თბილისი:
მანჩესტერი:
24-08-2018, 15:47
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2203,
კომენტარები: 9
ზიდანი მეგობრებს "იუნაიტედის" შესახებ ესაუბრა
ფრანგი სპეციალისტის სურვილები ცნობილია.
ზიდანი მეგობრებს
მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა, შესაძლოა კარიერია "ნისლიან ალბიონზე" გააგრძელოს. სპეციალისტმა საკუთარი სურვილების შესახებ მეგობრებს ამცნო.

Daily Mail - ის ცნობით, ზიდანმა უკვე შეატყობინა საკუთარ მეგობრებსა და ახლობლებს იმის შესახებ, რომ მზად არის ჩაიბაროს ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, თუნდაც მიმდინარე სეზონში და არა სეზონის დასასრულს.

თავის მხრივ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა აქტიურად განიხილავს ზინედინის კანდიდატურას. აღნიშნული წყარო ასევე იუწყება, რომ 46 - წლის ზიდანი არის, ნომერ პირველი კანდიდატურა იმ შემთხვევაში, თუ ჟოზე მოურინიოს კლუბის დატოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროინდელი სიტუაციიდან გამომდინარე, პორტუგალიელ სპეციალისტს, წამყვანი სპორტული გამოცემები და საფეხბურთო ექსპერტები თანამდებობის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ. თუმცა გავრცელდა ცნობები იმის შესახებაც, რომ ხელმძღვანელობა მოურინიოს გათავისუფლებას მინიმუმ სეზონის დასრულებამდე არ გეგმავს.


როდის გსურთ დატოვოს მოურინიომ თანამდებობა?

სასწრაფოდ
სეზონის დასასრულს

სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
24 აგვისტო 2018 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ისე მიდის ბაზრები მართლა დიდი შანსია ამის მოსვლის
0
№2
ავტორი: WeAreUnited
24 აგვისტო 2018 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
მე ერთ რაღაცას ვერ ვხვდები აქ კომენტარებს ვაწყდები რომ ზიდანი არაა ტოპ კლასის მწვრთნელი და ა.შ. და გაუმართლა რომ რეალში მოხვდა არავინ დამაჯეროს რომ ეს ასეა 3 ლიგა ზედიზედ ბარსამ ვერ მოიგო ოქროს თაობით ტიპი ძალიან მაგარი ტაქტიკოსია და მახსოვს ზუსტად ასე ამბობდნენ გვარდიოლაზეც რომ თაობა შეხვდა და მაგიტომ მოიგო და აგერ მაგალითი სიტის რა ფეხბურთს ათამაშებს პლ-ში და არ ვიცი უნდა იყოს ამხელა ავტორიტეტის გუნდში მოსვლის მე პირადად მივესალმები რომ მოვიდეს და ფეხბურთი ათამაშოს ბიჭებს და არა რაღაცა მძღნერბურთი ^_^
2
№3
ავტორი: Methadon
24 აგვისტო 2018 16:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
ზიდანი მწვრთნელად რამდენად კარგია არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი ფეხბურთელების უმეტესობა ამის ფეხბურთზეა გაზრდილი და ბევრის კუმირია. ამიტომ, ამის სიტყვას ძალაც აქვს და შეუძლია გუნდის დამუხტვა.
1
№4
ავტორი: MoiSa
24 აგვისტო 2018 17:01
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 17
Daily Mail-ს ჩემი მტერი ენდოს :)) Skysports, რომ დაეწერა ხო კიდე კაი მაგრამ Daily Mail არასანდო წყაროა.
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Alex ferguson made his own epoch. Love u Legend <3
№5
ავტორი: irakli87
24 აგვისტო 2018 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
რა უაზრობაა! აწი დაიწყება ერთი კვირა დაიწერება ზიდანი მოდის, მეორე კვირა ზიდანი არ მოდის და ასე იქნება კარგა ხანს როგორც რონალდოზე იწერებოდა. ეს ყველაფერი ჯერჯერობით დიდი უაზრობაა, უბრალოდ მასალაა ჟურნალისტების და ამით პროვოცირებენ რაც უარყოფით გავლენას იწვევს კლუბზე. შეგვეშვან რა,,,, თუ მოვა ისედაც ვნახავთ, არ შეიძლება ესე გაუთავებლად ტყვილ მართალზე თამაში!
0
№6
ავტორი: Benny
24 აგვისტო 2018 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
იმედია მოვა და ასისტენტებათ კერიკი და სქოულზი
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
25 აგვისტო 2018 04:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ამის მოსვლა ასი პროცენტით დამტკიცებულია მაგრამ გააჩნია ჟოზეს მიდგომა იანვრამდე როგორ იქნება 20 თამაშიდან მინიმუმ 15 რო მოიგოს დატოვებენ პლიუს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ფა ქაფზე დიდათ არა მარა თუ გავიდა კარგია . იანვრის მერე სტაბილურობა თუ შეინდარჩუნა და გუნდს ეპლი მოაგებინა ალბათ დატოვებენ ან ჩემპიონთა ლიგა ერთერთი მაინც უნდა მოიგოს და ეგ კარგათ იცის ამიტო მე ამ კაცზე იმედებს არასდროს არ ვკარგავ მოდო მეგობრებო დველიდო
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
25 აგვისტო 2018 13:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასეთი სიახლე ნაკლებად დასაჯერებელია, ვნახოთ მომავალში რა დაიწერება
0
№9
ავტორი: giorgiginturi
26 აგვისტო 2018 08:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
გიგზი მოიყვანეთ სირებოოოო.. და ის სქოულზს მოიყვანს და მერე ნახავთ... შედეგსაც და ლამაზ თამაშსაც ზემოდან დიდი სერ ალექსი რომ დამუხტავს ამათ....
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top