თბილისი:
მანჩესტერი:
30-08-2018, 14:35
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1304,
კომენტარები: 8
Sky Sports: "იუნაიტედი" მარსიალს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
კლუბი შემტევის გაყიდვას არ გეგმავს.
Sky Sports:
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედის" პორტუგალიელი დამრიგებელი ჟოზე მოურინიო ენტონი მარსიალის გაყიდვას ლამობს, სხვაგვარია გუნდის ხელმძღვანელობის შეხედულება ფრანგის მიმართ.

Sky Sports - ის მიერ გავრცელებული ცნობით, ედ ვუდვორდი ახალგაზრდა თავდამსხმელს ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს. მარსიალი "ოლდ ტრაფორდელების" გრძელვადიან გეგმებში ნამდვილად შედის.

საინტერესოა ხო არ მეტყველებს ეს ყველაფერი იმაზე, რომ კლუბის მენეჯმენტი არჩევანს ენტონი მარსიალზე აკეთბს და არა ჟოზე მოურინიოს სურვილებზე, ყველაფერს ნათელი სულ მალე მოეფინება, ფაქტი კი ერთია, მენეჯმენტი ენტონის გრძელვადიან კონტრაქტს შესთავაზებს.

შეგახსენებთ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს იმის შესახებ თუ რაოდენ ათვალწუნებული ჰყავს პორტუგალიელს მარსიალი. მას შემდეგ რაც მოურინიო "იუნაიტედის" მწვრთნელის რანგში იმყოფება, ენტონიმ ძირითად შემადგენლობაში თამაში მხოლოდ 11 - ჯერ დაიწყო, რაც ძალიან ცოტაა.


წყარო: euro-football.ru
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
30 აგვისტო 2018 14:40
  • სიახლეები: 2776
  • კომენტარები: 3861
შეიძლება მარსიალის ისე ათამაშება, როგორც იუნაიტედს ეკადრება. მჯერა ზიდანის დანიშვნის შემთხვევაში ბევრჯერ ვიზეიმებთ ამის კარგ თამაშებს. აქვს ტალანტი ამ ფეხბურთელს და არ შეიძლება გაუშვა ასე მარტივად ესეთი შემტევი.
2
№2
ავტორი: england123
30 აგვისტო 2018 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
ძალიან კარგი რომ გაუხანძლივეს გაგიჭდება ეხლა მოუ, ამას ზიზუ მიხედავს თუ მოვიდაა დააყენებს ლომს✨
0
№3
ავტორი: ikeoni
30 აგვისტო 2018 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
გაუმჯობესებულ და გძელვადიან კონტრაქტს არავინ შეთავაზებდა ამას ჟოზეს დატოვებას რო აპირებდნენ
0
№4
ავტორი: JuanMata
30 აგვისტო 2018 17:04
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მოკლედ, აშკარად ჟოზეს გაშვება უნდათ, ჯერ ეს სატრანსფერო ფანჯარა, ახლა კიდევ ეს.
მარსიალი რით შეიძლება ამ სიტუაციაში დაითანხმო?
ერთადერთი თუ ეტყვიან, რომ ეს ჟოზეს ბოლო სეზონია (ან შეიძლება ბოლო მატჩიც კი იყოს).

შეიძლება ძალიან ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ უკვე აქვთ ვინმესთან მოალაპრაკება და შეიძლება ფრედის ტრანსფერი იმასთანაც შეათანხმეს, თორემ არავინ არ უყიდეს ჟოზეს და რაღა ფრედზე გაიგიჟეს თავი. (თუმცა იქ ზაფხულის განმავლობაში ბევრი რამე შეიძლება მომხდარიყო და ფრედის ტრანსფერის მომენტში ჯერ კიდევ არ ფიქრობდნენ ჟოზეს წასვლაზე.)

ერთადერთი იმას ვერ ვხვდები რატომ დატოვეს თუნდაც ამ სეზონში, რაღაც არ გავს რომ შანსს აძლევდნენ ჟოზეს, აშკარად კონფლიქტი აქვთ და წინააღმდეგობაში მოდია. კომპენსაციის გადახდა შეიძლება არ უნდათ, მაგრამ ჟოზეს კონტრაქტი როგორც მახსოვს 20 წლამდეა, სეზონის ბოლოსაც მოუწევთ კომპენსაციის გადახდა.
2
№5
ავტორი: Dato kutaisi
30 აგვისტო 2018 18:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ზიზუ იქნება თუ პეტრე მთავარია დაცვის ხაზი შეიცვალოს და შემტევებს უკან სირბილი არ უწევდეთ და ყველაფერი დალაგდება.დაცვას მიხედე ხვედელოძე დაცვაას
0
№6
ავტორი: wiking
30 აგვისტო 2018 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
ჯერ მარტო ლივერპულს რომ შეუგდო დებიუტანტმა გოლი იმის გამო უნდა დატოვო გუნდში და დრო მიეცეს.
2
№7
ავტორი: Methadon
30 აგვისტო 2018 22:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
აი ფეხბურთში ხომ არსებობენ გუნდები, რომლებიც ფეხბურთელებს '' აფუჭებენ''. ფერგის წასვლის შემდეგ კი მანჩესტერი ფეხბურთელებსაც აფუჭებს და მწვრთნელებსაც.
მართლაც საოცარი მწვრთნელი იყო ბაბუ. ზიდანი თუ მოვიდა, ჩემპიონთა ლიგაზე მაინც გავქაჩოთ იქნება.
1
№8
ავტორი: SANDROGRIGA
31 აგვისტო 2018 10:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგია, არ შეიძლება ასე გაშვება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top