თბილისი:
მანჩესტერი:
27-08-2018, 18:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1512,
კომენტარები: 2
პოჩეტინო: "მოურინიო ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო"
არგენტინელი სპეციალისტი ჟოზესადმი დამოკიდებულებას ამჟღავნებს.
პოჩეტინო:
"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო გამოტყდა, რომ ჟოზე მოურინიო მისი კერპი იყო.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული მესამე წელი მოურინიოსადმი კრიტიკით დაიწყო. კრიტიკით კი გამოირჩევიან როგორც "იუნაიტედის" ლეგენდები, ასევე საფეხბურთო ექსპერტები.

თუმცა, ჟოზესთან დაპირისპირების წინ მხარდაჭერას უცხადებს პორტუგალიელ სპეციალისტს მაურისიო პოჩეტინო, რომლის "ტოტენჰემიც" დღეს "ოლდ ტრაფორდს" ეწვევა.

"ჟოზე ყოველი ახალგაზრდა მწვრთნელის მაგალითი და ამბიციის წყარო იყო. ყველასთვის, აბსოლუტურად ყველასთვის. მისგან მეც ბევრი რამ გადავიღე. დაუჯერებელი მწვრთნელია.

ის შთააგონებდა ჩემს სამუშაოს, ის მაძლევდა უკეთესად გახდომის ძალას. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მის კლუბსაც და მასაც უდიდეს პატივს ვცემ",
- განაცხადა პოჩეტინომ.

წყარო: metro
ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
27 აგვისტო 2018 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
რო გადახედავ მიხწევებს ძნელია შეეწინაღმდეგო
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
28 აგვისტო 2018 12:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჟოზე კრიზისშია, ვეღარაა თავის დონეზე, ასე ჩანს ყოველ შემტხვევაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top