მხარეებს შორის კონფლიქტის კიდევ ერთი მიზეზი ცნობილია.
მას შემდეგ რაც მადრიდის "რეალიდან" კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შესახებ ინფორმაციები გავრცელდა, პრესა ფეხბურთელის გვარს ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებდა. ცნობილია მიზეზი იმისა თუ რატომ ვერ იხილა "წითელი ეშმაკების" გულშემატკივარმა, პორტუგალიელი სუპერვარსკვლვი კვლავ "ოლდ ტრაფორდზე.
Mirror- ის ცნობით, ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, პირადად არ ისურვა კრიშტიანუს ტრანსფერი, რადგანაც თვლიდა, რომ მისი მოსვლა შემადგენლობისთვის საჭირო არ იყო.
კლუბის მენეჯმენტი და კონკრეტულად ედ ვუდვორდი მზად იყო რონალდუს ტრანსფერი გაეჩარხა და საამისოდ მადრიდელთათვის შესაბამისი სატრანსფერო თანხაც გამოყოფილი ჰქონდა, თუმცა მოურინიოსთან ჩატარებული საუბრის შემდეგ, მათ შორის გაუგებრობა მოხდა.
"განსაკუთრებულს" რონალდუ არ სურდა რადგან თვლიდა, რომ ამხელა სატრანსფერო თანხის გადახდა და ხოლო შემდეგში ხელფასის სახით კოლოსალური რიცხვის პორტუგალიელისთვის დანიშვნა მიზანშეწონილი არ იქნებოდა.
ჟოზეს საკუთარი სატრანსფერო ვერსიები ჰქონდა. მას მცველები სურდა, თუმცა საბოლოოდ როგორც ყველამ დავინახეთ, კლუბმა ვერც მცველები იყიდა და ვერც ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელი ფეხბურთელი. რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ვუდვორდსა და მოურინიოს შორის სატრანსფერო პერიოდს კარგად არ ჩაუვლია.
წყარო:
euro-football.ru