თბილისი:
მანჩესტერი:
22-08-2018, 09:57
ავტორი: MoiSa,
ნანახია: 1806,
კომენტარები: 5
3 მიზეზი თუ რატომ სჭირდება “იუნაიტედს” პოგბა
რატომ სჭირდება მანჩესტერს პოგბა.
3 მიზეზი თუ რატომ სჭირდება “იუნაიტედს” პოგბა
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც ნათლადაა აღწერილი ის თუ რატომ სჭირდება “მანჩესტერ იუნაიტედს” ფრანგი ვარსკვლავი პოლ პოგბა.

#1 საუკეთესო ფეხბურთელი კლუბში?

პოლ პოგბა, როგორც ჩანს საუკეთესო ფეხბურთელია კლუბში. ნახევარმცველს თავისთავზე შეუძლია თამაშის აღება, მაგრამ ამას ხშირად არ გვთავაზობს. მას დიდი ტალანტი აქვს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი გამოვიდეს. კლუბში არსებობენ სხვა სახელოვანი პირებიც, მაგალითად დავიდ დე ხეა და რომელუ ლუკაკუ. მაგრამ დე ხეა გოლკიპერია, ხოლო ლუკაკუს არ აქვს ისეთი ტალანტი, როგორიც პოგბას გააჩნია.

მე მგონია, რომ იგი ბედნიერი არ არის. შესაძლოა მას წასვლა სურს, შესაძლოა დარჩენა. 9 დღეში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება და დიდი ალბათობით პოგბა გუნდში დარჩება. ამიტომაც მან ძალების აღდგენა და შემდეგი მატჩისთვის ფიქრი უნდა დაიწყოს.

მაგრამ მე ვთქვი, რომ ის შეილება მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი გამოვიდეს. ეს მან წინა სეზონშიც დაამტკიცა, მაგალითად გავიხსენოთ “მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრა სადაც “წითელი ეშმაკები” 2-0 მარცხდებოდნენ, პოგბამ თავის თავზე აიღო ლიდერობა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდგომ რაც მოხდა კარგად მოგეხსენებათ.

ფინანსები

უკვე ფეხბურთში ისეთი დრო დადგა, რომ ფეხბურთელებს ძალიან დიდი რაოდენობის ხელფასები აქვთ, მაგრამ პოლ პოგბას კვირაში, მხოლოდ 190,000 მილიონ ათას ევროს იღებს, რაც მისნაირი ფეხბურთელისთვის ბევრი არაა. ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ პოგბა ხელფასის გაზრდას არ ითხოვს.

გაცილებით მეტი ხელფასი აქვს მასზე ივან რაკიტიჩს და სერხიო ბუსკეტს, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ფრანგი ნახევარმცველი არაფრით ჩამოუვარდება რაკიტკჩსა და ბუსკეტს.

მომავალი

პოგბა მხოლოდ 25 წლის არის. 25 წლის ფეხბურთელისთვის ასეთ დონეზე თამაში ძალიან დიდი და კარგი მიღწევა. იგი ასევე ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მას ასევე დიდ მომავალს უწინარსწარმეტყველებენ “იუნაიტედის” ლეგენდები. პაულ სქოულზი მასში დიდ ტალანტს ხედავს, ასევე რაიან გიგზი, რომელიც პოგბას განსაკუთრებით ამხნევებს.

პოლ პოგბა თუ “იუნაიტედში” დარჩება იგი აუცილებლად იქნება ოქროს ბურთის კანდიდატი, რატომ მაინცდამაინც “იუნაიტედი”?რადან მას “ბარსელონაში” დიდი კონკურენციის გამო გაუჭირდება, იქ ლიონელ მესი, ფილიპე კოუტინიო და უსმან დემბელე ასპარეზობენ.

წყარო:sportskeeda
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: f.c.mu
22 აგვისტო 2018 10:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
მაგრამ ამ ყველაფერს აზრი ეკარგება როცა მას არ უნდა ამ გუნდში თამაში
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, იწერებოდა თითქოს თუ მოუ წავა ეს დარჩება
მაგრამ რაღაც ამის დარჩენაში ძაან ეჭვი მეპარება
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
22 აგვისტო 2018 11:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პოგბას მთავარი პრობლემა ,,სათამაშო ხასიათია". უნარებით და შესაძლებლობებით ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა თავის პოზოციაზე, მაგრამ ამ ხასიათით ვერასდროს ვერ გახდება საუკეთესო, დარჩება ასეთ არასტაბილურ ხასიათის ფეხბურთელად, რომლის მიმართაც სულ მეტი მოლოდინი გვექნება გულშემატკივრებს. ასევე, უნდა შეცვალოს თამაშის სტილი, რაც ზედემეტად ბურთის თრევაში და არასწორ გადაწყვეტილებებში გამოიხატება. ისეთ ასაკშია წესით უკვე ჩამოყალიბებული სტაბილურად ძლიერი უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ თავის რესურსს, მაგრამ ეს რიგი ბრობლემები ხევს მას და მის კარიერას უკან. მე პირადად, ყველაფრისდა მიუხედავად პოგბას დარჩენა მინდა და მისი კარგი თამაში გამიხარდება.
0
№3
ავტორი: f.c.mu
22 აგვისტო 2018 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
https://www.youtube.com/watch?v=oDQrA8BhSzk
0
№4
ავტორი: ikeoni
22 აგვისტო 2018 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
საოცრად მნიშვნელოვანი იგროკია გუნდისთვის
0
№5
ავტორი: PaLoMo
22 აგვისტო 2018 13:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
190იო? მე 250ქო და მეგონაა ...მოუმატოს თამაშს და გაუზრდიან ხელფასსს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top