თბილისი:
მანჩესტერი:
22-08-2018, 09:55
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1369,
კომენტარები: 4
იან რაითი: "მოურინიო ვენგერს მაგონებს"
ყოფილი ფეხბურთელის თქმით, მოურინიოს მდგომარეობა, ვენგერის ბოლო დღებს ჰგავს "არსენალში".
იან რაითი:
ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა იან რაითმა, კრიტიკული შეფასება გაუკეთა იმ ყველაფერს რაც ახლა "მანჩესტერ იუნაიტედის" ირგვლივ ტრიალებს.

"ჩემი მისდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად (ჟოზე მოურინიო), არ ვფიქრობ, რომ ის ამ სიტუაციის გამოსწორებას შეძლებს კლუბში. ჩვენ ყველამ ვიცით თუ რას ნიშნავს მოურინიოსთვის ის სინდრომი რასაც მესამე სეზონი ჰქვია. როდესაც მე მის გამოსვლებს ვუსმენდი მინდოდა მხოლოდ ერთი რაღაც მეთქვა მისთვის: თქვენ ამას სერიოზულად ამბობთ? შენ მთელი კარიერის მანძილზე დიდი რეპუტაცია მოიპოვე, მაგრამ შენს ქმედებებში ყველაფერს ანადგურებ.

ეს ყველაფერი მე მაგონებს "არსენალში" არსენ ვენგერის ბოლო დღეებს, ზუსტად მსგავსი სიტუაციაა ჟოზე მოურინიოს ირგვლივაც. ხალხი უყურებდა "არსენალს" და მათ თამაშში მხოლოდ წარუმატებელ გამოსვლებს ხედავდა, ახლა ამგვარი შეხედულება გულშემატკივარს "იუნაიტედის" მიმართ აქვს.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ მოურინიოს დროს გუნდში პროგრესი არ ყოფილა, გუნდმა მოიგო ევროპა ლიგა, მოიგო ლიგის თასი, გასულ სეზონში მეორე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი, ხოლო ეს ყველაფერი "იუნაიტედისთვის" უცნობი სტილით მოხდა. ხელმძღვანელობა არ შეიძლება კმაყოფილი იყოს ამ სტილის გამო, გულშმატკივრები მითუმეტეს, დიახ და სწორედ ჟოზეც.

ფეხბუთელებისთვის ეს სიტუაცია კომფორტული არანაირად არ არის. რაღაც ყველაფერი რიგზე ვერ არის".
- ციტირებს Goal - რაითის სიტყვებს.
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
22 აგვისტო 2018 10:01
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
უკვე ძაან დიდი ტალახი მოდის, ეს ყველაფერი მოურინიოს რეპუტაციაზე ხო მოქმედებს და მოქმედებს მაგრამ კლუბის რეპუტაციაც რო ზარალდება ამ ყველაფრიდან ეს ცხადია. ხელმძღვანელობას ძინავს და ვერ იღვიძებენ ეს შობელძაღლები, კომერციულდ მომგებიან ნაბიჯებზე ფიქრობენ მარტო, ნევილმა კომენტარშიც განაცხადა, მხოლოდ სპონსორებზე ფიქრი საჭირო არ არისო, მართალია ესენი შემოსავლიანობაზე მარტო ფიქრობენ, მოაგვარონ სასწრაფოდ ეს სიტუაცია, გასაშვებია კლუბიდან ეს კაცი, სასწრაფოდაა გასაშვები, ასე იქნება ყოველ ჯერზე ვისაც აუდგება გამოვა და გაგვაკრიტიკებს. სტატიები იწერება იმაზე უკვე თუ რატომ არ უნდათ ვარსკვლავებს იუნაიტედში თამაში, და ეს მიზეეზი მოურინიო და მისი სტილია, სირცხვილია, რას დაამსგავსა კლუბი, მანჩესტერში თამაში ვის არ მოუნდებოდა დღეს კი ერიდებიან ამ სვარკა კაცთან მოსვლას. მოურინიოს თავისი კარიერული მიღწევებით პატივს ვცემ და აქაც ვხედავ რა გააკეთა, უმადურობის გამოვლინებას არ ვიკადრებ, რაღაც კი ქნა მაგრამ აქ იუნაიტედია და ჩვენ გულშემატკივრები ყოვველთვის მაქსიმუმს ველოდებით, იმას მაინც ველოდებით რომ გუნდი მთელი თამაში უბურთოდ არ ჩაატარებს შეხვედრებს. გაუშვით ეს კაცი მალე გაუშვით.
2
№2
ავტორი: SANDROGRIGA
22 აგვისტო 2018 11:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასე თუ გაგრძელდა ხელმძღვანელობას რომც არ უნდოდეს გაშვება გულშემატკივრებიდან იქნება ძალიან დიდი ზეწოლა, რაც კარგად არ დამთავრდება.
0
№3
ავტორი: ikeoni
22 აგვისტო 2018 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ვნახოთ დაველოდოთ წესით დიდი ხანი არ უნდა გაგძელდეს ეს სიტვაცია
0
№4
ავტორი: giorgi_mg
22 აგვისტო 2018 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
სამწუხაროდ სიმართლეა, რაღაც რიგზე ვერ არის... და რა ვერ არის ეგ ვერ გავიგეთ? მგონი არაფერი არ არის რიგზე, დაწყებული მფლობელებიდან დამთავრებული ფეხბურთელებით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top