თბილისი:
მანჩესტერი:
30-08-2018, 10:18
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1881,
კომენტარები: 9
"იუნაიტედის" ფეხბურთელები ზიდანის კანდიდატურას განიხილავენ
გუნდის შემადგენლობა ფრანგი სპეციალისტისკენ იხრება.
ინგლისის პრემიერ ლიგის 2 ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, პრესა ჟოზე მოურინიოს ირგვლივ საუბრებს არ წყვეტს. ზოგიერთი გამოცემის ცნობით, მოურინიო კლუბს მალე დატოვებს, მის შემცვლელად კი ზინედინ ზიდანი სახელდება. ხოლო ზოგიც წერს, რომ პორტუგალიელს კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა კიდევ ერთი შანსი მისცა.

პორტუგალიელის შანსი პრემიერ ლიგის შემდეგი ტური იქნება. "წითელი ეშმაკები სტუმრად "ბარნლის" დაუპირისპირდებიან, წარუმატებელი გამოსვლის შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ ხელმძღვანელობამ მოურინიო დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს.

მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელობა მოურინიოს შანსს კვლავ აძლევს, სხვა სიტუაციაა თავად ფეხბურთელების მოსაზრებებში. გავიხსენოთ ვან გაალის მდგომარეობა, მსგავსებას აუცილებლად შევმჩნევთ, ჰოლანდიელ სპეციალისტს კი თანამდებობის დატოვება უმალ მოუწია.

Daily Mail - ის ცნობით, კლუბის ფეხბურთელებს ჟოზე მოურინიოს გათავისუფლება სურთ, ხოლო მის შემცვლელად აქტიურად განიხილავენ ფრანგ სპეციალისტს ზინნედინ ზიდანს, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა დარჩენილი და ინგლისიდან ზარს ელოდება.

წყარო: euro-football.ru
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
30 აგვისტო 2018 10:23
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ვერ ვხვდები რატომ ნაყავს წყალს ხელმძღვანელობა? ჩვენთვის ეხლა ყველაზე კარგი იქნება რაც შეიძლება მალე თუ დავიწყებთ ახლიდან ყველაფერს. ახალი სისხლია საჭირო, ახალი სპეციალისტი, ფეხბურთელებს სიახლე სურთ, ყელში აქვს ყველას მოურინიოს ვადაგასული ხედვები. ფხბურთელებს სახეზე აწერიათ, რომ მოედანზე გასვლა არ უნდათ. რა გაუკეთა ბაიის, ეს როგორ შეიძლება, მოთამაშე ესე არუნდა დაამცირო, რო რაღაც შეცდომების გამო მეორე თამაშში განაცხადშიც არ შეიყვანო. მარისალზე არ მაქვს საუბარი. თუ საკომპენსაციო თანხას აჯდებიან და ამის გამო არ უშვებენ დაუყოვნებლივ, სასაცილოა და მეტი არაფერი.
2
№2
ავტორი: ikeoni
30 აგვისტო 2018 10:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
თუ მართალია ეს ამბავი მაშინ დიდი შანსია ვერც ბარნლისთან მოვიგოთ და სავარაუდოდ მაგით დამთავრდება ყველაფერი
0
№3
ავტორი: giorgi_mg
30 აგვისტო 2018 10:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
არავინ გამოვა და არ იტყვის მოურინიოს გაშვებაზე ვმუშაობთო, რათქმაუნდა მხარს ვუჭერთო იტყოდნენ. მაგრამ მარტო მოუ არ არის გასაშვები დაწყებული ვუდვორდიანად დამთავრებული ნახევარი გუნდით უნდა გაუშვან. 3 მწვრთნელი მოიყვანა ვერცერთმა ვერ გაამართლა, რათ უნდა ამას ბევრი ფიქრი რო აღმასრულებელი დირექტორი გასაშვებია. ეჰ გილიც თუ მომენატრებოდა რას ვიფიქრებდი
0
№4
ავტორი: OzBeTa
30 აგვისტო 2018 10:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
საკომპესაციო თანხაზე დაჯდომა სისულელეა რადგან ამ სეზონში არაფერი ისეთი არ დაუხარჯავთ და მარტივად უნდა გადაიხადონ ეს თანხა

საკომპესაციო თანხაზე დაჯდომა სისულელეა რადგან ამ სეზონში არაფერი ისეთი არ დაუხარჯავთ და მარტივად უნდა გადაიხადონ ეს თანხა
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№5
ავტორი: JuanMata
30 აგვისტო 2018 13:36
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ცუდ თამაშებს და ცუდ შედეგებს ასე თუ ისე გაიგებ ადამიანური თვალსაზრისით, ბოლო-ბოლო ადამიანია და შეცდომები მოსდის და ცალკე ფეხბურთელებიც ურევენ.
მაგრამ აი ამ დამცირებებს, საკუთარი თავის დაცვას ფეხბურთელების ხარჯზე, დაჟე კლუბის შეურაცხყოფის ხარჯზეც კი, ამას ვერ ვეგუები და ძალიან ნერვებს მიშლის.

არ ვამბობ რომ ძალიან მაგარი დაცვა გვყავს, მაგრამ შარშან ცუდად თუ კარგად ნუ თამაშობდნენ და შეცდომებს თუ უშვებდნენ, ეს იყო 3-4 თამაშში ერთხელ, და შიგადაშიგ ყველას ჰქონდა კარგი მატჩები.
რაღაც მეჩვენება, რომ ეს გამუდმებული წუწუნი ცენტრალური მცველის ყიდვაზე ძალიან ცუდად მოქმედებს გუნდში არსებულ დაცვის მოთამაშეებზე. რწმენა დაეკარგათ ამ ხალხს საკუთარ თავში. ფაქტიურად ხაზი გადაუსვა ყველას. ამ დროს პოჩეტინო, რომელსაც საერთოდ არავინ უყიდეს და შეიძლება ძალიანაც უნდოდა ახალი მოთამაშე, ფეხბურთელებს ეუბნება, რომ მე არავინ მჭირდება, ისედაც კარგი გუნდი მყავს. და ამაზე საუბრობს აღფრთოვანებით ჰარი კეინი. ახლა ვინმეს ჰგონია, რომ ბაიი, მარსიალი, პერეირა გამოვლენ და უკეთესად ითამაშებენ?

ან კიდევ ტოტენჰემის წინ პრესკონფერენცია რა იყო. ეს მარტო ჟურნალისტებისთვის ჰო არაა, გულშემატკივრებისთვისაა პირველ რიგში, გუნდს პრობლემები აქვს, ყველა ელოდება რას იტყვის მთავარი მწვრთნელი, ელოდება რომ გაამხნევებს ფეხბურთელებს, ფანებს და ამ დროს კითხვებს პასუხოობს - კი, არა. და ყველაფერს ისევ და ისევ აბრალებს ფეხბურთელებს და მეცხრედ ამახვილებს ყურადღებას დაცვის ინდივიდუალურ შეცდომებზე, გეგონება ამის იქით ყველაფერი რიგზე გვაქვს და 900 მომენტი შევქმენით მეტოქის კართან.

ხშირად წერენ ხოლმე კომენტარებში ფეხბურთელები არ იბრძვიან კლუბისთვის, არ აქვთ შემართება მოტივაცია. კი ბატონო, ზუსტად ასე ჩანს ყველაფერი შორიდან, მაგრამ ჩნდება კითხვა რას აკეთებეს მოურინიო ამისთვის? თვითონ იბრძვის კლუბისთვის, რომ ეს განწყობა გადასცეს ფეხბურთელებს?
მწვრთნელი რომ საჯაროდ (და არა პირად საუბარში, მე არ ვამბობ რომ ყველას ყველაფერზე თავზე ხელი უნდა გადაუსვას) გამოდის და გეუბნება უკლასო და უნიჭო ფეხბურთელი ხარო, როგორ გინდა მერე გამოხვიდე გულანთებული მოედანზე და ბოლომდე იბრძოლო.

გოდინი, ბოატენგი, კოვაჩიჩი და შესაძლოა კიდევ სხვებიც უარს ამბობენ გადმოსვლაზე მანჩესტერში ზუსტად იმის გამო, რომ იციან ერთ დღესაც ამ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, როცა საკუთარი მწვრთნელი, თავის გამართლების მიზნით მათზე შიიხოცავს ფეხებს.
8
№6
ავტორი: Svanchester
30 აგვისტო 2018 14:24
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: JuanMata

100 %
1
№7
ავტორი: nika_nikusha
30 აგვისტო 2018 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
თუ ეგრეა საქმე და ფეხბურთელებიც უკვე აგდებენ ჩმოურინიოს მაშინ წააგებენ ბარნლთანაც და გამიახრდება კიდეც მაგ თამაშის მერე პანჩურს რო ამოკრავენ ამ ს ი რ თ ა ვ ა ს
2
№8
ავტორი: The Special One
30 აგვისტო 2018 16:23
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ბარნლის მერეც თუ არ გაუშვეს დავიღუპებით და ვეღარც ოთხეულში შევალთ.
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№9
ავტორი: SANDROGRIGA
31 აგვისტო 2018 12:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცუდად, ცუდადა საქმე, ყველაფერზე მოქმედებს ეს, ფეხბურთელებზე, გულშემატკივრებზე და კლუბზე ზოგადად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top