თბილისი:
მანჩესტერი:
2-09-2018, 17:25
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2485,
კომენტარები: 12
ჟოზე მოურინიო "ბარნლისთან" მატჩის წინ.
ჟოზემ ყველაფერზე ამომწურავად ისაუბრა.
ჟოზე მოურინიო
ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ

ლაზარეთში მარტო ფილ ჯონსი დარჩა. სერხიო რომერო და დიეგო დალო პირველად ოპერაციის შემდგომ, გამართავენ მატჩს U23 - თან ერთად. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სანაკრებო პაუზის დროს მათ დიდი დრო ექნებათ მოსამზადებლად და ვიმედოვნებ მალე შეურთდებიან ძირითად გუნდს. მარკოს როხოს რაც შეეხება ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ეჭვის ქვეშ არის მისი თამაში "ბარნლისთან", ვინაიდან ის ექიმის დაკვირების ქვეშ იმყოფება.

"სპურსის" ფანების ჩარტი : "შენ გაგადებენ ხვალ" და "შენ აღარ ხარ განსაკუთრებული"

ეს სიმღერები არ ჰქონდათ მაშინ, როდესაც ჩვენ "უემბლიზე" მოვუგეთ მათ საყვარელ გუნდს ? ამ მატჩის მოგება მათთვის ოცნება იყო, ეს მათთვის ძალიან მნიშვენლოვანი ტიტული უნდა ყოფილიყო, რადგან იშვიათად თუ აქვთ ტიტულის მოგების ფუფუნება, მაშინ მე არ მესმოდა მათი გამარჯვების ყიჟინა.

გამარჯვების წყურვილი

გამარჯვების წყურვილი ჩემგან კი არა, ფეხბურთელებისგან უნდა მოდიოდეს. მე არ ვთამაშობ, გუნდმა კარგად ითამაშა, გუნდმა "სპურსთან" აჩვენა ყველაფერი გოლის გარდა. ჩვენ დავუშვით რამოდენიმე შეცდომა და შედეგიც სახეზეა, მაგრამ ფეხბურთელებმა ბევრი იბრძოლეს და ფანებისგან აბლოდისმენტებიც დაიმსახურეს, ეს რეაქციები არ იყო პირადათ ჩემზე მომართული, ეს იყო ფეხბურთელების და ზოგადათ გუნდის მიმართ, ისინი ჩვენ პირველივე წუთებიდან ძალიან აქტიურად გვქომაგობდნენ, რადგან გუნდმა უბრალოდ ფენომენალურად ითამაშა. ეს იყო რეაქცია რომელიც ამბობდა : "კარგი, ჩვენ წავაგეთ, წაგება ასახავს 0 ქულას სატურნირო ცხრილში, მარა ეს არაა მნიშვნელოვანი, რადგან გუნდმა იბრძოლა და ძალიან მაგრად ითამაშა". რაც შემეხება მე, მე ვიცი ძალიან ბევრი მწვრთნელი, რომელიც მოგებული თამაშის მერე მიდის ფანებთან აღსანიშნავად, რათა ეს ყველაფერი კამერაზე დაფიქსირდეს, მე ასე არასდროს ვიქცევი, რადგან ვარ პირველი ვინც მიდის ყოველთვის გასახდელისკენ, თუმცა ეს იყო სხვა მატჩი, რომელიც ჩვენ დავთმეთ, მე ვალდებული ვიყავი მივსულიყავი ტრიბუნსთან და ფანების რეაქცია მომესმინა.

"ბარნლის" დაზვერვა.

მე გავემგზავრე "Turf Moor" - ზე, ვიცოდი შონ დაიჩი ძირითად ბირთვს ასე ვთქვათ დაასვენებდა, თუმცა ძირითადი მიზანი მათი დაზვერვა და კითხვაზე პასუხის მიღება იყო, შეძლებდა კი რა შონ დაიჩი მისი სათამაშო სტილის და ტაქტიკის შეცვლას "ოლიმპიაკოსთან" მატჩში? თუ ის დარჩებოდა თავისი პრინციპების ქვეშ.მათ ძალიან არ გაუმართლად, ვერ გაიტანეს სწრაფი გოლი და საგოლე მომენტების რეალიაზიბაშიც ძალიან მოიკოჭლებენ.

რას ნიშნავს იყო "მანჩესტერ იუნატედის" მწვრთნელი

მე ვარ ერთ-ერთი განსაკუთრებული გუნდის მწვრთნელი მსოფლიოში, ასევე მე ვარ ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი დედამიწის ზურგზე.

მარსიალის კონტრაქტი და ლუკ შოუს შესანიშნავი ფორმა

რა თქმა უნდა ეს ჯერ ოფიციალურად არაა გადაწყვეტილი და არ მესმის რატომ საუბრობს პრესა ამაზე წინასასწარ.რაც შეეხება ლუკ შოუს, მან უბრალოდ შესანიშავი 3 მატჩი ჩაატარა და ამ 3 -დან, როცა შენ აგებ 2-ს ძალიან რთულია შეინარჩუნო ბალანსი, თუმცა მან ეს შეძლო. ლუკ შოუსთვის "ბარნლისთან" მატჩიც ძალიან მნიშველოვანი იქნება, ვინაიდან მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუ გარეთ საუთგეითი მას მისცემს შანს ამხანაგურ მატჩებში თამაშის, უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკას დააგროვებს და ეს მისთვის მხოლოდ სასიკეთო თუ იქნება. ის ძალიან კარგად პროგრესირებს, როგორც მენტალურად, ასე ფიზიკურად. მე ვფიქრობ 3 მატჩის შემდგომ, როდესაც ნაკრებში გამოგიძახებენ არა მარტო სტიმული, არამედ საოცარი გრძნობა უნდა იყოს მოთამაშისთვის.

საუკეთესოს სტატუსი, ჩემპიონთა ლიგის მოგება

რა თქმა უნდა სტატუსი იქნება იგივე. თქვენ ოდესმე წაგიკითხავთ რომელიმე ფილოსოფის ნაშრომი ? მაგალითად გეგელის ? ის ამბობს, რომ ჭეშმარიტება სიმართლეს არ შეესაბამება, ყოველთვის როდესაც ზოგადათ განიხილავთ რამეს, ეს სიმართლეა. თქვენ დამისვით კითხვა ( შეგიძლიათ მოიგოთ ჩემპიონთა ლიგა ? ) . მწვრთნელმა რომელმაც 3 ადგილი დაიკავა პრემიერ ლიგაში, თქვენ დაუსვით მას ეს კითხვა ? მწვრთნელმა, რომელაც დაიკავა 4 ადგილი ან 5 ადგილი ?

ჟურნალისტი უზუსტებს ჟოზეს , რომ მან დაუსვა იურგენ კლოპს კითხვა, ვალდებული იყო თუ არა, რომ მოეგო პრემიერ ლიგა, რათა კარგ ტრენერად ჩაეთვალათ

- დიახ, რადგან მას არასდროს არაფერი მოუგია დიდ ტურნირებზე.

ჟურნალისტი : მაგრამ მას არასდროს უთქვია ჩემთვის, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.


ის, რომ მან ეს არ თქვა მისი პრობლემაა. მე გეუბენბით იმას, რასაც ვფიქრობ, რასაც ვგრძნობ. იურგენი კი - რაც მას სურს. წინა სეზონში მე მივაღწიე დიდ წარმატებას, მაგრამ თქვენ არ გინდათ ეს მიიღოთ და დააფასოთ, თქვენ აკეთებთ იმას რაც გსურთ, ხოლო მე იმას, რაც მე მსურს. ჩემი საქმიანობის ანალიზს ვაკეთებ მე, ჩემთვის მნიშვენლოვანია ის თუ რას ვფიქრობ მე და არა თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 2 სეზონის უკან მე მოვიგე ევროპა ლიგა , ჩვენ ფანტასტიკური სეზონი გვქონდა. ყველა აქებს "ატლეტიკოს" მოგებული ევროპა ლიგის შემდეგ, მათ დატოვეს ჩემპიოთა ლიგა, სამაგიეროდ დაასრულეს სეზონო დიდი ტიტულით. ჩვენ ვიყავით ბოლო ინგლისური გუნდი, რომელმაც ეს დიდი ტიტული მოიგო. მე მოვიგე 8 ტიტული, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ერთადერთი ადამიანი ვარ მსოფლიოში, ვინც იტალიაში, ესპანეთსა და ინგლისში ეს შეძლო, არა პატარა ტიტულები, ვიმეორებ 8 დიდი ტურნირის ტიტული! მე გასულ სეზონი დავასრულე მეორე ადგილას და ეს ჩემთვის კიდევ ერთი დიდი მიღწევაა. არ ხართ თანახმა? თქვენ გაქვთ უფლება არ იყოთ თანახმა, ეს თქვენი პრობლემაა...

წყარო : manutd.ru
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
2 სექტემბერი 2018 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
ჟოზე უღალატე პრიციპებს და ითამაშე შემტევი ფეხბურთი რაა როგორც ეს რეალში ქენი
0
№2
ავტორი: levionok
2 სექტემბერი 2018 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
აუ ლინკი დადეთ რა ვერსად ვერ ვნახე თამაში გადავირიე
0
№3
ავტორი: ikeoni
2 სექტემბერი 2018 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
ციტატა: levionok
აუ ლინკი დადეთ რა ვერსად ვერ ვნახე თამაში გადავირიე

გავგიჟდი ძმაო თამაშს ვერ ვუყურე
0
№4
ავტორი: Svanchester
2 სექტემბერი 2018 18:45
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
მინიმუმ ესე ითამაშოს ჟოზემ და საწინააღმდეგო არაფერი მექნება ამ კაცის. სვარკას ნუ ათამაშებს გუნდს. პარკინგი ყელშია უკვე. ითამაშოს შემტევი ფეხბურთი და დარჩეს გუნდში არაა პრობლემა. ითამაშოს ის რაც იუნაიტედს შეეფერება. ვატყობ რომ იწყებს ამის მცდელობებს.
0
№5
ავტორი: Lalana
2 სექტემბერი 2018 18:46
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
My Webpage აქ შეგიძლიათ ნახოთ თამაში

ხო გაუშვან ტოტენჰემის თამაში.აშკარად ცენტრალური მატჩია.ტიპებს ჯერ კარში არ დაურტყამთ.
0
№6
ავტორი: Silver
2 სექტემბერი 2018 18:46
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
ციტატა: ikeoni
ციტატა: levionok
აუ ლინკი დადეთ რა ვერსად ვერ ვნახე თამაში გადავირიე

გავგიჟდი ძმაო თამაშს ვერ ვუყურე

http://buffstreamz.com/embed/55n-a.php

https://www.neostreamz.com/match/epl1.php
0
№7
ავტორი: JuanMata
2 სექტემბერი 2018 18:54
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
gooool.org-ზე
ვუყურებ ყოველთვის, ძალიან იშვიათად რომ მანჩესტერის ლაივი არ იყოს, დაჟე ტურნეს მატჩებსაც აჩვენებენ.

არის სოპკასტიც, ეის სტრიმიც და ჩვეულებრივი ლაივ სტრიმი პირდაპირ ბრაუზერში სხვადასხვა ხარისხებით (ინეტის სიჩქარის მიხედვით).
0
№8
ავტორი: Lalana
2 სექტემბერი 2018 20:13
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ყველაზე მეტად რაც მომეწონა ეს მანჩესტერის გულშემატკივრობა იყო.აი ასეთი თამაში გვჭირდება ყველას.თითოეული ფეხბურელის თავდადება,ჟინი,მონდომება.ისიც მომეწონა რომ არც ათი ფეხბურთელით გავჩერრბულვართ.ძაან იდიოტური გადაწყვეტილება მიიღო მსაჯმა,რაზე მისცა რაშფორდს წითელი ახლაც ვერ ვხვდები.ყველაზე დიდი იმედი მაქვს რომ არ შეწყვეტენ და ასეთი მუხტით გააგრძელებენ თამაშს.
0
№9
ავტორი: Lev
2 სექტემბერი 2018 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
ბარნლის მოვუგეთ საღოლ. შამპანური უნდა გავხსნა.
რიკაშეტის და ინდივიდუალური თამაშის წყალობით როდემდე გადავარჩენთ ჟოზეს ტრ///კს ვნახოთ
ერთი ორი კომბინაცია და ეგაა. ეს არ არის იუნაიტედის ფეხბურთი. უმეტესობა აჭრილია მოედანზე არ იციან სად გაიხსნან შეტევის დროს და საჯარიმოს ძლივს ვუახლოვდებით. ვისაც ეს გიხარიათ ჭიქები გამომიშვირეთ შამპანური უნდა დაგისხათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№10
ავტორი: Lalana
2 სექტემბერი 2018 20:44
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ციტატა: Lev
ბარნლის მოვუგეთ საღოლ. შამპანური უნდა გავხსნა.
რიკაშეტის და ინდივიდუალური თამაშის წყალობით როდემდე გადავარჩენთ ჟოზეს ტრ///კს ვნახოთ
ერთი ორი კომბინაცია და ეგაა. ეს არ არის იუნაიტედის ფეხბურთი. უმეტესობა აჭრილია მოედანზე არ იციან სად გაიხსნან შეტევის დროს და საჯარიმოს ძლივს ვუახლოვდებით. ვისაც ეს გიხარიათ ჭიქები გამომიშვირეთ შამპანური უნდა დაგისხათ

ნწ,ნწ,ნწ,ნწ.ანუ ის რომ დღეს მოვიგეთ და ჩვენ მოწინააღდეგეებს უფრო მეტად არ ჩამოვრჩით თურმე ეს როგორ უნდა გაუხარდეს გულშემატკივარს.ჟოზეს დედაც,სულ მაგრად მკიდია ეგ იქნება თუ არა.დღეს გუნდისგან მონდონება დავინახე და თითულ ეპიზოდში თავდადება და ასევე გულშემატკივრის სრული მხარდაჭერა გუნდის მიმართ აიეს მომეწონა და ახლა ვინმეს თუ არ მოწონს მანჩესტერის გამარჯვება და უხარია წაგებულ თამაშებზე საკუთარი აზრის გამოხატვავ ეგ უკვე სულ სხვა საქმეა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top