თბილისი:
მანჩესტერი:
22-08-2018, 10:36
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1703,
კომენტარები: 5
მარსიალმა გადაწყვეტილება მიიღო
ფრანგმა სხვა კლუბებზე ფიქრს წერტილი დაუსვა.
მარსიალმა გადაწყვეტილება მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტდის" ფრანგმა შემტევმა ენტონი მარსიალმა, საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მოგეხსენებათ, ზოგიერთი გამოცემების ცნობით, ფრანგი, პოლ პობასთან ერთად აქტიურად განიხილებოდა გუნდიდან წამსვლელთა სიაში, ამას ზედ ერთვოდა ის ფაქტი, რომ მოურინიოსა და ენტონის შორის არცთუისე კარგი ურთიერთობა იყო.

მას დიდი ხნის მანძილზე სურდა კლუბის დატოვება და სხვა რომელიმე გუნდში კარიერის გაგრძელება. თუმცა, როგორც ჩანს შემტევმა ამ ყველაფერზე ფიქრს წერტილი დაუსვა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბიდან წასვლას არ გეგმავს, ხოლო მისი მიზანი გუნდის ძირითად შემადგნლობაში ადგილის დამკვიდრება იქნება. იუწყება - The Sun.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა მარსიალის გაყიდვა არ ისურვა, მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილს გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გამოხატავდა, რომელიც მუდმივ უთანხმოებაში იმყოფებოდა მარსიალთან.
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
22 აგვისტო 2018 10:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთლიანად გუნდი ისეთ ფორმაშია, რომ ერთი კონკრეტული ფეხბურთელის შეფასება და მასზე რაიმე დადებითის ან უარყოფითის თქმა რთულია.
0
№2
ავტორი: Svanchester
22 აგვისტო 2018 10:54
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მიანიშნეს ეტყობა მაგას მოურინიოს წასვლის შესახებ და გადაიფიქრა წასვლა ))
1
№3
ავტორი: GEORGE22
22 აგვისტო 2018 10:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
კაროჩე ზოგიერთები თუ არ ჩამოყალიბდნენ და კაცურად მიუდგნენ საქმეს,ასე მუდამ ჩამოუყალიბებელი გუნდი ვიქნებით.
0
№4
ავტორი: PaLoMo
22 აგვისტო 2018 13:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Svani
მიანიშნეს ეტყობა მაგას მოურინიოს წასვლის შესახებ და გადაიფიქრა წასვლა ))

ეგეც არის,მაგრამ იმედი მაქვს თვიტინ მოისურვა დარჩენა და მოხოდვა თორე მასე გინდ ყოფილა გინდ არაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: ikeoni
22 აგვისტო 2018 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ეგ ძალიან კარგი მაგრან ეხლა ფორმას უნდა მიხედოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top