თბილისი:
მანჩესტერი:
25-08-2018, 22:37
ავტორი: MoiSa,
ნანახია: 2540,
კომენტარები: 10
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტეჰემი" პრევიუ
ხვალიდნელი მატჩის პრევიუ.
მატჩი: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტეჰემი"
ტურნირი: პრემიერ ლიგა (მესამე ტური)
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი"
თარიღი: ორშაბათი, 27 აგვისტო, 2018 წელი
დასაწყისი: 23:00 (თბილისის დროით)
ტრანსლაცია: Silksports HD1


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტეჰემი"

ხვალ თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება შეხვედრა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ოლდ ტრაფორდზე "ტოტეჰემს" უმაპსპინძლებს. ეს შეხვედრა პრემიერლიგის მესამე ტური გახლავთ. "ტოტეჰემი" პრემიერლიგაში შესანიშნავად მიიწევს. დეზებს 2 იდან ორივე თამაში მოგებული აქვთ, ხოლო იგივეს ვერ ვიტყვი "წითლებზე". "წითელ ეშმაკებს" 1 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს.

"მანჩესტერ იუნაიტედი"

პორტუგალიელ სპეციალისტმა წინა სამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდს მატიჩი და ვალენსია დაეხმარებოდნენ. აგრეთვე გუნდს დალოტი დაუბრუნდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მის და ვუდვორდს შორის კარგი ურთიერთობაა. პორტუგალიელი "იუნაიტედის" ფანებს დაპირდა, რომ გუნდი "ტოტეჰემს" დამაჯერებლად დაამარცხებს.

დისკვალიფიკაცია: არ არის.
ტრავმა: რომერო, როხო.
კითხვის ნიშნის ქვეშ: მატიჩი, შოუ, ვალენსია, ერერა, ალექსის სანჩესი.

"ტოტეჰემი"

პოჩეტინომ წინა სამატჩო პრესკონფერენეცია გამართა. მან აღნიშნა, რომ მისი გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია. პოჩეტინომ თქვა, რომ "იუნაიტედი" "ტოტეჰემისთვის" ყოველთვის არასასიამოვნო მეტოქე იყო. ახალგაზრდა სპეციალისტმა თქვა, რომ მის გუნდს ძალიან რთული მატჩი ელის.

დისკვალიფიკაცია: არ არის.
ტრავმა: ვიქერსი, ვანიამა, ჯანსენი.
კითხვის ნიშნის ქვეშ: არ არის.

სავარაუდო შემადგენლობები


“მანჩესტერ იუნაიტედის” სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: დე ხეა, ლინდელოფი, ბაიი, იანგი, ვალენსია,ფრედი, პოგბა, მატიჩი, სანჩესი, ლუკაკუ და ლინგარდი.

"ტოტეჰემის" სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: ლორისი, სანჩესი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი ტრიპიერი, დევიზი, ერიკსენი, ალი, ლუკას მოურა და ჰარი კეინი.

ურთიერთ შეხვედრები

საერთო ჯამში, 159 მატჩი ჩატარდა. აქედან 83 მატჩი "იუნაიტედის" მოგების დასრულდა, 39 ფრედ და მხოლოდ 37 მატჩი დასრულდა დეზების მოგებით. "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტეჰემს" 264 გოლი გაუტანა და საპასუხოდ მხოლოდ 192 გოლი მიიღო. სტატისტიკა მართლაც, რომ შთამბეჭდავია.

წინა მატჩი

მატჩის წინ
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
25 აგვისტო 2018 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
სასწაულად მნიშვნელოვანი თამაში..მე მჯერა ჩვენი ბიჭების❤️
1
№2
ავტორი: SAF
26 აგვისტო 2018 08:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
უნდა მოვიგოთ აუცილებლად






P.S. დეზები*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№3
ავტორი: MANUTD1878
26 აგვისტო 2018 08:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
ეეხ უბედურება ის არის რო ეხლა რო მოიგონ იტყვიან კიდე მივცეთ შანსი ამ სირსო და მოგვიწევს კაი ხანი სვარკის ყურება.
0
№4
ავტორი: f.c.mu
26 აგვისტო 2018 09:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 373
კითხვის ნიშნის ქვეშ: მატიჩი, შოუ, ვალენსია, ერერა, ალექსის სანჩესი.

რომელიმეს ოდნავ მაინც თუ შეუძლია თამაში აუცილებლად გამოვა
ფრედის და პერეირას იმედზე ნაღდად ვერ იქნება ცენტრი

თუ მიანც ვერ ითამაშეს ფელაინის ველოდები ძირითადში
0
№5
ავტორი: shotkin
26 აგვისტო 2018 10:50
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
რავიცი რა რომც მოვიგოთ ეს თამაში და რომც მოვიგოთ საერთოდ პრემიერლიგა რათქმაუნდა კაია მარა დარწმუნებულივარ რო მოურინიოს სტილით მოხდება ეს კერძოდ კი უსახური ფეხბურთით, ჩემი გუნდის ლამაზი თამაში მომენატრა რა აქ რო მოურინიო მოვიდა მჯეროდა რო თავს გადაახტებოდა და რამეს შეცვლიდა და სეიცვლებოდა როგორც მწვრთნელი მარა ისევ ის ტაქტიკა ისევ ის მიდგომა ისევ ის დამოკიდებულება და ა.შ რამდენი მაგარი ფეხბურთელი გვყავს და ვერც სანჩესის პოტენციალს ვიყენებთ ამ ტაქტიკის გამო ვერც პოგბას პოტენციალს ვერც რაშფორდი ვეღარ ვითარდება სწრაფად მარსიალი ხო საერთოდ მკვდარია და მეზიზღება უკვე ამათი ყურება და ცრუ იმედები იმედები რა მოგებით შეუზლიათ რამე მოიგონ მარა რასაცქვია ფეხბურთის ყურება მინდა ფეხბურთის შორი დარტყმები კომბინაციები წინ პასებით შეტევები უწყვეტი ფლანგიდან ცენტრიდან ლაღი ფეხბურთი არა უკან პასები და საკუთარ საჯარიმოში დგომები ძაან დავიღალე უკვე ძაან.
1
№6
ავტორი: The Special One
26 აგვისტო 2018 11:59
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
იმედია წავაგებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№7
ავტორი: SANDROGRIGA
26 აგვისტო 2018 14:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შოუს რაღა დაემართა
0
№8
26 აგვისტო 2018 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
წავაგებთ
0
№9
ავტორი: jokero89
26 აგვისტო 2018 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
მობილური ვერსია აღარარის საიტზე?
0
№10
ავტორი: PaLoMo
26 აგვისტო 2018 20:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: jokero89
მობილური ვერსია აღარარის საიტზე?

არა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top