თბილისი:
მანჩესტერი:
6-09-2018, 14:21
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1603,
კომენტარები: 6
ტრანსფერები გრძელდება
"მანჩესტერი" და "ბარსელონა" ესპანელისთვის იბრძოლებენ.
ტრანსფერები გრძელდება
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "კატალონიის ბარსელონა" არიან გუნდები, რომლებიც არასოდეს წყვეტენ მუშაობას მათი შემადგენლობების გაძლიერებასა და სათამაშო ხარისხის ამაღლებაზე. ეს უკანასკნელი ნაკლებად, თუმცა შემადგენლობის სიძლიერის ზრდა,შესაბამისი ფეხბურთელებით, სპორტული დირექტორის პირადპირი მოვალეობაა.

ალბათ "მანჩესტერელთა' ფანების უმრავლესობამ ნახა ბანერი წარწერით - "ედ ვუდვორდი - დამარცხებული სპეციალისტი", "ბარნლის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში. ეს ბანერი ფანებმა მანჩესტერის სპორტულ დირექტორს "მიუძღვნეს", რაც დაუფარავად გამოხატავს ფანების ნეგატიურ დამოკიდებულებას მისი ბოლოდროინდელი მუშაობის მიმართ. პრინციპში გულშემატკივრების ასეთი რეაქცია სრულიად მიზეზ-შედეგობრივია. გუნდი 2018/2019 სეზონისთვის ლი გრანტით(მეკარე), დიოგო დალოთი(მარჯვენა მცველი) და ფრედით(ნახევარმცველი) გაძლიერდა. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ჩამონათვალიდან პოზიტიურად მხოლოდ ფრედის სახელი გამოიყურება. იმის ფონზე, რომ სხვა ბრიტანული გრანდები საკმაოდ გაძლიერდნენ და რამოდენიმე ხმაურიანი ტრანსფერიც განახორციელეს.

სატრანსფერო ციებ-ცხელების პერიოდში ისმოდა ტობი ალდერვეირელდის, ჰარი მაგვაიერისა და გოდინის გვარები, თუმცა დანამდვილებით არ ვიცით "მანჩესტერელთა" მთავარ მწვრთნელს მართლა ჰქონდა თუ არა მისთვის სასურველი ფეხბურთელების სია წარდგენილი ედ ვუდვორდისთვის, თუმცა გუნდს, რომ გაძლიერება სჭირდებოდა ეს ფაქტი იყო და იმაშიც არავის ეპარება ეჭვი, რომ ჟოზე მოურინიო ნამდვილად არ დაზოგავდა კლუბის თანხებს ტრანსფერებისთვის. საბოლოოდ შემდეგი სურათი გვაქვს სახეზე, შეძენილი ფეხბურთელებიდან ძირითად გუნდში მხოლოდ ფრედი ვიხილეთ, რომელიც არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა ეს უფრო ადაპტაციის ბრალია ვიდრე არაპროფესიონალიზმის.

რთულია იმის თქმა, რომ ედ ვუდვორდით, რომელიც გუნდთან 2005 წლიდან თანამშომროლობს, უკმაყოფილოები იყვნენ გუნდში. თუმცა ისიც საკითხავია უკანასკნელი სატრანსფერო ფანჯრის დროს ვისი მიზეზით არ მოხდა ახალი ფეხბურთელების დამატება და გუნდის გაძლიერება. ალბათ იმაშიც არავის ეპარება ეჭვი, რომ გუნდის "ბოსებს" ნამდვილად არ უნდათ "მანჩესტერის" დამარცხებების სერიათა ხილვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გუნდის ხემძღვანელობას სურს დაინახოს ის შედეგი, რაშიც დაიხარჯა ასეულობით მილიონი წინა წლებში და ეს შედეგი "უეფას ევროპა ლიგის" მოგებას ბევრად უნდა აღემატებოდეს.

ხშირ შემთვევაში ფანების რეაქცია "სარკედ" იქცევა ხოლმე იმ ყველაფრისთვის, რაც გუნდის შიდა სამზარეულოში ხდება და ნამდვილად არაა გამორიცხული გლეიზერები უკმაყოფილოები იყვნენ ედის მუშაობით და ამ თემაზე ჭორმაც არ დააყოვნა. სტატიის დასაწყისში შემთხვევით არ გვიხსენებია "კატალონიის ბარსელონა". გავრცელებული ჭორების თამახმად, ეს ორი, ესპანური და ინგლისური, გრანდი ეცილება ერთმანეთს "რომას" სპორტული დირექტორის - მონჩის გადმობირებისთვის. Gazzetta dello Sport წერს, რომ ორივე გრანდს უნდა ახალი ეტაპი დაიწყოს კლუბის განვითარებაში და სწორედ ამისთვის სჭირდებათ ესპანელი სპეციალისტი. რთულია იმის თქმა არის თუ არა ოდნავი სიმართლის მარცვალი ამ ჭორში, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბოლო წლებში "მანჩესტერელები" წარმატებას რთულად აღწევენ და რაღაც/ვიღაც აუცილებლად შესაცვლელია გუნდში.

წყარო: www.skysports.com
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: temo-scholes
6 სექტემბერი 2018 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
წლის ტრანსფერი იქნება და ერთ ერთი საუკეთესო...!!!

ვუდვორდი და ჯოზე ერთად უნდა გაუშვან!!!
1
№2
ავტორი: shotkin
6 სექტემბერი 2018 15:03
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ვუდვორდს სახეზე რო სეხედავ ეგრევე არ აწერია რაცაა?
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
6 სექტემბერი 2018 16:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სპორტული დირექტორი რო საჭიროა ორი აზრი არაა
0
№4
ავტორი: N.Vidic
6 სექტემბერი 2018 16:48
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 89
სტატიის წერისას შემთხვევით აღმოვაჩინე რომ ვუდვორდი განათლებით ბუღალტერია :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2008 წელი ... მოსკოვი ... ეს დაუვიწყარია <3
№5
ავტორი: ikeoni
6 სექტემბერი 2018 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
მაგარი იქნება ეგ თუ მოვიყვანეთ
0
№6
ავტორი: stepno
9 სექტემბერი 2018 09:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კარგი ტრანსფერები დადონს დაა ჟოზე შედეგს არ დააყოვნებს დარწმუნებული ვარ. უმაღლესი დონის მწვრთნელია ისე ესეთ შედეგებს ვერ მიაღწევდა გამართლებით.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top