თბილისი:
მანჩესტერი:
28-08-2018, 11:11
ავტორი: MoiSa,
ნანახია: 1379,
კომენტარები: 4
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" (ფეხბურთელთა შეფასებები)
გუშინდელი მატჩის შეფასებები.
შეგახსენებთ, გუშინ გაიმართა შეხვედრა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" ოლდ ტრაფორდზე უმასპინძლა. შეხვედრა "წითლებმა" წააგეს ანგარიშით 0:3. გთავაზობთ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელთა შეფასებებს.

დე ხეა: ისევ და ისევ საუკეთესო ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში. ერთი - ორჯერ გუნდი რთულ ვითრებიდან გამოიყვანა, მაგალითად გავიხსენოთ დელე ალის მომენტი. 7/10

სმოლინგი: ჯონსზე უკეთესი იყო გუშინდელ მატჩში. კარგი პირველი ნახევარი ჩაატარა, რასაც იმავეს ვერ ვიტყვი მეორე ნახევარზე. 5/10

ჯონსი: ძალიან ცუდი მატჩი ინგლისელის. ცუდი პასი გააკეთა მატიჩის მიმართულებით, მაგრამ მისი შეცდოის გამოსწორება სმოლინგმა შეძლო. 5/10

შოუ: დე ხეა შემდეგ საუკეთესო იყო მოედანზე, ეხმარებოდა დაცვასაც და შეტევასაც. ასევე 1-2 სახიფათო ჩაწოდებაც ქონდა, მაგრამ ლუკაკუმ ვერ გამოიყენა. 7/10

ერერა: ბოლომდე იბრძოდა მთელი თამაშის განმალობაში, მიუხედავად იმისა, რომ უჩვეულო პოზიციაზე ითამაშა. (ცეტრალური მცველის პოზიცია) 7/10

პოგბა: ჯერ კიდევ ვერ აჩვენებს მის თამაშს ფრანგი ნახევარმცველი. მხოლოდ სამჯერ ქონდა მიღებული 25 წუთის განმალობაში. 5/10

ფრედი: ცდილობდა თავის თავზე თამაშის აღებას. ერთი - ორჯერ შორიდანაც გაისროლა მარცხენა ფეხით. 7/10

ლინგარდი: ინგლისელი ცდილობდა ბურთის განაწილებას ფლანგებზე, ეს მეტწილად გამოდიოდა, მაგრამ მისი პერფორმანსი მაინც არ ყოფილა. 6/10

ლუკაკუ: ძალიან ხელსაყრელი შანსი გაანიავა მე-16 წუთზე. შეეძლო რამდენჯერმე გოლის გატანა, მაგრამ ვერ მოახერხა. 5/10

ცვლიელბაზე შემოსულები


სანჩესი: ჩილელი ცდილობდა თავის თავზე ლიდერობის აღებას, აქტიურობდა კიდევაც, მაგრამ უშედეგოდ. 5/10

ლინდელოფი: ძალიან ცუდი თამაში 24 წლის ახალგაზრდასთვის. მიუხედავად იმის, რომ იგი ცვლილებაზე შემოვიდა იმდენი შეცდომა დაუშვა, რამდენიც ჯონს და სმოლინგს არ ქონია მთელი თამაშის განმალობაში. 4/10

ფელაინი: იგებდა ორთაბრძოლებს, დაცვაშიც იყო ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც.5/10

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: საუკეთესო არავინაა, მაგრამ შესაძლოა ეს დე ხეა იყოს, რადგან მისი სამუშაო შესანიშნავად შეასრულა.

ჟოზე მოურინიო (მენეჯერი): კარგი ტაქტიკით ითამაშა პირველ ნახევარში, მაგრამ მეორე ტაიმში პოჩეტინოს ტაქტიკამ ჟოზეს ტაქტიკა გადაჯაბნა. 5/10

წყარო: muninsider.com
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
28 აგვისტო 2018 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ერთადერთი განორჩეული მოთამაშე შოუ იყო

ერთადერთი განორჩეული მოთამაშე შოუ იყო
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
28 აგვისტო 2018 12:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შოუმ გული და სული ჩადო თამაშში, მე პირადად არ მაქ სასაყვედურო მის მიმართ არაფერი
0
№3
ავტორი: ALEXFERGUSON
28 აგვისტო 2018 12:21
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
1 რასაც გავაკეთებდი ზიდანს მოვიყავნდი დაუყონებლივ.
2. პოგბას გავუშვბედი გუნდიდან. მსგავსი ზარმაცი ფეხბურთელი მეროე არ მინახია. ერთი გამაგებინა რას იბღინძება რა. წავიდეს ბარსელონაში,ერთი როგორ მაინტერესებს 350000 ფუნტს თუ მიცემენ ხელფასს.
3. დროა სქოულზს მიეცეს გუნდში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა. ასევე მოიყვანონ ფერდინანდი კიდევ ერთ დამხმარე მწვრთნელად.
4. ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ 6-7 თამაშის ზედიზედ ჩატარების უფლება და ნელნელა ჩამოყალიბდეს გუნდის ძირითადი ბირთვი. როგორც ეს აქვს რეალს,ბარსას,ლივერპულს,ნაპოლის და ა.შ.
5. გაუშვან გუნდიდან ყველა ის ფეხბურთელი,ვინც პოგბასავით აპელირებს გუნდიდან წასვლაზე და თითქოს ვინმეს რამით აშინებდეს. ახლა ფერგი იყოს,მაგ პოგბას ვის ტრაკ..ში შეაყოფინებდა თავს მაგას ვნახავდით. ვისაც არ უყვარს უნაიტედი,ვის სულშიც არ ზის,რას ნიშნავს გერქვას უნაიტედის ფეხბურთელი აიკრან უნდა გუდანაბადი და წავიდნენ სადაც უნდათ. მანჩესტერი არასდროს ყოფილა მეწველი ძროხა,ახ ტიტულებისთვის იბრძოდნენ და არა კვირის ბოლოს აღებული ხელფასისთვის.
4
№4
ავტორი: irakli87
28 აგვისტო 2018 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
შოუ რათქმაუნდა! გულით ითამაშა. ეს თამაში გაუჩალიჩეს მაურინიოს. თავი და თავი მარსიალი და პოგბაა. ტიპიური ფრანგული აზროვნება "გაფიცვა". მოურინიო რაცარუნდა ცუდი იყოს მგონი მანჩესტერში ვიღაც მარსიალს და პოგბას ამდენის უფლება არ უნდა ენიჭებოდეთ. ძაან ამაზრზენი ადამიანები არიან ორივე. მე მათ ფეღბურთელს ვერ ვუწოდებ. კარგი იქნება თუ მათ მანჩესტერში არ ვიხილავ. მოურინიოს არ ვიცავ. პირიკით კლუბს. არ ჭირდება მანჩესტერს ეგეთი ნაგავი სულის ფეხბურთელები. ერთგულები არარიან! მარსიალი არარაობა და რამეს რო წარმოადგენდეს ნაკრებში ვიხილავდი მსოფლიოზე ზამენაზე რათქმაუნდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top