თბილისი:
მანჩესტერი:
27-08-2018, 18:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1615,
კომენტარები: 2
მოურინიომ შეკითხვას არ უპასუხა
პორტუგალიელი კმაყოფილებას ვერ გამოხატავს.
მოურინიომ შეკითხვას არ უპასუხა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას თავი აარიდა და არ ისურვა იმის თქმა, კმაყოფილი არის თუ არა ედ ვუდვორდის მიერ ფორმირებული შემადგენლობით.

მთელი ზაფხულის განმავლობაში მოურინიო უჩიოდა ახალწვეულთა ნაკლებობას "ოლდ ტრაფორდზე", რაზეც პასუხს აღმასრულებელი დირექტორი ვუდვორდი აგებს. ჟოზეს თქმით, მან ჯერ კიდევ შემოდგომაზე გადასცა სასურველ ფეხბურთელთა სია ხელმძღვანელობას, მაგრამ მათ მისი სურვილი ვერ დააკმაყოფილეს.

"ტოტენჰემთან" მატჩის წინ კი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, კმაყოფილი იყო თუ არა მოურინიო "იუნაიტედის" ამჟამინდელი შემადგენლობით, რაზეც პასუხის გაცემის ნაცვლად ჟურნალისტთა კრიტიკას მოჰყვა.

"ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ მჭირდება, რადგან ისედაც ყველაფერი იცით. მთელი კვირა ლაპარაკობთ იმაზე, თუ რა ხდება კულისებს მიღმა ჩვენს თავს, შემდეგ კი ასეთ შეკითხვას მისვამთ. ძალიან უცნაური ლოგიკაა", - განაცხადა მოურინიომ.
ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
27 აგვისტო 2018 19:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ფაქტია კარგი არაფერი ხდება ჟოზე belay
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
28 აგვისტო 2018 12:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვან გაალმაც ასე იცოდა :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top