თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2013, 16:23
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 9758,
კომენტარები: 58
"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ


სტადიონი: "საინტიაგო ბერნაბეუ",მადრიდი
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგა,1/8 ფინალი
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
თარიღი: ოთხშაბათი,13 თებერვალი 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)


"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ


"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ

"რეალ მადრიდი"

ტრავმირებულები: იკერ კასილასი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ჩაბი ალონსო
შემადგენლობა: ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.
მთავარი მწვრთნელი:ჟოზე მოურინიო

"მანჩესტერ იუანიტედის" წინააღმდეგ "რეალ მადრიდის" რიგებიდან თამაშს ვერ შეძლებს ესპანელი გოლკიპერი იკერ კასილასი,რომელმაც ესპანეთის თასზე "ვალენსიას" წინააღმდეგ ხელის ტრავმა მიიღო,მაგრამ ჟოზე მოურინიომ მისი შემცვლელი უკვე გამოძებნა დიეგო ლოპეზის სახით.შესაძლოა "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ ვერ ითამაშოს "რეალ მადრიდისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ,მაგრამ ამის ინფორმაციის შესახებ ჯერ ოფიციალური წყაროები არ წერენ.


"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ფლეტჩერი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.
მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ევერტონთან" მატჩისთვის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ ლაზარეთი დაცარიელდა ასე,რომ "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედი" სრული შემადგენლობით შეხვდება,მაგრამ კითხვისნიშნისქვეშ იმყოფებიან ფილ ჯონსი და ჯონი ევანსი,გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა ამ ორმა ფეხბურთელმა გამოტოვოს ეს მატჩი,მაგრამ ოფიციალური წყაროები ჯერ ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.


გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე

"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში თავი ოთხი ქვეყნის ჩემპიონატის გამარჯვებულმა მოიყარა,ესენი იყო "რეალ მადრიდი","დორტმუნდი","მანჩესტერ სიტი" და "აიაქსი",სწორედ ეს ჯგუფი იწვევდა დიდ ინტერესს ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე.ამ ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა ბორუსიის "დორტმუნდმა" მოახერხა.იურგენ კლოპის გუნდმა 6 მატჩი 14 ქულის მოპოვება მოახერხა ისე,რომ არცერთ მატჩში არ დამარცხებულა, მეორე ადგილზე კი სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგი მეტოქე მადრიდის "რეალი" გავიდა 11 ქულით.ჟოზე მოურინიოს გუნდმა 6 მატჩიდან 3 მოიგო,2ფრე ითამაშა და მხოლოდ ერთ მატჩში დამარცხდა "დორტმუნდის" წინააღმდეგ.ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ინგლისის პრემიერ ლიგის გამარჯვებული "მანჩესტერ სიტი" მეორე ტურში დაამრცხა ანგარიშით 3:2 ხოლო მეორე შეხვედრა 1:1 დასრულდა.საბოლოო ჯამში ესპანეთის სამეფო გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 15 გოლი გაიტანა მეტოქის კარში და 9 გოლი გაუშვა საკუთარ კარებში.


"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ

სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე წინა წლის შეცდომები გამოასწორეს და უკვე მეოთხე ტურისტვის მათ 1/8 ფინალის საგზური ჰქონდათ მოპოვებული.მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში H ჯგუფსი "წითელ ეშმაკებთან" ერთად მოხვდნენ "გალათასარაი","კლუჟი" და პორტუგალიური "ბრაგა".სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა პირველივე ოთხ მატჩში გამრჯვება მოიპოვეს და 1/8 ფინალის საგზური ხელთ ჩაიგდეს."წითელმა ეშმაკებმა" ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი მატჩი "კლუჟთან" და "გალათასარაისთან" მინიმალური ანგარიშით დათმეს,მაგრამ ამ დროისათვის სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს შემდეგ ეტაპზე გასვლა განაღდებული ჰქონდათ.საბოლოო ჯამში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეტოქის კარებში 9 გოლი გაიტანა და საკუთარ კარებში 6 გოლი მიიღო.


ცოტა რამ გუნდებზე

"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
საფეხბურთო კლუბი რეალ მადრიდი („მადრიდის სამეფო კლუბი“) — პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი ესპანეთის ქალაქ მადრიდიდან. „რეალი“ არის ყველაზე წარმატებული კლუბი ესპანეთში და ფიფა-ს მიერ დასახელებულ იქნა მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბად. კლუბს მოგებული აქვს ლა ლიგის სარეკორდო 31 ტიტული; ესპანეთის თასის 17 ტიტული; ესპანეთის სუპერთასის 8 ტიტული; უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სარეკორდო 9 ტიტული; უეფა-ს თასის 2 ტიტული; უეფა-ს სუპერთასის 1 ტიტული და საკონტინენტთაშორისო თასის 3 ტიტული. „რეალი“ იყო ფიფა-ს და ახლა გაუქმებულ G-14-ის დამაარსებელი. სიტყვა „რეალი“ ესპანურად „სამეფოს“ ნიშნავს და კლუბს იგი ალფონსო XIII-მ მისცა 1920 წელს ემბლემაზე გამოსახულ გვირგვინთან ერთად. ეს გვირგვინი სხვა ესპანურ კლუბებსაც მიუღიათ („რეალ სოსიედადი“, „რეალ უნიონი“, „რეალ ბეტისი“ და „რეალ სარაგოსა“).
„რეალი“ 1902 წელს დაარსდა და ლა ლიგიდან - ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან - არასდროს გავარდნილა. 1950-იანებში კლუბმა თავი ევროპულ და ესპანურ ფეხბურთში მთავარ ძალად დაიმკვიდრა. 1980-იანებში კლუბს ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა (ცნობილი, როგორც La Quinta del Buitre), მოიგო რა 2 უეფა-ს თასი; 5 ესპანეთის ჩემპიონატი (ზედიზედ); 1 ესპანეთის თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი.
გუნდის ტრადიციული ფორმა თეთრი ფერისაა, თუმცა, ხანდახან, ლურჯიც აქვს შერეული. კლუბის გერბი რამდენჯერმე შეიცვალა. ახლანდელი გერბი 1920-იანების გერბის ადაპტაციაა. „რეალის“ საშინაო არენა 80 354-ადგილიანი „სანტიაგო ბერნაბეუ“ არის, რომელიც მადრიდის ცენტრში მდებარეობს და კლუბის მთავარი არენაა 1947 წლიდან. ბერნაბეუ ჩემპიონთა ლიგის ფინალების სტადიონი იყო 1957, 1969, 1980 და 2010 წლებში.
„რეალს“ აქვს ხანგრძლივვადიანი მეტოქეობა ბევრ კლუბთან, განსაკუთრებით „ბარსელონასთან“, რომელთანაც მატჩებს „ელ კლასიკო“ ეწოდება. ბევრი ევროპული კლუბისგან განსხვავებით, „რეალს“ მართავდნენ კლუბის წევრები დაარსებიდანვე. რეალი არის მსოფლიო უმდიდრესი კლუბი (€401 მილიონი) და ღირებულებით მე-2 (€950 მილიონით) 2008 წლის მონაცემებით


"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი დაარსდა 1878 წელს ქალაქ მანჩესტერის უბან — ოლდ ტრაფორდში, (საგრაფო დიდი მანჩესტერი) როგორც, ნიუტონ ჰიტი. 1902 წელს კლუბს დაერქვა მანჩესტერ იუნაიტედი და სათამაშოდ გადავიდა სტადიონ ოლდ ტრაფორდზე.
იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ახლანდელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც იუნაიტედში 1986 წლის ნოემბერში მოვიდა, გუნდს მოაგებინა 24 დიდი ტიტული. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 12 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 19–ჯერ გახდა. მანჩესტერ იუნაიტედს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია.
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი, მეტ ბასბის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ კლუბმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 2007–2008 წლების სეზონში.
1958 წლის 6 თებერვალს, მიუნხენში გუნდის თვითმფრინავი მოყვა ავიაკატასტროფაში, დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კლუბის პერსონალის დიდი ნაწილი.
„იუნაიტედი“ მსოფლიოს უმდიდრესი და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია.2012 წლის ივლისს ფორბსის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მანჩესტერი $2.23 მილიარდადაა შეფასებული და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ კლუბად ითვლება.1964–65 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.ეს გუნდი არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში, რეკორდი აქვს დამყარებული და მოგებული აქვს პრემიერ ლიგის თასი 19-ჯერ, ასევე 11 FA Cups, 4 ლიგის თასი და 19 FA Community Shields. ასევე აქვს სამი ევროპის თასი, ერთი თასების-თასი, სუპერ თასი, ერთიც საკონტინენტთაშორისო თასი და კლუბის მსოფლიო თასი.


"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ

რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი 2003 წლის ზაფხულში გახდა, როცა ის ინგლისურმა კლუბმა 12,24 მლნ. ევროდ შეიძინა. თავიდანვე კრიშტიანუმ 28-ნომრიანი მაისურით ასპარეზობა განიზრახა. ამს არ სურდა მიეღო ვაკანტრუი მე-7 ნომერი, რომელითაც თავის დროზე იუნაიტედის ისეთ ლეგენდებს უთამაშიათ როგორებიც იყვნენ: ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დევიდ ბექჰემი. "როდესაც გუნდს შევუერთდი, მწვრთნელმა მითხრა, თუ რა ნომრით მსურდა ასპარეზობა. მე 28 დავუსახელე. მაგრამ ფერგიუსონმა მითხრა, რომ ადრე თუ გვიან 7-ნომრიან მაისურს მაინც მოვირგებდი და ჯობდა ეს ახალვე მოხმდარიყო. ეს კი ჩემთვის მოტივაციის ძალიან დიდი წყარო გახლდათ. მხვდა პატივი, მეტარებინა იუნაიტედის 7-ნომრიანი მაისური.
რონალდუს დებიუტი ახალ გუნდში შედგა ბოლტონის წინააღმდეგ. ის მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. 2005 წლის 29 ოქტომბერს კი მიდლსბროსთან 4-1 წაგებულ მატჩში მან გაიტანა იუნატედის ისტორიაში საიუბილეო, მეათასე პრემიერლიგური გოლი. იმ სეზონში რონალდუმ საერთო ჯამში 10 გოლი გაიტანა და წლის ბოლოს, იუნაიტედის ფანებმა გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზიც გადასცეს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე უეინ რუნისთან მოხმდარი ინციდენტის გამო, რონალდუს ფანებმა შემდეგი სიმღერა მიუძღვნეს: "მხოლოდ ერთი რონალდო არსებობს." 2006 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში ფეხბურთელი პრემეირლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ზედიზედ ორჯერ კი ეს ჯილდო მხოლოდ დენის ბერგკამპსა და რობი ფაულერს ჰქონდათ მოგებული. მანჩესტერულ კარიერაში ორმოცდამეათე გოლი კი რონალდუმ მანჩესტერ სიტის გაუტანა. იმავე წელს კი იუნაიტედმა 4-წლიანი შესვენების შემდეგ პრემიერლიგა მოიგო.
2007 წლის მარტში რონალდუს სანაცვლოდ მადრიდის რეალი სარეკორდო თანხას, 80 მლნ. ევროს იხდიდა. ხელფასის სახით კი ფეხბურთელს 120 000 გირვანქას ჰპირდებოდა, თუმცა იმავე წლის 13 აპრილს, ახალი კონტრაქტის თანახმად, პორტუგალიელი პრემიერლიგის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე გახდა.
იმავე სეზონის პორტუგალიელმა ინდივიდუალური ჯილდოებიც მოიპოვა: ის დაასახელეს ინგლისის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და ასევე პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ.
2007-08 წ.წ სეზონი კი რონალდუსთვის უიღბლოდ დაიწყო, რამეთუ პირველივე ოფიციალურ მატჩში გააძევეს პორტსმუთთან შეხვედრაში. სეზონის სადებიუტო გოლი კი კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა, კიევის დინამოს წინააღმდეგ.
2007 წელს პორტუგალიელმა კაკას შემდეგ ოქროს ბურთის ლაურეანტებში მეორე ადგილი დაიკავა.
2008 წლის 12 იანვარს კი რონალდუმ თავის მანჩესტერულ კარიერაში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიკი, ეს ნიუკასლთან მატჩში მოხდა. ჩემპიონთა ლიგაში კი მისი გუნდი სულ უფრო წინ მიიწევდა, მანჩესტერელებმა 1/8-ფინალში ფრანგული ლიონი დაამარცხეს, რონალდუმ განმეორებით მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
2008 წლის 19 მარტს კი, ბოლტონთან მატჩში კრიშტიანუმ პირველად უკაპიტნა მანჩესტერ იუნაიტედს. შეხვედრა კი მისმა გუნდმა 2-0 მოიგო. ორივე გოლი თავის ანაგრიშზე სწორედ რონალდუმ ჩაიწერა. საბოლოო ჯამში, პორტუგალიელმა წლის საუკეთესო ბომბარდირისათვის განკუთვნილი, ოქროს ბუცი მოიპოვა, გაასწრო რა 8 ქულით მეორე ადგილზე გასულ დანიელ გისას.
2007-2008 წ.წ. სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში რონალდუმ ჩელსის წინააღმდეგ, ანგარიშის გახსნა მოახერხა. საბოლოო ჯამში, კი ტიტულს მისი გუნდი დაესაკუთრა, ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მატჩი თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგეს, ანგარიშით 6-5.
2008 წლის ზაფხულში პორტუგალიელი მადრიდის რეალში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერის განხორციელების ალბათობა მანჩესტერულმა მხარემ იუარა. აგვისტოში კი თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა, რომ ის მინიმუმ ერთი სეზონით კვლავ მანჩესტერში აპირებს დარჩენას.ეხლა კი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პორტუგალიელი ფეხბურთელი თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

ურთიერთშეხვედრები

"რეალ მადრიდმა" ბოლო 4 შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ 3 მატჩში გაიმარჯვა.მადრიდის "რეალმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა 1956/57 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში,1999/2000 წლის მეოთხედფინალში და 2002/03 წლის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.ბოლოს "რეალ მადრიდმა" "წითელი ეშმაკები" 2003 წელს დაამარცეს ორი მატჩის ჯამში 5:6.პირველ მატჩში ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა "საინტიაგო ბერნაბეუზე" 3-1 იმარჯვეს ხოლო განმეორებით მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" 4-3 სამი დამარცხდნენ."ოლდ ტრაფორდზე" მატჩში "რეალ მადრიდის" ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ ჰეთ-რიქი შეასრულა,"მანჩესტერ იუნიატედის" რიგებიდან შეცვლაზე შემოსულმა დევიდ ბექჰემა ორი ბურთი გაიტანა,ასევე ერთი გოლი გაიტანა რუუდ ვან ნისტერლოიმ და ივან ჰელგუერამ.

23.04.2003 qf-2 Manchester United 4-3 Real Madrid (5-6)
08.04.2003 qf-1 Real Madrid 3-1 Manchester United
19.04.2000 qf-2 Manchester United 2-3 Real Madrid (2-3)
04.04.2000 qf-1 Real Madrid 0-0 Manchester United
15.05.1968 sf-2 Real Madrid 3-3 Manchester United (3-4)
24.04.1968 sf-1 Manchester United 1-0 Real Madrid
25.04.1957 sf-2 Manchester United 2-2 Real Madrid (3-5)
11.04.1957 sf-1 Real Madrid 3-1 Manchester United


საინტერესო ფაქტები

ამ ორ გრანდს შორის ევროტურნირზე ჩატარებულ 8 თამაშში 31 გოლი გავიდა რაც ძალიან დიდი შედეგია. (3.9 გოლი ერთ თამაშში.)
"მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოგებული არ აქვს - ორი ფრე,ორი მარცხი.
სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე 5-ჯერ გაარტყეს მეტოქის კარის ძელს ბურთი,რაც ყველაზე დიდი შედეგია.
"მადრიდის რეალი" "იუვენტუსთან" ერთად ლიდერობს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი დარტყმით მეტოქის კარის მიმართულებით.ჟოზე მოურინიოს გუნდმა მეტოქის კარის მიმართულებით 126-ჯერ დაარტყეს.
"რეალ მადრიდის" პორტუგალიელი შემტევინახევარმცველი კრიშტიანო რონალდუ ლიდერობს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა სიაში 6 ბურთით.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი და მექსიკელი ფორვარდი ხავიერ ერნანდესი სამ-სამი ბურთით ლიდერობენ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბომბარდირთა სიაში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე.
"წითელმა ეშმაკებმა" ბოლო 4 მატჩში "საინტიაგო ბერნაბეუზე" "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ 3 ბურთი გაიტანა.
ჯგუფურ ეტაპზე რეალმა უკვე დაამარცხა ერთი კლუბი მანჩესტერიდან. მოურინიოს ფეხბურთელებმა დაამარცხეს მანჩესტერ სიტი ბერნაბეუზე 3-2, ხოლო განმეორებით მატჩში ფრედ 1:1 ითამაშეს
რელის მანჩევენებელი ინგლისურ კლუბებთან ასეთია: 6 გამარჯვება, 4 ფრე და 2 მარცხი. ბოლო ინგლისური კლუბი, რომელიც ბერნაბუეს ესტუმრა ლივერპული იყო და 1-0 გაიმარჯვა. 2008-2009 წლის სეზონში ანგარიშით 1:0.
გასულ სეზონში იუნაიტედის ევროლის ლიგის გათამაშებიდან ბილბაოს ატლეტიკთან გამოვარდა. ბასკებმა პლეიოფის ორივე მატჩის მოგება მოახერხეს. ბოლო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით იუნაიტედმა ჩაატარა ფილაში უემბლიზე ბარსელონას წინააღმდეგ, სდაც 3:1 დამარცხდა.
ეშმაკებს ესპანეთში გასვლით მატჩებში ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს: 2 მოგება, 8 ფრე და 10 წაგება. ბოლო გამარჯვება ეშმაკებმა ვალენსიათან მოახერხეს ხავიერ ერნანდესის გოლის წყალობით 1:0.
რეალი ჩემპიონთა თასის ფინალში დამარცხდა ლივერპლთან 1981 წელს, ხოლო 1971 კი მან ჩელსისთან დათმო თასების მფლობელთა თასის ფინალი.
იუნაიტედი ორჯერ დამარცხდა ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2009 და 2011 წლებში თუმცა 1990/91 წლებში ეშმაკებმა შეძლეს თასების მფლობელთა თასის გადამწყვეტ მატჩში კატალონიელების დამარცხება.
ფერგიუსონს დამარცხებული ჰყავს რეალი როცა ის აბერდინის მწვრთნელი იყო 1982/83 წლებში. ეს იყო აბერდინის პირველი ტიტული ევროთასებზე.


Last Five Matches

"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ


Reader's Predictions

"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ


PROBABLE LINEUPS

"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ


Editor's Prediction

"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ


მატჩის პრომო





მატჩის წინ
58 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
12 თებერვალი 2013 21:24
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
აი პრევიუც 3d_8
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: dachi
12 თებერვალი 2013 21:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
საღოოოოოოოოოოოოოოოოოოლ ავტორ მაგრად მომეწონა
0
№3
ავტორი: ლადო
12 თებერვალი 2013 21:28
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
UTD-Rule,
პრევიუებში ბრლიანტი ხარ რაა
0
№4
ავტორი: VaRdo
12 თებერვალი 2013 21:29
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
UTD-Rule,

საღოლ ძმაო :* :* წავიკითხავ ამას ღამე. ხო მართლა დათო ბოლო ვიდეო მე ჩავამატე D.B.9 გაკეთებულია ძალიან მაგარი თან love მოკლედ ყველანი ველით რეალთან მატჩს რა :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: Tsuki
12 თებერვალი 2013 21:35
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
UTD-Rule

საღოლ დათო, კაია :)
0
№6
ავტორი: Luka Gelashvili
12 თებერვალი 2013 21:39
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
დაგვიდგეს პრევიუებში ლუბოი .. საღოლ დავით ;))))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№7
ავტორი: Vodafone
12 თებერვალი 2013 21:39
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მატჩის შესაფერისი პრევიუა 3d_5
0
№8
ავტორი: always ReD
12 თებერვალი 2013 21:44
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
ხვალ---> ბერნაბეუს ეშმაკები დავიპყრობთ am
0
№9
ავტორი: BERDI
12 თებერვალი 2013 21:46
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ ძაან მაგარია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№10
ავტორი: buka oboladze
12 თებერვალი 2013 21:52
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
პრევიუც ამას ქვია საღოლ ავტორ მართლა ძაანმაგარია, ხვალკიდე ვარღვევთ რეალს am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top