასრულებაც ვერ შეძლო. პოლმა ძალიან კარგად იცოდა, თუ ვინ იყო ჟოზე მოურინიო, რა სტილით თამაშობდა ეს მწვრთნელი და რისი მიღწევა შეიძლებოდა ამჟამინდელ "იუნაიტედთან". მაშინ როდესაც გუნდი ფერგიუსონის ერთ-ერთმა ბოლო ჯარისკაცმა მაიკლ ქერიქმა დატოვა, პოგბას გამოუჩნდა იდეალური შანსი ჩაებარებინა "ახალი იუნაიტედი" და გაძღოლოდა ამ გუნდს მომავალი წარმატებებისკენ, მაგრამ ნაცვლად ამისა, კაპიტნის სამკლაურის მორგებიდან რამდენიმე დღეში ის პირდაპირ და საჯაროდ საუბრობს გუნდის შიგნით არსებულ შიდა პრობლემებზე, არ სცემს პასუხს მინო რაიოლას და ბოლოს, ყველაფერს აგვირგვინებს კიდევ ერთი განცხადებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას სძენს აღნიშნულს, კერძოდ განცხადებით, რომ რამდენიმე თვეში შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს და მან "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს.

პოლ პოგბა მსოფლიო დონის ფეხბურთელია, მაგრამ ქმნის კი ასეთი ფეხბურთელი ჯანსაღ გარემოს გუნდში და არის კი ის ნამდვილი ლიდერი და სულით "წითელი ეშმაკი", რომელიც გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებს ? ვფიქრობ, რომ არა და ამ განცხადებების შემდეგ მას უნდა მიუთითონ კარისკენ და უთხრან, რომ წასვლის მსურველთათვის "მანჩესტერ იუნაიტედის" კარი ყოველთვის ღიაა და ამ გუნდში არასდროს ყოფილა ფეხბურთელი, რომელიც გუნდზე მაღლა დამდგარა. დასარულს კი სერ ალექს ფერგიუსონი გავიხსენოთ:

"დგება მომენტი, როდესაც შენს თავს ეკითხები, გყავს თუ არა გუნდში ფეხბურთელი, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს გუნდის ატმოსფეროზე, თამაშზე და შენს ურთიერთობაზე სხვა ფეხბურთელებთან. თუ აღმოაჩენ რომ გუნდში ასეთი ფეხბურთელი გყავს მხოლოდ ერთი გამოსავალიღა დაგრჩენია - გაშვება. გაუშვი ასეთი ფეხბურთელი, თუნდაც ის მსოფლიოში საუკეთესო იყოს. მწვრთნელი უნდა იყოს მთავარი ფიგურა გუნდში და მან არასდროს არ უნდა დაუშვას ინდივიდის გუნდზე მაღლა დაყენება"
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
7 სექტემბერი 2018 07:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
მადლობა სტატიისთვის.ჩემი გული ნადები ყველაფერი მოაქციე ერთ სტატიაში.მლნ პრპცენტით გეთანხმები.პოგბა გუნდში არის ეპიდემიის გავრჩელების კერა.არადა ვიძახი ეგ არის სუფთა არაპროფესიონალითქო და დედა ეს რა თქვიო.ვის რა ჯანდაბად უნდა პოგბა ვის ბარსას?რეალს?ბაიერნს?ამათ ხვლიკივით ელასტიურ და მოძრავ ნახევარდაცვას ეს აყუდებული ტორმუზი უნდა?არა ბატონებო არც არავის უნდა უბრალოდ ლაპარაკით არის ყურადღების ცენტრში თორე იუვეს გარდა არავინ არაა წამყვანი მაგის.ვაფშე არ მეგულება გუნდი რომელზეც ვიტყვი რო აი იმის სტილს დააკვდებათქო
1
№2
ავტორი: Lalana
7 სექტემბერი 2018 09:23
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
დიდი მადლობა დავით ასეთი კარგი სტატიებისთვის.პოგბა რომ ნიჭერია და ააქვს მშვენირი მონაცემები ამაზე საუბარიც არ ღირს,მაგრამ მისთვის რომ საკუთარი თავი უფრო მთავარია ვიდრე გუნდი ესეც კარგად გამოჩნდა.ზოგადად ვერ ვიტან რაიოლას,მისი კლიენტების აყვანა არასოდეს არ ღირს,რადგან როგორი დამპალი კაციც არის კი ვიცით.ძალიან მომეწონა მილანმა როგორ მოსვა ეგ არაკაცი დონარუმასთან ერთად,რატომ არ შეუძლია მანჩესტერის ხელმძღვანელობამ იგივე გააკეთოს?აუვილებლად გვჭირდება წესიერი სპორტული დირექტორი და მერე მასეთებსაც მოსვამენ.მე რომ მოურინიოს ადგილას ვიყო არ ვათამაშებდი რამოდენიმე ხანი პოლს,ზოგადად ვარჯიშებიდანაც მოვკვეთავდი და პატარა ბიჭებში გავუშვებდი,მერე ვნახავდით როგორ იტლიკინებდა.მაგას თავში უფრო აუვარდა მწვრთნელიდან დაწყებული ყველა რომ ფეხ-ქვეშ გაეგო.კაპიტნის სამკლაური მისცეს,ადიდეს,ამკეს სიტყვებით ხო და ესეც შედეგი.მანჩესტერს არ ჭირდება ზარმაცი,ხასიათის ფეხბურთელები.ზუსტად ეს აზიანებს გუნდს და არასოდეს უნდა იყოს გუნდი ფეხბურთელების ხუშტურებზე.ზუსტად მასეთ ხუშტურებზე დადის აბრამოვიჩი და მაგიტომაც არის რომ დღეს ევროპა ლიგაზე იბრძვიან,ხან ევროპა ლიგაზეც არ არიან და მხოლოდ ინგლისში იბრძვიან.ერთხელ მოიგებენ ჩემპიონატს მწვრთნელის ხელში,მერე რაღაც პატარა არ მეწონებათ,ჩააგდებენ თამაშებს და იმასაც უშვებენ.ასე არ უნდა იყოს.კი ფეხბურელის აზრიც გასათვალისწინებელია მაგრამ ასე გუნდის ინტერესებს ახტებოდე არ მესმის ნამდვილად.მოურინიოს რომ გაუშვებენ ძალიან მალე მაგას საუბარიც არ უნდა მაგრამ ფეხბურთელებს უნდა აგრძნობინო რომ ჯერ გუნდია და მერე ის.
0
№3
ავტორი: ikeoni
7 სექტემბერი 2018 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Mgoni martla agar aris Es gundshi damrcheni:(( arada vin ginda moiyvano
0
№4
ავტორი: VALERI.s
7 სექტემბერი 2018 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
მწვრთნელიც რომ შეიცვალოს ვეღარ ვხედავ პოგბას მანჩესტერში ჯობია გაუშვან ეს და მარსიალი და სავიჩთან ერთად ვინმე მაგარი მარჯვენა ვინგერი მოიყვანონ. ყოველთვის მერჩივნა ტექნიკურ და ზარმაც ფეხბურთელებს ჟილკიანი ფეხბურთელები და მილინკოვიჩი ზუსტად ეგეთია.
0
№5
ავტორი: JuanMata
7 სექტემბერი 2018 14:43
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ფეხბურთელს თუ გუნდში თამაში არ უნდა, აზრი არ აქვს მის გაჩერებას. მეეჭვება პოგბამ, მარსიალმა, ბაიიმ, რომლებმაც მოტივაცია დაკარგეს, გუნდს რამე ღირებული შესძინონ. გარდა ამისა რეშფორდიც არენდით უნდა გავუშვათ, საშინლად მოუკლო და არც სათამაშო დრო აქვს ბევრი.

არაერთხელ ითქვა, რომ გუნდში არ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენთან მხოლოდ ხელფასის გამო მოდიან, ასეთ ფეხბურთელებს ვერ ენდობი ბოლომდე, მათ არ აქვთ ის განსაკუთრებული მოტივაცია, რასაც კლუბისთვის თამაში ჰქვია.

მაგრამ ახლა მეორე მხარეს შევხედოთ, რატომ ოცნებობდნენ 10 -15 წლის წინ ფეხბურთელები იუნაიტედში თამაშზე? ბერბატოვი იხსენებდა თავის მანჩესტერში გადმოსვლას, აგენტმა უთხრა რომ სიტისაც უნდოდა მისი შეძენა და უფრო მეტს გადაუხდიდნენ, მაგრამ ბერბატოვმა უპასუხა, რომ შეუძლია ყველა სხვა კლუბი ჯანდაბაში წავიდეს, იმიტომ რომ მანჩესტერში უნდა თამაში.

ის მანჩესტერი იყო ბრძოლის სიმბოლო, რომელიც ერთნაირად იბრძოდა ყოველ სეზონში მხოლოდ ჩემპიონობისთვის, ნებისმიერ ტურნირზე და არ ჰქონდა მნიშვნელობა გუნდში ვიდიჩი, ფერდინადნი, რუნი, რონალდო, სქოულზი თამაშობდა, თუ ევანსი, ჯონსი, კლევერლი, უელბეკი - მაინც ბოლომდე იბრძოდნენ. გუნდში იყო მწვრთნელი, რომელიც ნებისმიერ ფეხბურთელში პოულობდა ძლიერ მხარეს და იყენებდა ძალიან წარმატებულად.

ახლა რა ხდება გუნდში, ვიბრძვით 4-ეულისთვის, ლიგის მერვედფინალს ვაგდებთ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს წინ გასვლას, რომ უფრო მეტად სამარცხვინოდ არ დავმარცხდეთ. ცხრილის ქვედა 10-ეულის გუნდებთან დაცვაში ვჯდებით და ანგარიშის შენარჩუნებაზე ვთამაშობთ, შემტევი ფეხბურთელები უფრო მეტად კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, ვიდრე მომენტის შექმნაზე. ვინ შეიძლება დავაინტერესოთ ასეთი თამაშით? ახალგაზრდები, რომლებსაც ტრამპლინი ჭირდებათ სხვა გუნდში გადასასვლელად, ბებრები, რომლებისთვისაც ჯერ კიდევ პრესტიჟია მანჩესტერში თამაში და ემელესში, ან ჩინეთში წასვლის წინ ჩაიწერენ თავის აქტივში იუნაიტედის სახელს.

კი ბატონო პრობლემაა პოგბა და არ შეიძლება გუნდი ერთი ფეხბურთელის ხუშტურზე დადიოდეს, მაგრამ ეს ერთადერთი შემთხვევა არაა და არც იქნება. ჟოზე როცა მოვიდა, მაშინ მის სახელს ჰქონდა წონა და არაა გასაკვირი, რომ პოგბამ, იბრამ ჟოზესთან მუშაობა არჩიეს, სხვა გუნდებს. ახლა ჟოზეს სახელიც აღარ ჭრის, ამიტომაც კოვაჩიჩს ურჩევნია რეალის სკამიდან ჩელსის სკამზე გადაჯდეს და არა ჟოზესთან იმუშაოს, ამიტომაც ბოატენგი და გოდინი უარს ამბობენ აქ გამდმოსვლაზე.
გვაქვს კლუბი დიდი სახელით, არსენალის ამბიციებით და ვესტბრომვიჩის თამაშით.
იმ ძველი ლეგენდების ერთგულება და კლუბისთვის ბოლომდე დახარჯვა არ იყო, მხოლოდ მათი დამსახურება.

გვჭირდება სპორტული დირექტორი, გვჭირდება ახალი მწვრთნელი და გუნდის აშენების ახალი გზა, რომ მანჩესტერი იქცეს იმ გუნდად, სადაც ფეხბურთელები არ წავლენ ხელფასის გამო და იბრძოლებენ კლუბისთვის, იმიტომ რომ იციან რომ ეს კლუბი ბოლომდე იბრძვის ყველა ტურნირზე.

P.S. ძალიან კარგ სტატიებს წერ და მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან არ გეთანხმები, მაინც სასიამოვნოა კითხვა.
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
7 სექტემბერი 2018 16:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: JuanMata

100%
0
№7
ავტორი: kobinio
7 სექტემბერი 2018 16:03
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მისი წასვლა რაიოლას და ჯგუფ ჟურნალისტების აგორებულია.არ ვიცი მე დღეს გრანდი ვის სტილსაც ეს ზანტი მოერგება. ამას სეირნობა უნდა და ასე სადაა.გუშინ გერმანიასთან რამე განსაკუთრებული ქნა? 0. მე პირადად კანტე ათასჯერ მირჩევნია.მუშა,სწრაფი და შეუპოვარი.
პესეჟეს მეტი ამას არავინ იყოდის ასე მგონია.
0
№8
ავტორი: GIOMU
9 სექტემბერი 2018 01:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ჟოზეს გაშვების მერე რა გარანტიაა რომ სხვა მწვრთენლთან არ ექნება კომფლიქტი? ან სხვა ფეხბურთელებს რომ ქოდნეთ პრობლემები მწვრთნელთან ასე უნდა ვცვალოთ მწვრთნელები სანამ ისეთს არ ვიპოვით ყველა ფეხბურთელს რომ მოწონდეს? ამიტომ ჯობია ყელამ ვინც არ უნდა იყოს დატოვოს გუნდი თუ მწვრთნელთან ექნება პრობლემა. სჯობს მწვრთნელს ერგებოდეს ყველა. მოუს ეს რეალში არ გამუვდა და იმიტომ ჩაუვარდა იქ ყველაფერი. სხვა გინდაც ინტერი პორტუ ან ჩელსის პირველი პერიოდი ყველგან საკმაოდ სერიზული გუნდები ყავდა...
0
№9
ავტორი: stepno
9 სექტემბერი 2018 09:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძაან ტვინი მოიტ...... ამ პოგბათი
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2018 16:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი სტატიაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top