თბილისი:
მანჩესტერი:
28-08-2018, 13:30
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 1906,
კომენტარები: 9
მოურინიოს 4 შეცდომა "ტოტენჰემთან" მატჩში
ჟოზე მოურინიოს 4 შეცდომა , რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.
მოურინიოს 4 შეცდომა
"მანჩესტერ იუნატედმა" ოცნების თეატრში უმასპინძლა ლონდონის "ტოტენჰემს" და დამარცხდა დიდი ანგარიშით. ზოგადათ "იუნატედმა" სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყო, დიდი ჯახი "ლესტერთან", შემდგომ უსუსური თამაშით მარცხი "ბრაიტონთან" და ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, კრიტიკა ჟოზეს მიმართ.

განსაკუთრებულმა შეცვალა ფორმაცია და ასევე 6 ცვლილება მოახდინა სასტარტო შემადგნელობაში. ძირითადიდან დაიწყო გუნდის კაპიტანმა ანტონიო ვალენსიამ, მან ჩაანაცვლა ეშლი იანგი, როგორც ჩანს ჟოზე ძალიან გაბრაზდა "ბრაიტონთან" ცენტრალური მცველების თამაშით და მოედანზე ვიხილეთ დაცვის ახალი დუეტი, სმოლინგისა და ფილ ჯონსის მონაწილეობით, როგორც ჩანს ჟოზე გაუწყრა ლინდელიოფსა და ბაის. ასევე ძირითადში გამოჩნდა ბოსის საყვარელი მოთამაშე ნემანია მატიჩი, რომელსაც გვერდით ენერგიული ანდერ ერერა მიუჩინა,იმის იმედით რომ ის შეძლებდა დელე ალის განეიტრალებას. ფრედი და პოგბა გვერდიგვერდ მოქმედებდნენ, ლინგარდმა ჩაანაცვლა ხუან მატა. მაურისიო პოჩეტიონიომ კი თავის მხრივ 2 ტაქტიკური ცვლილება მოახდინა, დევისონ სანჩესის ნაცვლად მოედანზე ვიხილეთ დენი როუზი, ხოლო დემბელი - დევისის ნაცვლად.

მატჩი ძალიან აგრესიულად დაიწყეს "წითელმა ეშმაკებმა", ფრედს შეეძლო ანგარიშის გახსნა და არა მარტო მას, ლუკაკუმ ვერ შეძლო 100% - იანი მომენტის რეალიზება, ზოგადათ, პირველ ტაიმში აშკარად დაჯაბნეს მეტოქე, საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტის რეალიზება ვერ შეძლო გუნდმა.მეორე ტაიმიც საკმაოდ კარგად დაიწყო გუნდმა, თუმცა კეინის შესანიშნავმა გოლმა დიდი ზეგავლენა მოახდინა გუნდზე, ხოლო უმალ ლუკას მოურამ მოკლა თითქმის ყოველგვარი ინტრიგა.


ჟოზე მოურინიოს 4 შეცდომა , რამაც მარცხი განაპირობა :

#4 ანდერ ერერა , როგორც მესამე ცენტრალური მცველი

მოურინიოს 4 შეცდომა "ტოტენჰემთან" მატჩში


მოურინიომ მას მიუჩანა მატიჩის გვერდით ადგილი, თუმცა ჩანაფიქრი შემდეგნაირი იყო, ერერა უნდა დახმარებოდა ცენტრალურ მცველებს, რითაც ვალენსიას შეეძლებოდა შეტევებში თავისუფლად გადასვლა, ასევე იგი ვადლებული იყო გაენეიტრალებინა დელე ალი, თუმცა ლუკას მოურას გოლში მასაც საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის, როგორც ჩანს ჟოზეს ამ ჩანაფიქრმა არ გაამართლა, მოგეხსნებათ, დიდი ექვსეულის გუნდებთან ბოსი აქტიურად იყენებს ერერას რესურს და ოპონენტი გუნდების წამყვან ფეხბურთელებთან პირად მეურვეობას აკისრებს.

#3 დიდი მატჩისთვის საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილება , შეეცვალა ცენტრალური მცველების დუეტი

მოურინიოს 4 შეცდომა "ტოტენჰემთან" მატჩში


"ბრაიტონთან" მარცხის შემდგომ მოურინიო აშკარად გაუწყრა ბაი/ლინდელიოფის დუეტს და "ტოტენჰემთან" ახალი დუეტით მოევლინა მეტოქეს, თუმცა რამდენად გაამართლა ამ ყველაფერმა შედეგზეც აისახება. ფილ ჯონსი უშუალო დამნაშავე იყო კეინის გოლში , გარდა ამისა, მან პირველ ტაიმის მიწურულს ლამის თერთმეტმეტრიანი აჩუქა მეტოქეს, მეორე გოლზე ჯონსმა და ერერამ ვერ გაუგეს ერთმანეთს, რითაც ლუაკს მოურამ ისარგებლა. მოედანი ფილმა, როგორც წესი ტრავმის ხარჯზე დატოვა. სმოლინგი შედარებით სტაბილურად გამოიყურებოდა.


#2 როგორც წესი, გეგბა ბ - მარუან ფელაინი!

მოურინიოს 4 შეცდომა "ტოტენჰემთან" მატჩში


მარუან ფელაინი არის უნვერსალური მოთამაშე ბოსისთვის, აგებს გუნდი? ვინ თუ არა ის? იგებს გუნდი ვინ თუ არა ის? მაგრამ რეალურად "ტოტენჰემთან" მატჩში მან ვერაფერი ქნა. მის ნაცვლად მას აქცენტი უფრო სწრაფ შეტევის სტილზე უნდა გაეკთებინა და არა საჰაერო ორთაბრძოლებზე. ფელაინიმ თავის სტილში რამდენიმეს უთავაზა ხელი, სულაც შეეძლო პენალტის აღებაც, მარა რეფერის სასტვენი დუმდა.


#1 სანჩესი სკამიდან.

მოურინიოს 4 შეცდომა "ტოტენჰემთან" მატჩში


მაშინ როდესაც გუნდი რეალურად ორი კაცით უტევდა , ჯესი ლინგარდი და რომელუ ლუკაკუ ექცეოდნენ დემბელის პრესინგის ქვეშ , შეტევის წარმართვა კი ძალიან ჭირდა , ვინაიდან ზედმეტად ფრთხილი ტაქტიკა აირჩია მოურინიომ , რამაც განაპირობა ცენტრის დამძიმება. თამაშში აუცილებლად საჭირო იყო ალექსისი , მას ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა, ერთგვარ ლიდერადაც კი ჩამოყალიბდა გუნდის და მას მოედანზე ვხედავთ მხოლოდ 2-0-ის შემდგომ, გარდა ამისა ლუკ შოუ ძალიან ხშირად ერთვებოდა შეტევაში და მას ესაჭიროებოდა მისი ზონის დამზღვევი , თუმცა ჟოზეს მძიმე ფორმაციაში, როგორც ჩანს არ იყო ალექსის ადგილი ,შებამისად, ცვლილები დაგვიანდა!

წყარო : sportskeeda.com
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Ole__boss
28 აგვისტო 2018 13:40
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ჩემი სუბიექტური აზრით ეს თამაში ჟოზეს არ წაუგია , როდესაც ვერ იყენებ 100% მომენტებს მაგრად ტეხავს , არ გაიტან გაგიტანენ , აშკარად მომატებული ჰქონდათ ბიჭებს , შეგვძლებია აგრესიული და შეტევითი თამაში და სად იყო აქამდე ვერ ვხვდები რაა... სახეზეც ეტყობოდა რამის იტირა ტიპმა, თავპირი ჩამოწელილი ჰქონდა . თამაშის მერე აფერისტულად მივიდა რა თქმა უნდა ფანებთან იცის მასეთ საქციელებში ბადალი არ ჰყავს! პრესკონფერენციაც ტრაბახში გაატარა , რავი რაა კიბოა ეს კაცი მემგონი!
2
№2
ავტორი: Phil Jones
28 აგვისტო 2018 14:29
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
დიდი ტაქტიკოსი არ ვარ, მაგრამ იმდენი წელია ვუყურებ ფეხბურთს რაღაცეებს ვხვდები, შესაბამისად ვხედავ ამ გუნდში რომ შეტევა არის 0. წინ დგას ლუკაკუ უკან რომმელიმე და ამ სიმმარტივეზეა აწყობილი გუნდი. გუნდი როცა უტევს მცველებმაც უნდა აიწიინ დაა ფლანგის მცველები ვინგერების პოზიციაზე უნდა იყვნენ ეს ქმნის შეტევას ამისს გუნდში ესე არაა. შეიძლება რომელიმე მცველი წინ წავიდეს და იმწუთასვე დაზღვევაზე მიდიან ნახევარმცველები. მოკლედ რომ ვთქვა შეტევა არ აქვს გუნდს, კომბიანაციებზე ლაპარაკი ზეედმეტია.
0
№3
ავტორი: ikeoni
28 აგვისტო 2018 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მიზეზების ძებნა დაგვიანებულია უკვე რადიკალური ზომებია მისაღებიი
0
№4
ავტორი: MANUTD1878
28 აგვისტო 2018 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
მწვრთნელის ბრალია აბა ვისი ბრალია, მთელი ორი წელია ნორმალური კომბინაცია და დალაგებული შეტევები არ მინახია, თუ რამეს იგებდნენ ინდივიდუალური ოსტატობით, გუნდმა არ იცის როგორ ითამაშოს შეტევაში..სასწრაფოდ ა***ას
2
№5
ავტორი: Lolasha
28 აგვისტო 2018 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
მე თუ მკითხავ ჟოზეს ბრალი აქ არაფერი არაა... როცა ცარიელ კარში ბურთს ვერ იტან და ცალფეხა ხარ ეს მოურინიოს ბრალი არაა.. როცა კარში 23ჯერ ურტყამ და ვერ იტან მოურინიოს ბრალი არაა.. როცა ბურთს ფეხს აცელ არც ეგ არაა ამ კაცის ბრალი..
ყველაფერს ძალიან რადიკალურად უყურებთ და ეგრე ადვილი არაა.. მოურინიოს ფეხბურთის მოყვარული არ ვარ რა თქმა უნდა, უბრალოდ მოურინიოს ბრალი არ არის ის ყველაფერი რაზეც ვილაპარაკე. ერთადერთი იმაში შეიძლება დაადანაშაულო რო კომბინაციურ ფეხბურთს არ თამაშობს, იქამდე სანამ გოლს არ გაუტანენ, მერე რაღაცას იწყებენ, რასაც კომბინაციას ვერ უწოდებ ადამიანი, მაგრამ რაღაცას გავს.. ზიდანის მოსვლით ან შეიცვლება რამე და ან არა ჩემი აზრია ეს.. მაგრამ მაინც მინდა ზიდანი იმიტო რო ზიდანია და ქარიზმა აქვს და ყველაფერი რაც იუნაიტედს სჭირდება მაგრამ არვიცი ვნახოთ რა იქნება
1
№6
ავტორი: kobinio
28 აგვისტო 2018 17:53
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ეს თამაში კლისშვილმა ვუდვორდმა წააგო.იმიტო რომ არ იყოდა მცველი ცენტრალური რაც აშკარად დეფიციტია.
რაც შეეხება მწვრთნელებს ათასჯერ დავწერე და კიდე დავწერ აქ კაშპიროვსკი ან უფრო ძლიერი ფოკუსნიკი თუ დაალეგებს გუნდს რლთორე მოკვდავთაგან ვერცერთი ვერაფერს იზავს თუ არ გაყიდა გუნდის ბირთვი.
რაც შეეხება მწვრთნელებს კონტე ვისაც უნდა ახსოვდეს რო კონტე მაურინიოს არაფრით ჯობია იგივე მთხლეა.მარა მაინც მაუ ჯობია.
ზიდანი-მხოლოდ ის პლიუსი აქვს რომ ზიდანია და ტრანსფერებზე ბევრი დაიკერება სხვა მხრივ მისი რეალში მიღწეული წარმატებით მსჯელობა და ის რომ აქაც ასევე წარმატებული იქმება უკვე ლოგიკას მოკლებული მხოლოდ იმიტომ რომ ზიდანს რეალში მსოფლიო დონის შემსრულებლები ყავდა და მხოლოდ მათი დაწყობა ევალებოდა.აქ ვინ ყავს ლინგარდი? დაცვაში ბეილი როდის რას იცენზურავებს რო არ იცი თუ ლუკაკუ შევადაროთ ნაპერწკალივით მოქნილ რონალდოს? ცენტრი კროსი მოდრიჩი ისკო პროსტა ცინიზმია მისი რეალის მიღწევებით შეფასება და ამით აპელირება რო აქაც იგივეს იზავს.ნეხუაია...
პაჩეტინო ყველაზე დიდი პლიუსი
უყვარს გუნდის შენება,მომავალზე გათვლა და შემტევი ფეხბურთი.ყველაფერი აქვს რაც მანჩესტერს უნდა.პლიუს გაბრაზებულია ხელმძღვანელოვაზე და კაი მომენტია დასაკერად თუ ის ბოზანდარა ვუდვორდი დაკერავს იასან.დამიჯერეთ ვუდვორდი გასაშვრბია არანაკლებ მაურინიოსი.ის არაა სპორტსმენი და მისი ხედვა მცდარია.
0
№7
ავტორი: Malboro463
28 აგვისტო 2018 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ტოტენჰემმა დაიწყო ცუდად მათაც ქონდათ შეცდომები როგორც დაცვაში ისე წინ პასში ანუ გადაცემებში და მაგის ფონზე ვითომ რაღაც უპირატესობა მოიპოვეს ნუ ქონდათ მარა ტოტენჰრმის დამსახურებით
თავიდანვე მამლებს რომ შეეტიათ მეეჭვება ასე დალაგებული ფეხბურთი ეთამაშად ტემპს მოუმატა თუ არა ეგრევე შეცდომებიც დაუშვენ ჩვენებმა და რა გამოსწორებაზეა ლაპარაკი.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
29 აგვისტო 2018 13:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საშინელი რეზულტატი, პირველ ტაიმში ნორმალური თამაში აჩვენეს, თუმცა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა - მომენტების რეალიზება.
0
№9
ავტორი: Smoke - N
29 აგვისტო 2018 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 247
ეს სირ თაოზა საცა მივიდა ყველა გუნდის ფეხბურთელებთან სულ კომფლიქტი რატომ აქვს? ჩმორინომ წააგო აბა ვინ დარწმუნებული ვარ არცერთ ფეხბურთელს აღარ უნდა ამ ყ.ლ.ი.ს.თ.ა.ვ.თ.ან თამაში მობეზრდათ ავტობუსის თამაში და რაც შეხება შეტევას იმიტომ არის ნოლი რო 2წელი ავტობუსის მძღოლები გახადა ჩმორინომ და რას ითხოვთ შეტევას კარგს ძაან კაი შეტევები გვყავს ამას გა ჯმ ევინონ და ნახავთ მერე შეყევას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top