თბილისი:
მანჩესტერი:
29-08-2018, 11:38
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1865,
კომენტარები: 8
მოურინიო ფეხბურთელების ნდობას კარგავს
მორიგი უთანხმოება "წითელი ეშმაკების" ბანაკში.
მოურინიო ფეხბურთელების ნდობას კარგავს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს, გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებების არ ესმით. საქმე ეხება "ტოტენჰემთან" გამართული შეხვედრის მიმდინარეობისას მიღებულ სათამაშო სქემაზე.

The Sun - ის ცნობით, გუნდის შემადგენლობა გაკვირვებული დარჩა იმ ფაქტის გამო, რომ "დეზების" წინააღმდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ცენტრალური დაცვის ხაზში ანდერ ერერს დაყენება გადაწყვიტა.

აღნიშნულმა სიტუაციამ "წითელი ეშმაკების" ბანაკში კიდევ ერთი უკმაყოფილება გამოიწვია. განსაკუთრებით იმედგაცრუებულნი კი ერიკ ბაიი და ენტონი მარსიალი დარჩნენ, რომლებიც მესამე ტურის შეხვედრაში, გუნდის სამატჩო სრულ განაცხადშიც კი არ იყვნენ გამწესებული.

თუმცა ასევე დაიწერა, რომ გუნდის ხელმძღვანელობა ჟოზე მოურინიოს მიმართ ნდობას კვლავ განაგრძობს და მისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას გეგმავს.


წყარო: euro-football.ru
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Smoke - N
29 აგვისტო 2018 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 247
თუ მართლა კიდევ მისცემენ ესენი შანს გუნდში დარჩენისას მაშინ შესაძლოა გავარდეთ პრემიერ ლიგიდან და მარტო ჩმორინო კი არა უკვე ზევითა ხენმძღვანელობაც შესაცვლელი გაგვიხდება
0
№2
ავტორი: nika_nikusha
29 აგვისტო 2018 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
მარტო მე მინდა რო წავაგოთ ბარნლისთანაც ? იქნება მერე მაინც მიხვდენენ რო გასაგდებია ეს მართლა ჩმოურინიოოო და სანამ ბოლო ადგილზე გადაგვიყვანა გააგდოონ !!!!
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
29 აგვისტო 2018 13:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასეთი ცუდი სიტუაცია ვან გაალის მერე არ ყოფილა, ვერ ფრინავდა გუნდი, თუმცა ახლა რაც ხდება საშინელებაა
0
№4
ავტორი: ikeoni
29 აგვისტო 2018 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
არ გამიკვირდება თუ მართლა ესეთი სიტვაცია რო ბარლისთანაც ვერ მოვიგოთ
0
№5
ავტორი: JuanMata
29 აგვისტო 2018 13:42
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვან გაალი და მოიესი რისთვისაც გააგდეს და რისთვისაც აკრიტიკებდნენ, ამ ყველაფერს პატიობენ მოურინიოს. მითუმეტეს ყველა მისი ფეხბურთელი, მოყოლებული რეალიდან ძალიან უკმაყოფილოა ვარჯიშებით, იქ მარსელო და რამოსი იძახდნენ, რომ უსარგებლო ვარჯიშები ჰქონდა, მერე აზარი ჩელსიდან, ახლა მხითარიანიც იმას იძახის ბურთთან საერთოდ არ ვმუშაობდითო და კომბინაციებს არ ვამუშავებდითო.

რით დაიმსახურა ჟოზემ ეს ნდობა?
იმით რომ 3 წელია ფეხბურთელებს შორის კავშირი ვერ შექმნა?
იმით რომ დაცვიდან ამოსვლა და ნორმალური შეტევა ვერ ვისწავლეთ?
გუნდს რომ შეურაცხყოფას აყენებს პრესკონფერენციაზე, ვითომ მანჩესტერისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა სევილიასთან გამოვარდნა უბრძოლველად, უსაზიზღრესი თამაშით.
ცალკე ფეხბურთელებს ლანძღავს საჯაროდ და შეურაცხყოფას აყენებს.
0
№6
ავტორი: Benny
29 აგვისტო 2018 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ტოტენჰემთან უეჭველი ძალით წააგეს ბიჭებმა, მოურინიოს წასვლის პონტში ახლა კიდევ ერთხელ წააგებენ დარწმუნებული ვარ სანამ მოურინიო არწავა მანამდე ნორმალურ ფეღბურთს არ ითამაშებენ და
სწორიცაა ასეთ სიტუაციაში როცა ხელმღვანელობა ვერხვდება რომ უნდა დაითხოვოს მწვრთნელი
0
№7
ავტორი: lasha001
29 აგვისტო 2018 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
Davigale ukve amati utanxmoebit da pretenziebit gaajmevined am movrinios da moiyvanet vinc gindat fexburtelei xasiatze mainc movlen da iqneb moigon tamashebi. Vegaravin ver itans mag kacs ukve albat lukakus da ufrosobis garda.
0
№8
ავტორი: Manutd.ge
29 აგვისტო 2018 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 163
დროზე გააგდონ ეს განსაკუთრებულად ყ-ლ-ე. ეს ფეხბურთია ბუბლიკ? შეიძლება კი წააგო მაგრამ რის გამო? ერერას რა უნდა დაცვაში? არა ძმაო ეს კაცი გასაგდებია. ესეთი საშინელი ფეხბურთით რისი იმედი გვაქვს? წელს ალბათ ლიგაზე ჯგუფში ჩავრჩებით.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top