თბილისი:
მანჩესტერი:
24-08-2018, 20:32
ავტორი: JuanMata,
ნანახია: 2149,
კომენტარები: 10
ჟოზე: "მინდა რომ კარგად ვითამაშოთ და მოვიგოთ "
ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენცია.
ჟოზე:
"იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ჟოზე, მატიჩი და ვალენსია ვარჯიშს დაუბრუნდნენ, ასევე შეიძლება სანჩესიც ხელმისაწვდომი იყოს, მიიღებენ ისინი მონაწილეობას მატჩში?

ჯერ არ ვიცი. დღეს პარასკევია, წინ კიდევ ვარჯიშები გვაქვს ჩასატარებელი შაბათს და კვირას. დიახ, ისინი ვარჯიშობენ გუნდთან ერთად, ასევე დალოტიც შეურთდა გუნდს ამ კვირაში.

რამდენად მძიმე იყო ეს კვირა, "ბრაიტონთან" დამარცხების შემდეგ?

ყოველთვის მძიმეა წაგება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პროფესიონალია და ცხოვრობს თავისი სამუშაოთი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ შემდეგ თამაშზე. ყოველთვის ამას აკეთებ, რათა გაიმარჯვო. წინ მიდიხარ და კონცენტრირდები ახალ მატჩზე და როცა აგებ, უფრო ინტენსიურ მუშაობას იწყებ.

ბევრი რამ დაიწერა თქვენსა და ედ ვუდვორდს შორის ურთიერთობაზე...

დიახ, მაგრამ შეგიძლიათ მე არ მკითხოთ, მე გაზეთებს არ ვკითხულობ. იმის ათი პროცენტიც არ ვიცი, რაც იწერება, რასაც ტელევიზორით აცხადებენ. ასე რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც თქვენ გჭირდებათ.

არ გეჩვენებათ, რომ ზედმეტად გადაჭარბებული რეაქცია მოყვა მარცხს მეორე ტურში?

თქვენ პესიმისტები ხართ, მე არა.

ედ ვუდვორდთან ურთიერთობა წესრიგშია?

რა თქმა უნდა.

არანაირი პრობლემა?

არა.

ჟოზე, პოგბამ თქვა, რომ თამაშისადმი დამოკიდებულება არ იყო საჭირო დონეზე. თქვენ რას გრძნობთ, როგორც მწვრთნელი, როცა თქვენი ფეხბურთელი ერთ კვირას შეუდარებელ თამაშს აჩვენებს, ხოლო შემდეგ კვირას ყველაფერი სხვაგვარად ხდება?

პოლმა თქვა ეს სიტყვები და მან უნდა გაგცეთ პასუხი. თუ თქვენ რამის ახსნას ითხოვთ, მიმართეთ მას.

რას ფიქრობთ თამაშის ხარისხზე ამ სეზონში?

"ლესტერის" წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ და მოვიგეთ, "ბრაიტონთან" ცუდად ვითამაშეთ და წავაგეთ.

და რის ნახვას იხილავდით თქვენ, თუნდაც "ტოტენჰემის" წინააღმდეგ თამაშში?

მინდა, რომ კარგად ვითამაშოთ და მოვიგოთ.

რა უნდა გაკეთდეს "ბრაიტონთან" მატჩის შემდეგ, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით წავიდეს?

კარგად უნდა ვითამაშოთ, მოვიგოთ, არ დავუშვათ შეცდომები - სულ ესაა, რაც ჩვენ გვინდა.

ჟოზე, ერიკ ბაიი და ვიქტორ ლინდელოფი პროგრესირებენ ისე, როგორც თქვენ იმედოვნებდით?

თქვენთან არ ვაპირებ ჩემი ფეხბურთელების თამაშის გაანალიზებას.

"სპურსთან" თამაში არასდროსაა მარტივი. როგორ ფიქრობთ კარგ დროს დაემთხვა მატჩი?

ჩვენ გვიწევს 19 მოწინააღმდეგესთან თამაში ოლდ ტრაფორდზე და გასვლაზე, ყველასთან უნდა ითამაშო და წარმოდგენა არ მაქვს, რამდენად კარგი დროა ახლა "ტოტენჰემთან" სათამაშოდ. ისე მოხდა, რომ კალენდრის მიხედვით ახლა გვიწევს მათთან თამაში და ჩვენ ვითამაშებთ. შემდეგი მატჩი ოლდ ტრაფორდზე იქნება, მერე კი "ბარნლი" და "უოტფორდი" გასვლაზე, ეს ჩვენი კალენდარია. რა თქმა უნდა, იმ გუნდის წინაამღდეგ თამაში, რომელმაც წინა სეზონი ცხრილის სათავეში დაასრულა არაა ადვილი, ეს რთული მატჩია.

წყარო: Carrick.ru
პრესკონფერენცია
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
24 აგვისტო 2018 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ძალიან გაღიზიანებული და არეული მეჩვენება...
0
№2
ავტორი: Lev
24 აგვისტო 2018 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ადრე უფრო ენაგრძელი იყო. ეხლა უფრო თავდაცვაზეა გადასული...შენ რა დაგერხა შენ ხო აზრზე არა ხარ..შენ თუ თამაშის სტილი არ შეცვალე შეგდგება მთელი მანჩესტერი ინგლისი აზია მსოფლიო. დავიჯერო ამდენად უტვინო ხარ? მეეჭვება
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: Benny
25 აგვისტო 2018 03:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
თქვენთან არ ვაპირებ ჩემი ფეხბურთელების თამაშის გაანალიზებას. მგონი რაღაცას მიხვდა
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
25 აგვისტო 2018 04:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მე მჯერა შენი ჟოზ ამ სეზონში დაადუღე ყველა და გააჩუმე ყველა ჩემი კაცი ხარ ბრატ
0
№5
ავტორი: The Special One
25 აგვისტო 2018 10:17
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
იმედია წავაგებთ <3
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№6
ავტორი: SANDROGRIGA
25 აგვისტო 2018 13:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნაკლებად სავარაუდოა ხარისხი შეიცვალოს, შედეგი შესაძლებელია.
0
№7
ავტორი: kobinio
25 აგვისტო 2018 13:34
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ნეტა მანჩესტერის ადმინისტრაციიდან ამ საიტზე არავინ შემოდის?
ამდენი გენიოსიდან ერთი შეარჩიოს მწვრთნელად ან აზრი საეკითხონ ამ გამოჰირებულ მაურინოს ამდენ მილიონებს რო უხდიან... უფასოდ აგერ.
რა კომენტარებს წერთ რაიყო?! ნეტა წააგოს,არეულია,დედა აქ ****ი,დანძრეულიაქ,გააგდონ... რაიყო გუნდს გულშემატკივრობთ თუ ჟოზეს წარუმატებლობას?!
ერთნა მაინც თქვით ნეტა გამოსწორდეს თამაში,ნეტა შეტევითი სტილი არჩიოს...რამე პოზიტიური დაწერეთ რამ დაგბოღმათ ასე?!
ქომაგი ხარ მარტო როცა თასით ხელშია გუნდი და მაშინაც როდესაც კოშმარული დღეებია.
ისე მახსოვს ფერგის ცუდი სტარტი ჩემპიონობას ნიშნავდა ხოლმე და საახალწლოდ 9 ქულიანი ჩამორჩენაც აღმოუფხვრია.მარა მაშინ ფერგისაც ასე განიხილავდნენ სუპერ პროფესიონალი ექსპერტები )))))
1
№8
ავტორი: GEORGE22
25 აგვისტო 2018 15:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
ციტატა: kobinio

ზოგიერთს ფერგის თამაშები რომ ანახო ფულჰემთან,შეიძლება ფერგისაც გადაუსვან ხაზი,იმ დონეზე უსუსურად ვთამაშბდით ხოლმე კოტეჯზე,დემიენ დაფი ჰეთრიკებს გვისრულებდა,გამწარებულები ვყავდით ყოველ წელს :D ფერგის და ჟოზეს არ ვადარებ,მაგრამ ფერგისაც აქვს ნასვარკები ძალიან ბევრი თამაში ისე ერთი პერიოდი გუნდი ძალიან მაღალი ანგარიშებით რომ იგებდა,ფერგიუსონი მაგაზე გააკრიტიკეს,მეტოქის უპატივცემულობის გამო,მოკლედ რომ ვთქვა რაც არ უნდა ქნა და გააკეთო,როცა მანჩესტერის ტრენერი ხარ,ყოველთვის მოგდებენ შარს რაღაცაში.
1
№9
ავტორი: LewisHamilton
25 აგვისტო 2018 16:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ციტატა: kobinio
ნეტა მანჩესტერის ადმინისტრაციიდან ამ საიტზე არავინ შემოდის?
ამდენი გენიოსიდან ერთი შეარჩიოს მწვრთნელად ან აზრი საეკითხონ ამ გამოჰირებულ მაურინოს ამდენ მილიონებს რო უხდიან... უფასოდ აგერ.
რა კომენტარებს წერთ რაიყო?! ნეტა წააგოს,არეულია,დედა აქ ****ი,დანძრეულიაქ,გააგდონ... რაიყო გუნდს გულშემატკივრობთ თუ ჟოზეს წარუმატებლობას?!
ერთნა მაინც თქვით ნეტა გამოსწორდეს თამაში,ნეტა შეტევითი სტილი არჩიოს...რამე პოზიტიური დაწერეთ რამ დაგბოღმათ ასე?!
ქომაგი ხარ მარტო როცა თასით ხელშია გუნდი და მაშინაც როდესაც კოშმარული დღეებია.
ისე მახსოვს ფერგის ცუდი სტარტი ჩემპიონობას ნიშნავდა ხოლმე და საახალწლოდ 9 ქულიანი ჩამორჩენაც აღმოუფხვრია.მარა მაშინ ფერგისაც ასე განიხილავდნენ სუპერ პროფესიონალი ექსპერტები )))))

ჟოზემ სულ რომ აპოკალიფსი გამოიწვიოს გუნდს წაგებას მაინც არასოდეს ვუსურვებ, მაგრამ რაიმე პოზიტიურის წერის საფუძველსაც რო არაფერი გვაძლევს რა ვქნათ.. ჟოზეს მტერი ამ საიტზე არავინ არაა; მეც და ალბათ ყველა ნამდვილ გულშემატკივარს გულით უნდა რომ ჟოზემ წარმატებას მიაღწიოს რაც არ უნდა ვერ ვიტანდეთ მის სათამაშო სტილს, მაგრამ საქმეც მაგაშია რომ მისი სათამაშო სტილი და წარმატება ორი აბსოლუტურად სხვადასხვა პოლუსზე მდებარე ცნებებია. კიბატონო ავდგეთ და ვწეროთ პოზიტიური კომენტარები (სადაა პოზიტივი ჯერ თორე) მაგრამ რა შეიცვლება მაგით? იმაში გეთანხმები რომ გუნდს არასოდეს წაგება არ უნდა უსურვო რაც არ უნდა ვერ იტანდე მწვრთნელს, მაგრამ დანარჩენში ვერ დაგეთანხმები. ფერგის და ჟოზეს შედარება ხო საერთოდ არარელევანტურია. ფერგი თუ ცუდ თამაშს ითამაშებდა ის იყო ერთეული ჩავარდნები რაც ყველასთან ხდება, მაგრამ ჟოზეს უსახური ფეხბურთი მუდვიმია და არავის აქვს იმედი რომ შეცდომებზე სწავლობს ეგ ადამიანი. თორე რო ვიცოდე რო ბრაიტონთან ჩასვრილი თამაში უბრალო უიღბლობა და ერთეული ჩავარდნა იყო ხმის ამომღების დედაც ვატირე, მაგრამ უიღბლობა კიარა, უკვე ჩვენი კლუბის მენტალობა როა ეგეთი თამაშები აი მაგიტოა ყველა უკმაყოფილო და პესიმისტური!
0
№10
ავტორი: kobinio
25 აგვისტო 2018 20:54
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: LewisHamilton

sad naxe ro fergis da jozes vadareb?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top