თბილისი:
მანჩესტერი:
23-08-2018, 09:46
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1581,
კომენტარები: 8
გულშემატკივრები აქციებისთვის ემზადებიან
ფანები ხელმძღვანელობის წინააღმდეგაც გამოდიან.
გულშემატკივრები აქციებისთვის ემზადებიან
გარდა იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში უკვე გამოთქვეს პროტესტი გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს მიმართ და მისი წასვლა მოითხოვეს, დღეს ვრცელდება ინფორმაციებიც იმის შესახებ, რომ ფანები გუნდის ხელმძღვანელობასაც დაუპირისპირდებიან.

The Sun - ის ცნობით, გულშემატკივრები მზად არიან აქციები გამართონ, მთავარი მოთხოვნა იქნება გუნდის აღმასრულებელი დირექტორის ედ ვუვორდის გადაყენება. აღნიშნული წყაროს ცნობით, მათ უკვე შეუკვეთეს თვითმფრინავი, რომელიც პრემიერ ლიგის მესამე ტურში, სადაც "იუნაიტედი" შინ "ტოტენჰემს" უმასპინძლებს, მოედანზე გადაიფრენს ბანერით ""ED OUT — LUHG" - რომელიც ასე ითარგმნება "ედ (ვუდვორდი) წადი, გვიყვარს "იუნაიტედი" გვძულს გლეიზერები".

ბოლოს მსგავსი აქციები ფანებმა 2014 წელს, მაშინდელი მთავარი მწვრთნელის დევიდ მოიესის წინააღმდეგ გამართეს.

ინგლისის ჩემპიონატის ორი ტურის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" 3 ქულა აქვს. შეგახსენებთ, რომ გამართული ორი შეხვედრიდან გულშემატკივრების უკმაყოფილება ორივეზე ვრცელდება. განსაკუთრებით ისინი "ბრაიტონთან" სენსაციურმა მარცხმა და ნაჩვენებ უსახურმა თამაშმა გააღიზიანა.

აქამდე ასევე გავრცელდა ინფორმაციები, რომ ჟოზე მოურინიო გუნდის შემადგენლობასთან განიხილავდა ამ სიტუაციას და ვითარების გამოსწორებას შეეცდება.
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: LewisHamilton
23 აგვისტო 2018 10:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ჰო მგონი დროა უკვე ხმის ამოღების და რადიკალური ზომების. ძაან შემოაჯდნენ კლუბს თავზე ეს გლეიზერები. მესმის რომ პირველ რიგში ბიზნესმენები არიან და კომერციულ მოგებას უყურებენ მაგრამ ბიზნესმენს თავში ტვინი თუ გაქვს მიხვდება რომ გუნდის ცუდი შედეგი და ფანების ამხელა უკმაყოფილება გრძელვადიან პერიოდში ზარალში აისახება და აღარც ეგ ფული ექნებათ რომ რამენაირად გაამართლონ სიტუაცია. მოკლედ ნამდვილად დროა უკვე პროსტესტის რომ რეალურად კლუბის ინტერესებს მიექცეს ყურადღება და არა მხოლოდ გლეიზერების პირად ჯიბეს..
1
№2
ავტორი: giorgi_mg
23 აგვისტო 2018 10:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მშვენიერია, პირველ რიგში ვუდვორდი კარისკე და მიაყოლონ ჟოზეც უკან! ED OUT — LUHG
0
№3
ავტორი: ikeoni
23 აგვისტო 2018 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ისეთი პირი უჩანს რო აუცილებლად იქნება ცვლილებებიიი
0
№4
ავტორი: MANUTD1878
23 აგვისტო 2018 11:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
თუ მაგას მოვესწარი რო ჟოზეს მჟავე სიფათს აღარ ვუყურე რაღა მამკლამს:))
1
№5
ავტორი: WeAreUnited
23 აგვისტო 2018 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ეხლაც თუ ვერ მიხვდა ვუდვორდი და გლეიზერების მაფია რომ ეს სირბანჯო უნდა გააგდონ სასწრაფოდ და არა სეზონის ბოლოს შემდეგ საშიანაო მატჩში 1 კაციც არ უნდა მივიდეს და ოლდტრაფორდი რომ ცარიელი იქნება მერე მიხვდებიან რომ უნდა ააჯმევინონ ამ მ წ ო ვ ე ლ ა ს
0
№6
ავტორი: K1llsw1tch
23 აგვისტო 2018 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
გლეიზერები უნდა წაშავდნენ. სანამ ისინი იყიდდნენ იუნაიტედს სერ ალექსი ბევრად მეტ წარმატებას აღწევდა 90-იანებში, რადგან გარდა მისი გენიალური უნარებისა ხელშეწყობაც ჰქონდა ხელმძღვანელობისგან ყველა ასპექტში. ამასთან ერთად, ველი სპორტული დირექტორის დანიშვნას. საინტერესოა, ვინ დაინიშნება.
1
№7
ავტორი: SANDROGRIGA
23 აგვისტო 2018 13:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
როგორც მოსალოდნელი იყო, თუმცა ჯერ-ჯერობით არაფერი შეიცვლება
0
№8
ავტორი: Phil Jones
24 აგვისტო 2018 01:31
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
სიამივნებით შევუერთდებოდი. ძალიან გაჩერდა გუნდი საერთოდ არაა პროგრესი!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top