თბილისი:
მანჩესტერი:
28-08-2018, 22:29
ავტორი: Svani,
ნანახია: 1235,
კომენტარები: 5
The Times: "ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო"
მენეჯმენტი მწვრთნელის დათხოვნას არ აპირებს.
The Times:
როგორც ჩანს, გუშინდელი მარცხის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა აღშფოთებული სულაც არ არის და მეტიც, გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს მიმართ ნდობას კვლავ ინარჩუნებს.

The Times - ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა ზედიზედ ორჯერ დათმო შეხვედრა ჯერ "ბრაიტონთან" 3-2, ხოლო მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემთან" 0-3, კლუბის მენეჯმენტი სულაც არ გეგმავს პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდიდან გათავისუფლებას.

აღნიშნული წყაროს ცნობით, "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი კლუბის ბოსებთან ერთად, აპირებს მოურინიოს კიდევ ერთი შანსი მისცეს პრემიერ ლიგის მომავალ ტურამდე. ხოლო თუ იმ მატჩშიც გუნდმა სასურველი შედეგის მიღწევა ვერ შეძლო, მენტორის დათხოვნის საკითხი დღის წესრიგში აუცილებლად დადგება.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ტურში "იუნაიტედი" სტუმრად "ბარნლის" დაუპირისპირდება. ამ წუთისთვის "წითელი ეშმაკების" აქტივში გასული სამი ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულაა.



წყარო: euro-football.ru
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Svani
28 აგვისტო 2018 22:30
  • სიახლეები: 945
  • კომენტარები: 2207
ვინ არის მსურველი მომავალ ტურშიც დამარცხების? :))) სასაცილო კი არა სატირალია ჩვენი მდგომარეობა.
6
№2
ავტორი: Benny
28 აგვისტო 2018 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
ტოტენჰემის მოგება გამიხარდა ჟოზეს წასვლის იმედათ და ესენი კიდე არუშვებენ იმ ლაწირაკს
0
№3
ავტორი: LewisHamilton
29 აგვისტო 2018 09:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 296
პირველივე 3 ტურში გუნდმა უკვე რომ ყველანაირი შანსი და იმედი დაკარგა ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე (თუმცაღა ვინც აქამდეც რეალისტურად უყურებდა სიტუაციას არც სჯეროდა მაგის არასოდეს), და მაინც არ უშვებენ მწვრთნელს არ ვიცი მაგას რა დავარქვა. გუშინწინ რო მოსულიყო სათავეში კაი მესმის, მაგრამ მესამე წელია ადამიანმა გუნდს ვერც დაცვა ვერც შეტევა და ვერაფერი ვერ ასწავლა და აი რა ფუნქციის შესასრულებლად არის აბა ეს ადამიანი დარჩენილი.. კაი ბარნლისთან როგორმე შეიძლება 1-0 მოვიგოთ და ეგ იქნება ვსო რეაბილიტაცია? ნუ არ ვიცი სანამ სრულ კოლაფსამდე არ მიიყვანს ხელმძღვანელობა გუნდს, მანამდე არ მოისვენებენ მგონი.
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
29 აგვისტო 2018 13:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 6083
ასე უცებ არ გაუშვებენ ცოტათი მაინც თუ არ გამოსწორდა სიტუაცია
0
№5
ავტორი: stepno
30 აგვისტო 2018 10:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3634
edla barnlis mougebs da egaa vsoo vtovebto ityvian :(((((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

24 ნოემბერი 2018, 19:00
იუნაიტედი
კრისტალ პალასი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2018, 00:00
იუნაიტედი
იანგ ბოიზი
ჩემპიონთა ლიგა
1 დეკემბერი 2018, 19:00
საუთჰემპტონი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
კრისტალ პალასი24 ნოემბერი
იანგ ბოიზი28 ნოემბერი
საუთჰემპტონი1 დეკემბერი

წინა მატჩები

11 ნოემბერი 2018, 20:30
სიტი3
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
8 ნოემბერი 2018, 00:00
იუვენტუსი1
იუნაიტედი2
ჩემპიონთა ლიგა
3 ნოემბერი 2018, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
სიტი11 ნოემბერი
იუვენტუსი8 ნოემბერი
ბორნმუთი3 ნოემბერი

მატჩის საუკეთესო

ხუან მატა
8
ხუან მატა

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top