თბილისი:
მანჩესტერი:
5-09-2018, 22:51
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1544,
კომენტარები: 10
სანაკრებო პაუზა
"მანჩესტერელები" ეროვნულ ნაკრებში.
სანაკრებო პაუზა
როგორც მოგეხსენებათ, 6 სექტემბრიდან - 15 სექტემბრამდე სანაკრებო პაუზა ჩაანაცვლებს ინგლისის პრემიერ ლიგას. დასამახსოვრებელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სტარტს აიღებს უეფას მიერ შექმნილი სრულიად ახალი ტურნირი - "უეფას ერთა ლიგა". ამ ტურნირიამდე კი ნაკრებები ჩაატარებენ ამხანაგურ მატჩებს.

არგენტინა : გუნდში მყოფი ორი არგენტინელიდან მხოლოდ სერხიო რომერო აღმოჩნდა ნაკრებისთვის მზად. როგორც ვიცით მარკოს როხომ მსოფლიო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წვივისა და ბარძაყის ძვლის შემაერთებელი ნაწილი - კვირისტავი დაიზიანა და ამ მიზეზით ვერ დაეხმარება არგენტინის ეროვნულ ნაკრებს გვატემალასა და კოლუმბიის წინააღმდეგ. არგენტინის ეროვნული გუნდი მატჩებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს ნიუ ჯერსისა და კალიფორნიაში.

ბელგია : რომელუ ლუკაკუ და მარუან ფელაინი, ისევ მოხვდნენ რობერტო მარტინესის სანაკრებო განაცხადში. ბელგიელები გლასგოსკენ გაეშურებიან, რომ შოტლანდიის წინააღმდეგ ჩაატარონ მატჩი.

ბრაზილია : ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ორ "მანჩესტერელს" უხმო მის გუნდში - ფრედი და ანდრეას პერეირა. ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ელ სალვადორისა და ამერიკის შეერთებული შტატების გუნდებს დაუპირისპირდება.

ინგლისი : ინგლისელთა თავკაცს - გარეტ საუთგეიტს არ გამორჩენია ლუკ შოუს ეფექტური და შედეგიანი 2018/2019 წლის სეზონის სტარტი და შედეგმაც არ დააყოვნა - შოუს ინგლისის ნაკრების მაისურში ვიხილავთ. ასევე ამ სანაკრებო პაუზისას "ლომების" მაისურს ჯესი ლინგარდი და მარკუს რაშფორდი მოირგებენ. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ინგლისის მარცხენა ფლანგის დაცვის ხაზიდან ისევ "მანჩესტერელი" შეუტევს, ლუკ შოუ ჩაანაცვლებს ეშლი იანგს. ინგლისის ეროვნული ნაკრები შვეიცარიასა და ესპანეთთან გამართას მატჩებს.

საფრანგეთი : ჩემპიონი "მამლების" რიგებში, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას შეუცვლელი ფიგურა იყო "მანჩესტერელთა" კაპიტანი პოლ პოგბა. რა თქმა უნდა, ის ისევ გამოიძახეს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში, რასაც ენტონი მარსიალზე ვერ ვიტყვით, რომელიც ასევე მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დატოვა დიდიე დეშამმა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრები გამართავს ორ მატჩს - გერმანიისა და ჰოლანდიის წინააღმდეგ.

კოტ-დ'ივუარი : აფრიკული გუნდის შემადგენლობას შეასვებს ერიკ ბაი, რომელსაც მოუწევს დაუპირისპირდეს რუანდას.

ჰოლანდია : ტიმოთი ფოსუ-მენსა ამ დროისთვის "ფულემში" იმყოფება იჯარის წესით. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები პერუსა და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონების წინააღმდეგ ჩაატარებს მატჩებს.

შოტლანდია : მას შემდეგ, რაც სკოტ მაკტომინეიმ ინგლისსა და შოტლანდიას შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა, მან ორი შეხვედრა ჩაატარა შოტლანდიის მაისურით. ალექს მაკლიში, როგორც ჩანს, ენდობა სკოტს და ის ისევ გამოიძახა ეროვნულ ნაკრებში, რომელიც ალბანეთსა და ბელგიას დაუპირისპირდება. ასე რომ, "შოტლანდიელ წითელ ეშმაკს" მოუწევს მარუან ფელაინისა და რომელუ ლუკაკუს წინააღმდეგ თამაში.

ესპანეთი : დეივიდე დე ხე, როგორც ჩანს, ისევ უკონკურენტოა ესპანელთა კარის "მცველებს" შორის. არც ისე წარმატებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ წამოსული კრიტიკის მიუხედავად, ის მაინც იხმეს "ფურია როხას" მესვეურებმა ეროვნულ ნაკრებში. ესპანეთი გამართავს მატჩებს ინგლისის და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი - ხორვატიის წინააღმდეგ.

შვედეთი : მსოფლიო ჩემპიონატზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა შვედეთის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოთიშა იტალიის ნაკრები და ჩემპიონატს მიღმა დატოვა. ამ გუნდის ცენტრალური დაცვის ხაზის შეუცვლელი წევრი იყო ვიქტორ ლინდელოფი, რომელსაც ცოტა არ იყოს უჭირს მისი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა კლუბში. ლინდელოფის შვედეთი მატჩებს გამართავს თურქეთისა და ავსტრიის წინააღმდეგ.

წყარო: www.manutd.com
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
5 სექტემბერი 2018 23:19
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
იმედია როგორც ყოველთვის ხდება ტრავმებით არ დაბრუნდებიან.
0
№2
ავტორი: ikeoni
5 სექტემბერი 2018 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მთავარ პრობლემას იმედია ავცდებით და ყველა ჯამრთელი დაბრუნდება
0
№3
ავტორი: JuanMata
6 სექტემბერი 2018 03:55
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ფრედი, პერეირა ლუკ შოუ მაინტერესებს ყველაზე მეტად, იმედია მიეცემათ დრო.
0
№4
ავტორი: Lalana
6 სექტემბერი 2018 07:13
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ჩემი დიდი თხოვნა ადმინისტრაციას:გთხოვთ მოაშოროთ ის ადამიანები,რომლებიც ყოველ მეორე სიტყვაში შეურაწმყოფელ ფრაზებს წერენ,გინდ გუნდის მიმართ და გინდ გულშმატკივრის მიმართ.საკმაოდ არასასიამოვნო პროცესია.რაც შეეხება სანაკრებო პაუზას,ძაან არ მიყვარს ხოლმე ნაკრების თამაშები.ვერანაირ სიამოვნებას ვერ ვიღებ.დიდი ინტერესით ველოდები ვოტფორდთან მატჩს,საკმაოდ საინტერეს უნდა გამოვიდეს.
1
№5
ავტორი: WeAreUnited
6 სექტემბერი 2018 08:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: JuanMata
ფრედი, პერეირა ლუკ შოუ მაინტერესებს ყველაზე მეტად, იმედია მიეცემათ დრო.

პერეირა მაინტერესებს ყველაზე მეტად ამ 3 იდან ძალიან მაგარი ბიჭია და პოგბა პერეირა ფრედი მგონია რომ ძალიან მაგარი სამეულია ნახევირსთვის უკან მატიჩი და წინ სანჩესი ლუკაკუ იქნება ჩემი აზრით დაბალანსებული იქნება ყველა რგოლი მარსიალი და რეშფორდი უნდა გაიზარდნონ საკუთარ თავს უნდა გადაახტნენ და იბრძოლონ ადგილისთვის არ მგონია მოუმ რომელიმეს ხელი შეუშალოს ფენომენალურად თუ ითამაშებენ ნებისმიერს დასვავს ეგ კაცი სკამზე სანჩესსაც და ლუკაკუსაც არ გაუჭირდება
0
№6
ავტორი: ALEXIS SANCHEZ
6 სექტემბერი 2018 09:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
დღეს იმედია მოვიგებთ ყაზახეთთან, ისედაც გადაწურული მაქვს იმედი ქართული ფეხბურთისადმი. და ამ ჯგუფიდანაც თუ ვერ გავედით მაშინ რაღა ვთქვა არ ვიცი რაა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ არსენალი-3 პრემიერლიგა
მანჩესტერ სიტი-3 პრემიერ ლიგა
ჩელსი-5 პრემიერლიგა
ლივერპული-8 პრემიერლიგა


მანჩესტერ იუნაიტედი-13 პრემიერლიგა!!!
№7
ავტორი: kobinio
6 სექტემბერი 2018 10:01
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ფელაინი დაბრუნდა უკვე როგორც გავიგე ტრავმით.ჯონს მაგარი გაუმართლა :)) რომ არა ტოტენჰემთან ტრავმა ეხლა სმოლინგი დაამტვრევდა )))
ჩვენ ბიჭებს რაც შეეხება მემგონი ახალი თაობა უკეთეს ფეხბურთს ითამაშებს გამომდინარე იქიდან რომ უკვე ყველა ასე თუ ისე ევროპულ გუნდებში აროან და ფიზიკურად და ინტელექტუალურად იზრდებიან და მხოლოდ რუსეთის პრემიერლიგაში არ ლპებიან ფულის გამო როგორც ეს უამრავ ქართვრლ ფეხბურთელს დაემართა.სამწუხაროდ.
0
№8
ავტორი: ALEXIS SANCHEZ
6 სექტემბერი 2018 10:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
ციტატა: kobinio
ფელაინი დაბრუნდა უკვე როგორც გავიგე ტრავმით.ჯონს მაგარი გაუმართლა :)) რომ არა ტოტენჰემთან ტრავმა ეხლა სმოლინგი დაამტვრევდა )))
ჩვენ ბიჭებს რაც შეეხება მემგონი ახალი თაობა უკეთეს ფეხბურთს ითამაშებს გამომდინარე იქიდან რომ უკვე ყველა ასე თუ ისე ევროპულ გუნდებში აროან და ფიზიკურად და ინტელექტუალურად იზრდებიან და მხოლოდ რუსეთის პრემიერლიგაში არ ლპებიან ფულის გამო როგორც ეს უამრავ ქართვრლ ფეხბურთელს დაემართა.სამწუხაროდ.

კი ახალგაზრდებს მეტი შეუძლიათ, აი ანანიძეს რო ნიჭი აქ რავიცი და სპარტაკშია როდესაც ეხლა ევროპაში უნდა იყოს მისი ნიჭის პატრონი. მაგრამ ნათქვამია ფული ჯოჯოხეთს ანათებსო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ არსენალი-3 პრემიერლიგა
მანჩესტერ სიტი-3 პრემიერ ლიგა
ჩელსი-5 პრემიერლიგა
ლივერპული-8 პრემიერლიგა


მანჩესტერ იუნაიტედი-13 პრემიერლიგა!!!
№9
ავტორი: kobinio
6 სექტემბერი 2018 11:41
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ხოდა იყოს ნათელში :)) მაგი რომ ეხლა გერმანიაში ყოფილიყო სულ სხვა კონდიციაში იქნებოდა.კაი ფიზიკა და უფრო მოიხოდებოდა მარა მართლა დიდი ფულს დიდი ძალააქ . არადა დასანანაია ამდენი წელი ტკეპნის ერთ ადგილს
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
6 სექტემბერი 2018 16:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სანაკრებო პაუზის მერე სულ არის ორი სახის პრობლემა, ტრავმები და გადაღლილი, ფორმიდან ამოვარდნილი ფეხბურთელები. მთავარია ყველა მწყობრში დაბრუნდეს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top