უკვე რამოდენიმე კვირაა, პრესის, ექსპერტების, თუ კლუბის ყოფილი ფეხბურთელები, განუწყვეტლივ წერენ და საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდება "მანჩესტერ იუნაიტედის" თავს. ფაქტი ერთია, რომ ჟოზე მოურინიოს დრეები ამ კლუბში დათვლილია და სავარაუდოდ სპეციალისტი "ოლდ ტრაფორდს" მალე დატოვებს.
"წითელი ეშმაკების" ყოფილმა მეკარემ მარკ ბოსნიჩმა, გამოხატა უკმაყოფილება მას შემდეგ რაც ჟოზე მოურინიომ "ტოტენჰემთან" განცდილი მარცხის შემდეგ პრეს კონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. ჟოზემ ჟურნალისტებს მეტი პატივისცემისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ პრემიერ ლიგა მას, ამჟამად ჩემპიონატში მომუშავე ყველა სპეციალისტის ერთად აღებულზე მეტჯერ აქვს მოგებული.
"ამ ყველაფერმა ნამდვილად შოკში ჩამაგდო. ის რაც პრეს კონფერენციაზე მოხდა ეს ძალიან უცნაური იყო. პირადად მე მოურინიოს გულშემატკივარი ვარ და ვიყავი ყოველთვის. თუმცა ის რაც პრეს კონფერენციაზე მოხდა არ იყო დადებითი კლუბთან მიმართებაში.
ცალსახაა, რომ ტრანსფერებზე აქვს პრობლემა მაგრამ ხაზი გავუსვათ ერთ რაღაცას, მოურინიო მოშაობს კლუბისთვის და არა კლუბი მოურინიოსთვის.
თუ "იუნაიტედმა" გადაწყვიტა, რომ არ დახარჯოს მეტად ფული, მოურინიომ უნდა მიბაძოს პოჩეტინოს, რომელიც "ტოტენჰემში" წელსაც იმ შემადგენლობით თამაშობს რა შემადგენლობაც გასულ სეზონში ჰყავდა". - ციტირებს Omnisport - ბოსნიჩის სიტყვებს.