"ფენერბახჩეს", "ევერტონის" და "პსჟს" ინტერესის მიუხედავად მოურინიომ გადაწყვიტა მარკოს როხო გუნდში დატოვოს. მითუმეტეს უკანა ხაზში პრობლემებია და კიდევ ერთი მცველის გაყიდვა ზედმეტი იქნება, თანაც უნდა ავღნიშნოთ, რომ არგენტინელი უნივერსალია.
როხო 2014 წელს გადმოვიდა "სპორტინგიდან" €18 მილიონის სანაცვლოდ. იმ წელს არგენტინის ნაკრებში ის ბრწყინავდა მუნდიალზე. ასე რომ "იუნაიტედის" ბოსებმა მისი მოყვანა გადაწყვიტეს. კარგადაც თამაშობდა სანამ მოურინიომ სკამზე არ გადასვა. თუმცა პორტუგალიელს ახლა დაცვაში პრობლემები აქვს და სავარაუდოდ როხოს გამოყენება მოუწევს.
ცუდი წინა სეზონის მიუხედავად რეგულარული დროის მიღების შემთხვევაში შეძლებს ათამაშებას. როხო მაინც მოხვდა არგენტინის ნაკრებში და საკუთარი ქვეყანა ბოლო ტურში ჯგუფში ჩარჩენისგან იხსნა. როხოს "ოლდ ტრაფორდზე" 2021 წლამდე აქვს კონტრაქტი გათვალისწინებული, გამოსასყიდი კი €20 მილიონს შეადგენს.