თბილისი:
მანჩესტერი:
7-09-2018, 00:40
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 794,
კომენტარები: 9
მარკუს რაშფორდი გუნდს დატოვებს?
ვეტერანმა ინგლისელმა რაშფორდზე ისაუბრა.
მარკუს რაშფორდი გუნდს დატოვებს?
წარსულში ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "ლონდონის არსენალის" შემტევმა მარკუს რაშფორდზე ისაუბრა. ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა საკმაოდ თამამი და საინტერესო რჩევა მისცა 20 წლის ინგლისელს. BBC Radio 5 Live _თან ინტერვიუში იან რაითმა აღნიშნა, რომ მარკუსმა ადრევე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისი სანაკრებო და საკლუბო მომავლის შესახებ, რომელიც ასე დაკავშირებულია ერთმანეთთან.

იმის მიუხედავად, რომ რაშფორდს ნაკრებში უხმო საუთგეიტმა, ის მაინც არ გამოიყურება დამაჯერებლად "იუნაიტედის" მაისურში. რაითის თქმით მოურინიო არ აძლევს მას საშუალებას გამოავლინოს მისი პოტენციალი სრულად და მისთვის ადგილი მხოლოდ ფლანგზე აქვს ან სათადარიგოთა სკამზე.

ინგლისელმა მის ახალგაზრდა კოლეგაზე დადებითად ისაუბრა და მას ნიჭიერი, მშრომელი, თუმცა სუსტი მენტალობის ადამიანი უწოდა. "როდესაც რაშფორდს ვხედავთ სცენაზე, ჩვენ ვხედავთ შემტევის სხივს, რომელსაც შეუძლია მიწვდეს კოსმოსს." - განაცხადა იან რაითმა და დაამატა, რომ მარკუსს გააჩნია ყველანაირი რესურსი, რომ იყოს საუკეთესო.

რაითმა "ლომების" თავკაცზეც ისაუბრა მარკუსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გარეტსაც სურს გააჩნდეს გუნდში ჰარი კეინის ალტერნატივა და ეს სწორედ მარკუს რაშფორდი უნდა იყოს, რადგან მას ყველაფერი აქვს საამისოდ. "უბრალოდ მან კლუბი უნდა შეიცვალოს, წავიდეს იქ სადაცა მიეცემა დიდი სათამაშო დრო და ითამაშებს ცენტრში, ფორვარდის პოზიციაზე და არა რომელიმე ფლანგზე". რაითი ირწმუნება, რომ გარეტ საუთგეიტს არ სურს გუნდში ჰყავდეს ფეხბურთელი რომელსაც არ გააჩნია ნომინალური სათამაშო პოზიცია და ამ პოზიციისთვის შესაბამისი უნარები.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით მარკუს რაშფორდს "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადი გუნდის მაისურით, სულ 81 მატჩი აქვს ჩატარებული ყველა ტურნირზე ერთად და 17_ჯერ აქვს მეტოქის კარი აღებული. ის "იუნაიტედის" ძირითად გუნდში 2015/2016 წლების სეზონიდან მოყოლებული ასპარეზობს.

წყარო : www.goal.com
სტატიები
9 კომენტარი
№9
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2018 16:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 5730
არავინ არ გაუშვებს
0
№8
ავტორი: GIOMU
9 სექტემბერი 2018 01:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
დრო კი უნდა მაგრამ თან გუნდს კრიზისი აქვს, ცოტა რთულია ამ დროს დრო მიცე ფეხბურთელს...
0
№7
ავტორი: The Special One
8 სექტემბერი 2018 11:41
  • სიახლეები: 25
  • კომენტარები: 477
ამის გამოსავალი ან იჯარა ან 4-4-2 ია :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№6
ავტორი: becks7
8 სექტემბერი 2018 10:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
დეგეა
ვალენსია ბაიი ჯოუნსი შოუ
მატიჩი
ფრედი პოგბა
სანჩესი რაშფორდი
ლუკაკუ
4-1-2-3 წყობით... ჩემი აზრით ნებისმიერ ტოპ გუნდს გაუწევთ კონკურენციას ესეე....

აი ჩემი გუნდიიი :D გლეიზერებო მიმიშვით :D :D
0
№5
ავტორი: kobinio
7 სექტემბერი 2018 16:08
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1171
ვეთანხმები იმაშო რომ თუ რეში სასტავში არ ჩაჯდა ვერ გაიზრდება.შარშანდელი ზამენიდან თამაშმა საგრძნობლად დააპაუზა.მგონია რომ ცენტრ ფორვარდად უკეთ განვითარდება.ყველაფერი აქ ამისთვის.
1
№4
ავტორი: VALERI.s
7 სექტემბერი 2018 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 205
ძაან მაგარი ბიჭია რეშფორდი და მაგრადაც მეიმედება! მჯერა რო ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდება მაგრამ მანამდე ვერ ვიგებ რატო არ ათამაშებენ თუნდაც მარჯვენა ვინგერად მერე რა რომ მემარჯვენეა. მბაპეც მემარჯვენეა მაგრამ როგორც თამაშობს მარჯვნიდან ვხედავთ ყველა. ყოველ შემთხვევაში ლინგარდზე კარგად ითამაშებს და ზედიზედ 5-6 მატჩში რომ დააყენო მარჯვენა ვინგერად დარწმუნებული ვარ ბევრს სარგებელს მოუტანს კლუბს!
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
7 სექტემბერი 2018 12:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 922
ამის უელბეკობას კაი ხნის წინ ვვარაუდობდი და საუბედუროდ ასეც მიდის საქმე.უბრალოდ უტვინო ფეხბურთელია ძაან უდიდესი პოტენციალით.თავიდან სწორად მიუდგნენ ხელფასის პონტში არ გააფუჭეს მაგრამ თავად თვითონ არის დაუღვინებელი ძაან.არიან ფეხბურთელები რომელთაც საფეხბურთო ინტელექტი თავიდანვე აქვთ და ტექნიკას და ტაქტიკას მერე ავითარებენ ამას პირიქით აქვს არადა საფეხბურთო ინტელექტი ან გაქ ან არა.ან უკეთეს შემთხვევაში ასაკში მოდის.ამას არ ვიცი რა ექნება მომავალში მაგრამ შარშან რომ ვამბობდი პერიშიჩი ჭირდება გუნდსთქო მარსიალი რეში გყავდეს და პერიშიჩი გინდოდეს ფეხბურთის უცოდინრობააო.არადა ამ პერიშიჩმა მთელი ინგლისი ათრია ლამის მთელი პრემიერ ლიგის ნარჩევი ინგლისელები და რეშოფორდი რა გაიქცევა და სისწრაფით გაცდება კაცს და მერე ან ყვევს ჩამოაგდებს ან უაზრო გადაწყვეტილებას მიიღებს ან იღორებს.მოკლედ ამას მარსიალი სულ მერჩივნა რო არა მარსიალის ხასიათები ამაზე მეტად ინტელექტუალია და მოკლე დისტანციაზე დრიბლინგი და ტექნიკა გაცილებით უკეთესი აქვს და ხედვაც აქვს პასიც მარა რად გინდა ჭირისუფალივით დადის ეს ჩემისა მოედანზე.პროსტა არცერთ გუნდში ამდენი ხასიათის ფეხბურთელი არაა როგორც ჩვენთან და კიდეც ვართ გამონათებებზე
0
№2
ავტორი: ikeoni
7 სექტემბერი 2018 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5677
Satamasho dro unda mieces ra reshs tore Ese araferi at gamova
0
№1
ავტორი: JuanMata
7 სექტემბერი 2018 01:22
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 1471
სათამაშო დრო რომ ჭირდება ფაქტია, არენდით გაშვება შეიძლება.

უბრალოდ თავიდან ისე კარგად და სტაბილურად თამაშობდა, რომ მაშინვე ძირითადის ფეხბურთელად იქცა, ამის არენდაზე არავინ ფიქრობდა.

ახლა არც სათამაშო დრო აქვს და რასაც თამაშობს, ბევრს ვერაფერს შვება. ასე თუ გაგრძელდა ახალ უელბეკს მივიღებთ.

მოუსთან არამგონია განვითარდეს, გაუშვან ეს მოუყვანონ ჟოზეს პერიშიჩი, არ შეუძლია ამ კაცს ახალგაზრდებთან ლოლიავი, უნდა უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

25 სექტემბერი 2018, 22:45
იუნაიტედი
დერბი
ლიგის თასი
29 სექტემბერი 2018, 15:30
ვესტ ჰემი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
2 ოქტომბერი 2018, 23:00
იუნაიტედი
ვალენსია
ჩემპიონთა ლიგა
დერბი25 სექტემბერი
ვესტ ჰემი29 სექტემბერი
ვალენსია2 ოქტომბერი

წინა მატჩები

22 სექტემბერი 2018, 18:00
იუნაიტედი1
ვულვზი1
პრემიერ ლიგა
19 სექტემბერი 2018, 23:00
იანგ ბოიზი0
იუნაიტედი3
ჩემპიონთა ლიგა
15 სექტემბერი 2018, 20:30
უოტფორდი1
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
ვულვზი22 სექტემბერი
იანგ ბოიზი19 სექტემბერი
უოტფორდი15 სექტემბერი

მატჩის საუკეთესო

პოლ პოგბა
6
პოლ პოგბა

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top