ინგლისის ნახევარმცველი ტომ ქლევერლი მოხარულია, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანი მისი თანაგუნდელი უეინ რუნი გახდა. გასულ შეხვედრაში ინგლისის ნაკრები სან-მარინოს შეხვდა, სადაც 5-0 მოიგო. აქედან ორი გოლი თვით უეინ რუნიმ გაიტანა. ტომ ქლევერლი დარწმუნებულია, რომ მის თანაგუნდელს ყველაფერი აქვს იმისათვის რომ აჯობოს ლეგენდარულ სტივენ ჯერარდს.
"უეინს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ გახდეს წარმატებული კაპიტანი. იგი გამარჯვებულია. ამის დანახვა თქვენ თამაშის დაწყებამდეც შეგიძლიათ გასახდელში, იგი ყველას ამხნევებს და იქცევა როგორც ნამდვილი კაპიტანი. მე მწვრთნელი არ ვარ და ალბათ ბევრი არ გამეგება ამ საქმეში, მაგრამ მოხარული ვარ რომ მიწევს თამაში ესეთ კაპიტანთან, როგორიც უეინ რუნია."