თბილისი:
მანჩესტერი:
3-09-2018, 00:45
ავტორი: jose__boss,
ნანახია: 1507,
კომენტარები: 12
ჟოზე მოურინიო "ბარნლისთან" მატჩის შემდგომ
განსაკუთრებულმა მატჩი შეაფასა.
ჟოზე მოურინიო
ჟოზე მოურინიომ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვების, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

- ძალიან გახარებული ვარ დღევანდელი თამაშით, თუმცა მგონია თქვენ არა, ვინაიდან თქვენთვის უკეთესი იქნებოდა, რომ წაგვეგო.დღეს ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ ბურთთან პირველივე კონტაქტის შემდგომ, ასევე ძალიან ბევრი მარტივი მომენტიდან ვერ გავიტანეთ, რომელიც აუცილებლად უნდა გაგვეტანა! ორ წყალს შუა ვიყავი, ერთის მხრივ შეიძლება იგივე მომხდარიყო რაც "ტოტენჰემთან" მატჩში მოხდა, მაგრამ მეორეს მხრივ, ასეთ თამაშს ყოველთვის მოაქვს გამარჯვება.ჩვენ ძალიან მალევე შეგვეძლო ყოველნაირი ინტრიგის მოკვლა და დიდი ანგარიშით გამარჯვება, თუმცა ეს მაინც დამაჯერებელი გამარჯვება იყო.

ლუკაკუს შეეძლო უფრო მეტის გატანა

რომელუმ შესანიშნავად ითამაშა, მან ძალიან მნიშვენლოვანი გოლები გაიტანა, თუმცა შეეძლო კიდევ არაერთის გატანა. მატჩის მიწურულს მას უკვე დაღლილობაც შეეტყო, ისევე როგორც პოლ პოგბას, მათი მთავარი ვალდებულება იყო კონტრშეტევის სწრაფად გამართვა, რასაც ორივემ კარგად გაართვა თავი, კაცნაკლულობის პერიოდშიც კი. ლუკაკუს შეეძლო ჰეთრიკის შესრულება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მან დაიწყო გატანა და მისმა გუნდმა მორიგი გამარჯვება ჩაიწერა არქივში.

გულშემატკივრების შესახებ

მე კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ჩვენი მოგება ამ მატჩში განაპირობა, ჯერ კიდევ წინა მატჩში გულშემატკივრების მხრიდან იმ უსაზღვრო მხარდაჭერის და ემოციების გამოხატვამ, ჩველეუბრივ, როდესაც გუნდი საშინაო მატჩს აგებს, უმრავლეს შემთხვევაში, ფანებისგან მოდის უფრო მეტი ნეგატივი და გუნდი კარგავს საკუთარ თავში რწმენას, ვარჯიშის დროს მათ ეტყობათ ნერვიულობა, რადგან ისინი გრძნობენ ზეწოლას ფანების მხრიდან, რაც მოქმედებს კიდევაც შემდგომში გასამართ მატჩზე. ჩვენ წავაგეთ "ოლდ ტრაფორდზე" , მაგრამ ფანებმა უბრალოდ ფანტატიკური რეაქცია გამოავლინეს, გუნდი მიხვდა, რომ ისინი სწორ გზაზე დგანან, მიუხედავათ მარცხისა. სწორედ ამის გამო, არავინ იყო ცხვირჩამოშვებული ვარჯიშებზე, პირიქით მხოლოდ პოზიტივი სუფევდა, ამიტომ მოვემზადეთ კარგად და შედეგიც სახეზეა, მოხდა ის რაც მოხდა. ეს გამარჯვება მივუძღვენით გულშემატკივრებს, გული მწყდება, რომ ვერ შევძელით უფრო მეტი გოლის გატანა მათ სექტორთან ახლოს, ვფიქრობ ისინი უფრო ბედნიერები იქნებოდნენ.

თქვენ მიხვედით მათთან იმის გამო, რომ პირადათ თქვენ გამოგიცხადეს მხარდაჭერა?


არა, მე იქ საერთოდ არ ვარ მნიშვნელოვანი, მათვის მნიშვნელოვანი - გუნდია! მე სულ იმას ვამბობ, რომ ყველაზე მთავარი - გუნდია, მწვრთნელი არ თამაშობს ფეხბურთს! დღეს მე ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის შედეგით და იმით, რომ გულშემატკივრების სიხარული ვაჩუქეთ, იმ ჩავარდნების შემდგომ. სიმართლე გითხრათ, ეს მათი დამსახურებაა, რომ ჩვენ კარგად მოვემზადეთ მატჩისთვის, იმ რეაქციების შედგომ რაც მათ "სპურსთან" მარცხის შემდგომ ჰქონდათ.

გაზეთების მიერ გაკრიტიკებული პოგბა

მე არ ვკითხულობ გაზეთებს, შესაბამისად არ მაინტერესებს რა წერია იქ.

თვითმფრინავი და ედ ვუდვორდის კრიტიკა

მატჩის მიმდინარეობისას მე ცაში არ ვიხედები, შესაბამისად, არ დამინახავს არაფერი, თუმცა დღეს ვუდვორდმა მოიგო თამაში, ანგარიშით 0:2.

რეშფორდის წითელი ბარათი

არ შემიძლია ამ მომენტის შეფასება, რადგან არ დამინახავს ახლოდან რა მოხდა. ჯონათან მოსმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ისევე როგორც მისმა ასისტენტებმა. მე შემიძლია მხოლოდ ის გამოვყო, რომ ბარდსლი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია, ის ფეხბურთში უკვე 20 წელია, პროვოკაციაზე წამოაგო ახალგაზრდა და იმპულსური რაშფორდი, რომელიც შესანიშავ მესამე სეზონს თამაშობს.ეს ჯერ არაფერია, ის ძალიან ახალგზარდაა. ეს იყო კი ზედმეტად მკაცრი გადაწყვეტილება ? არ ვიცი. არბიტრს შეეძლო ორივესთვის ყვითელი ბარათი ეჩვენებინა, მაგრამ მოიქცა ისე, როგორც მოიქცა. სხვა შეფასებას ვეღარ გავაკეთებ.

მარუან ფელაინი

ის პრემიერლიგაში საუკეთესოა მეორე სართულზე, მიუხედავათ იმისა, რომ მატიჩი და პოგბაც არ არიან დაბლები, მას ამ კომპონენტში ბადალი არ ჰყავს! გარდა ამისა ის აკონტროლებდა ცენტრალური მცველების წინ არსებულ ზონას და ძალიან შეუმსუბუქა მათ სამუშაო.

რას იტყვით "იუვენტუსის" შესახებ და კულუარებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ უარი თქვით კრიშტიანუ რონალდუზე ?

მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა იტალიურ პრესასთან, როცა იქ ვმუშაობდი.

რაც შეეხება "იუვენტუსს".

"იუვენტუსი" არის ის ერთადერთი ევროპული გუნდი, რომელიც ინვესტიციებს, მხოლოდ ერთი მიზნის გამო აკეთებს - მოიგოს ჩემპიონთა ლიგა! მათ სკუდენტოს მოსაგებათ დიდი რესურსი არ ჭირდებათ, რაც უკვე ფაქტობრივად ბერჯერ დაამტკიცეს. მათ ძალიან დიდი ინვესტიციები ჩადეს ფეხბურთელების შეძენაში მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე. ევროპაში, ისინი ამ კომპონენტში მარტო "ლივერპულს" თუ ჩამოუვარდებიან. მათ შეიძინეს კრიშტიანუ რონალდუ და ლეონარდო ბონუჩი, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მათ ელით ურთულესი თამაში ჩვენი გუნდის წინააღდმეგ.

რონალდუს ტრასფერს რაც შეეხება, ჩემს მაგიდაზე არასოდეს დებულა რაიმე შემოთავაზება მის შესახებ, სადაც მე გავცემდი პასუხს ან "კი" ან "არა".

წყარო : manutd.ru
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№1
ავტორი: kaja
3 სექტემბერი 2018 09:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
მიდი მოუ ერთი გამწარდი და მოიგე ლიგა ამ გუნდით ! მერე ხმას აღარ მოვიღებთ !
0
№2
ავტორი: dato123
3 სექტემბერი 2018 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
მგონი ფანების გული მოიგო .მარტო ქართველი ფანებების რაღაც პროცენტს არევასებათ მგონი ეს wink
0
№3
ავტორი: David beckham7
3 სექტემბერი 2018 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
მე მჯეროდა შენი და ახლაც მჯერა რომ მსოფლიოში საუკეთსო ხარ მოუ!იმედია მოიგებ პრემიერ ლიგას.გააგრძელე ასეთი შემტევი ფეხბურთი და შედეგი ყოველთვის სასურველი იქნება
3
№4
ავტორი: Paul18
3 სექტემბერი 2018 11:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 31
ლივერპულს და სიტის რო მოუგებს მერე დავთვალოთ წიწილები ავტობუსა!!!
1
№5
ავტორი: ikeoni
3 სექტემბერი 2018 12:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6055
მთავარია რო ესე გავაგძელოთ და არ იყოს ეს გამონაკლისი თანაშები
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
3 სექტემბერი 2018 15:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1142
ციტატა: Paul18
ლივერპულს და სიტის რო მოუგებს მერე დავთვალოთ წიწილები ავტობუსა!!!

არ ვიცი რა გაგებით წერდი ამ კომენტარს მაგრამ არ შემიძლია არ გაგახსენო ლივერის და სიტის წამონცმა შარშანდელი მაგრამ მაინც არ ჩაეთვალა მოურინიოს წარმატებულ სეზონად.შეიძლება წავაგოთ სეიძლება მოვიგოთ მონდომებაა მთავარი
1
№7
ავტორი: Paulscholes1
3 სექტემბერი 2018 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Bicho xandaxan mgonia aq manius zog fans realobis shegrzneba dakarguli aqvs, barnlis 2-0 mougo gundma da vso agfrtovanebulebi arian erti normaluri tamashit. Siti da liveri am gunds atreven da esaa mware simartle. Prosto cota sagi azrovnebaa sachiro mara zog chmourinios fans ar esmis rom am kacis xelshi wels utiultulod da chajmulebi davrchebit
1
№8
ავტორი: SANDROGRIGA
3 სექტემბერი 2018 16:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 6093
წინა მატჩებთან შედარებით ცა და დედამიწა იყო
0
№9
ავტორი: Lasha_9
3 სექტემბერი 2018 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
ციტატა: dato123
მგონი ფანების გული მოიგო .მარტო ქართველი ფანებების რაღაც პროცენტს არევასებათ მგონი ეს wink


ფანების თემა რთულია საქართველოშიც და უცხოეთშიც, მე პირადად იმ ნაწილს მივეკუთვნები რომელიც რამდენიმე ფაქტორს აქცევს ყურადღებას ვიდრე მწვრთნელის გაგდებას მოვითხოვდე 1. მოტივაცია - რამდენად მოტივირებულია ესა თუ ის მწვრთნელი ანუ ეს მხოლოდ მისი სამუშაოა თუ ცოტა მეტი და ფაქტია რომ ჟოზესთვის ეს მხოლოდ სამუშაო არაა სულ მცირე თავისი ეგო უნდა დაიკმაყოფილოს რამე მოიგოს დიდი ტურნირი და მერე შეიძლება მეც ვიფიქრო რომ მოტივაციას დაკარგავს და ახლა ფაქტია გამგელებულია კაცი(სხვათაშორის გაგეცინებათ და ამ ერთადერთი მიზეზის გამო მეწყინა სულ ცოტა ვან გაალის წასვლა მოიესისგან განსხვავებით მოტივაცია ნაღდად ქონდა) 2. უნარები - ანუ მარტივად რომ ვთქვა რამდენად ძლიერი ტრენერია და ამავე მიზეზით არანირად არ მინდა მოურინიოს წასვლა(აი ამ მხრივ ნამდვილად მინდოდა ვან გაალის წასვლა არ იყო ეგ ტოპ გუნდის მწვრთნელი რაც მოიგო ის თასი ისიც მოტივაციით), რაც შეეხება ჟოზეს ის რომ ტოპ მწვრთნელია ეხლა მაგაზე ჩემ ლაპარაკს აზრი არ აქვს ეგ ყველამ კარგად იცით, 3. შედეგი - ანუ ჩემთვის შედეგია მთავარი და არა სანახაობა(პლუს ვიტყვი რომ სულაც არ ვარ შემტევი ფეხბურთის დიდი მოყვარული და პესი რომ პესია და ფიფა იქ პირადად მე ვათამაშებ გუნდს სულ კონტრშეტევებზე wink ) და ფაქტია იგივე კლოპისგან განსხვავებით უკეთესი შედეგი აქვს ჯერჯერობით ბოლობოლო თასები მოიგო რა ვიცი მგონი საკმარისი მიზეზებია რატომაც არ მინდა საშინლად თანაც ჟოზეს გაშვება...
1
№10
ავტორი: JuanMata
3 სექტემბერი 2018 21:15
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 1610
ციტატა: dato123
მგონი ფანების გული მოიგო .მარტო ქართველი ფანებების რაღაც პროცენტს არევასებათ მგონი ეს wink


რითი კაცო, ბარნლისთან მოგებით?
კარგია, რომ ქულები არ დავკარგეთ, მაგრამ მაინც ბარნლია, ასეთ გუნდებთან მოგება ისეთი მწვრთნელისთვის, როგორიც ჟოზეა - მოვალეობაა და არა მიღწევა.
მეეჭვება რომ ამ მოგებით ვინმეს განსაკუთრებით შემოუბრუნდა გული ჟოზესკენ, თუ მანამდეც არ ჰქონდა მობრუნებული wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

24 ნოემბერი 2018, 19:00
იუნაიტედი
კრისტალ პალასი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2018, 00:00
იუნაიტედი
იანგ ბოიზი
ჩემპიონთა ლიგა
1 დეკემბერი 2018, 19:00
საუთჰემპტონი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
კრისტალ პალასი24 ნოემბერი
იანგ ბოიზი28 ნოემბერი
საუთჰემპტონი1 დეკემბერი

წინა მატჩები

11 ნოემბერი 2018, 20:30
სიტი3
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
8 ნოემბერი 2018, 00:00
იუვენტუსი1
იუნაიტედი2
ჩემპიონთა ლიგა
3 ნოემბერი 2018, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
სიტი11 ნოემბერი
იუვენტუსი8 ნოემბერი
ბორნმუთი3 ნოემბერი

მატჩის საუკეთესო

ხუან მატა
8
ხუან მატა

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top