თბილისი:
მანჩესტერი:
2-09-2018, 16:13
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 1671,
კომენტარები: 6
"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" პრევიუ
გუნდების მდგომარეობა მატჩის წინ.
"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნატედი".

2 სექტემბერი , 2018წ.

პრემიერ ლიგა - 4 ტური.

სტადიონი - "Turf Moor".

დასაწყისი : 19:00.


შემადგენლობების შესახებ


"ბარნლი".


"Turf Moor" - ის ბინადრებს ისევ მოუწევთ, იოხან გუდმუნდსონის გარეშე თამაში, მან ტრავმა "ფულჰემთან" მატჩში მიიღო და აგრძელებს გამოჯანმრთელობის პროცესს.შონ დაიჩმა 7 ცვლილება გააკეთა ევროპა ლიგის ფლეი ოფის მატჩში "ოლიმპკიასოთან" და ის ფეხბურთელები (ჰარტი,ვუდი,კოურკი და ტარკოვსკი), რომლებიც არ იყვნენ აუცილებლად დაუბრუნდებიან გუნდს "წითელ ეშმაკებთან" გასამართ მატჩში.

დისკვალიფიკაცია : არავინ.

ტრავმირებულები : ლინდეგორი, გუდმუნდსონი, ბრეიდი, პოუპი, დეფური.

სამატჩო განაცხადი "ბარნლი" : ჰარტი, ჰეტონი, ლოუტონი, ტეილორი, ტარკოვსკი, მიი, გიბსონი, ვოურდი, ბარდსლი, ლონგი, კოურკი, ჰენდრიკი, ვესტვუდი, ლენონი, მკნეილი, ვოუკსი, ბარნსი, ვუდი, ვინდრა.

"მანჩესტერ იუნატედი".


გუნდის ლაზარეთში ფაქტიურად მარტო ფილ ჯოუნსი დარჩა, მარკუს როხო უკვე შეუერთდა გუნდს, რაც შეეხება სერხიო რომეროსა და დიეგო დალოს მათ ჩაატარეს მატჩი U23 - თან ერთად "სტოკის" წინააღმდეგ.


დისკვალიფიკაცია : არავინ.

ტრავმირებულები : ფილ ჯოუნსი.

სამატჩო განაცხადი "მანჩესტერ იუნატედი" : დე ხეა, ერერა, სმოლინგი, ლინდელიოფი, ვალენსია, პოგბა, მატიჩი, ფელაინი, ფრედი, ლუკ შოუ, ლინგარდი, ლუკაკუ, სანჩესი, რეშფორდი, გრანტი, იანგი, მკტომინეი.

გუნდების ფორმები


"ბარნლი".

მე - 18 ადგილი, ქულა - 1

5 თამაშის შემდგომ ( ყველა ტურნირის ჩათვლით ) ფ-წ-წ-წ-მ

"ბარნლი" 2016 წლის შემდგომ, პირველად იმყოფება გასავარდნ ზონაში, შონ დაიჩის შეგირდებს პრემიერ ლიგის ეგიდითარ მოუგიათ მატჩი, იმ სასწაული 5 მოგების შემდგომ, რაც გასული სეზონის აპრილის ბოლოსკენ შეძლეს.

2018 წელს , "ბარნლიმ" სახლში 10 საშინაო მატჩში მხოლოდ 9 ქულის აღება შეძლო, ამაზე უარესი შედეგი მხოლოდ "ჰანდერსფილდს" 8 ქულა და "საუთჰემპტონს" 7 ქულა ჰქონდათ. გასულ წელს დიდი ექვსეულის გუნდებთან შონ დაიჩის მონაგარი მხოლოდ 1 ქულა იყო, რომელიც მან პეპ გვარდიოლას "სიტის" გამოსტყუა.

შონ დაიჩს არ მოუგია არასდროს თამაში განსაკუთრებულთან, 3 წაგება სახლში, 3 ფრე გასვლაზე.

"მანჩესტერ იუნატედი".

13 ადგილი, ქულა - 3

5 თამაშის შემდგომ ( ყველა ტურნირის ჩათვლით ) წ-წ-მ-წ-მ


"წითელმა ეშმაკებმა" გმართლი 3 მატჩიდან, 2 წააგეს და ასეთი შემთხვევა 1986-87 წლების შემდგომ არ მომხდარა, როდესაც გუნდს წვრთნიდან რონ ატკინსონი.

მას შემდეგ რაც ჟოზე მოურინიო დაინიშნა მთავარ მწვრთნელად, 11 გასვლითი მატჩი მოგება შეძლო, გუნდებთან, რომლებსაც ინგლისელი მწვრთნელი ჰყავდათ სათავეში.

სატრანსფერო ბაზარზე, ბოლო 2 სეზონის განმავლობაში, "ბარნლი" არ აქტიურებდა, მათ შეძლეს ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და რამოდინმე ფეხბურთელი დაიმატეს, მათ ფონზე "მანჩესტერ იუნატედმა" 9 ფეხბურთელის ცვლილება მოახერხა სასტართო თერთმეტეულში.

არსებული სტატისტიკა გ/გ გოლების 4-7(-3) ყველაზე ცუდია რაც კი ოდესმე გუნდს ჰქონია 1992 წლიდან, როდესაც გ/გ რაოდენობა 3-6(-3) იყო, პირველი 4 ტურის მანძილზე.

წაგების შემთხვევაში "იუნატედი" სეზონს დაიწყებს 2 წაგებული გასვლითი მატჩით, რომელიც ბოლოს გუნდს 1973 წელს ჰქონდა.

გუნდმა 7 გოლი, საწყისს 4 ტურში პირველად გაუშვა 39 წლის მანძილზე.

საინტერესეო ფაქტები და სტატისტიკა:


"ბარნლი"

ბომბარდირი
: ტარკოვსკი ( 2 გოლი )

თუ ბენ მიი მოედანზე სათამაშოდ გამოვა, ის იქნება ეშლი ბარნსის მერე მეორე მოთამაშე, რომელსაც 100 მატჩი დაუგროვდება "ბარნლის" მაისურით.

ტონ ჰეატონსა და ფილ ბარდსლის თამაშის შემთხვევაშ მოუწევთ, ყოფილ გუნდთან დაპირისპირება.


"მანჩესტერ იუნატედი"

ბომბარდირი : პოლ პოგბა ( 2 გოლი ).

საინტერესო ფაქტია კი ისაა, რომ ალექსის სანჩეს ეს ოპონენტი ძალიან უყვარს, რადგან მას 4 გოლი აქვს გატანილი გამართულ 5 მატჩში "ბარნლის" წინააღმდეგ.




ურთიერთშეხვედრები:



გუნდები ერთმანეთს სულ 126 -ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან "ბარნლიმ" 44 -ჯერ შეძლო მოგება, "მანჩესტერ იუნატედმა" 60 -ჯერ, ხოლო 22 მატჩი დასრულდა ფრედ. "ბარნლიმ" ბოლო 25 მატჩში ერთხელ შეძლო გამარჯვება ანგარიშით 1:0, ეს ფაქტი 2009 წლის 19 აგვისტოს მოხდა.

"წითელ ეშმაკებს" კი შეუძლიათ ოპონენტს 3 -ჯერ სძლიან ზედიზედ.


მატჩს განსჯის : ჯონათან მოსი.

მისი სტატისტიკა : 4 მატჩი , 12 ყვითელი და 1 წითელი ბარათი.

გვერდითა მსაჯები : ჰარი ლენარდი , ენდი ჰალინდეი.

მეოთხე მსაჯი : მაიკლ ოლივერი.

წყარო : manutd.ru
მატჩის წინ
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
2 სექტემბერი 2018 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
დღეს მგონია რო ძალიან მარტივად მოვიგებთ
0
№2
ავტორი: Dato kutaisi
2 სექტემბერი 2018 17:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ნახევარდაცვა გვყავს მკვლელი.კალათბურთის ცენტრები გვიდგას.რა ჯანდაბად უნდოდა ფელაინი მატიჩი პოგბასთან ერთად ფრედი ერთი მოძრავი მაინც დაეყენებინა ამ ჩემისას
0
№3
ავტორი: LewisHamilton
2 სექტემბერი 2018 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ვნახოთ როგორი შემართებით გამოვა დღეს გუნდი. გამოჩნდება ახლა ზუსტად უჩალიჩებენ მოურინიოს გაპანღურებას თუ ისევ უნდათ მისი ეგიდით თამაში..
0
№4
ავტორი: england123
2 სექტემბერი 2018 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
უნდა მოვიგოთ თუარა და თვითონ უნდა ეყოს ნამუსი ადგეს და წავიდეს განსაკუთრებულია თუ განსხვავებული laughing
0
№5
ავტორი: JuanMata
2 სექტემბერი 2018 17:21
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi
ნახევარდაცვა გვყავს მკვლელი.კალათბურთის ცენტრები გვიდგას.რა ჯანდაბად უნდოდა ფელაინი მატიჩი პოგბასთან ერთად ფრედი ერთი მოძრავი მაინც დაეყენებინა ამ ჩემისას


ამის დასაწერად შემოვედი, ძირითადი შემადგენლობა რომ ვნახე wink
როგორც ჩანს მოძრავი სწრაფი ფეხბურთი არ მოეწონა ტოტენჰემთან და ეგრევე გეგმა ბ-თი დავიწყებთ.
ბარნლი 5 ნახევარმცველით გამოდის, ერთი სიამოვნება იქნება ამ თამაშის ყურება.

P.S. სილქ სპორტი ნერვებს უფრთხილდება? არც ერთ არხზე მანჩესტერის თამაშს არ აჩვენებენ.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
3 სექტემბერი 2018 16:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მატა რატო არაა ზედიზედ მეორე თამაშია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top