თბილისი:
მანჩესტერი:
21-08-2018, 21:05
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 1933,
კომენტარები: 4
მოურინიო მარსიალის გაყიდვაზე თანახმაა
პორტუგალიელი მარსიალის საჭიროებას ვერ ხედავს
მოურინიო მარსიალის გაყიდვაზე თანახმაა
ჟოზე მოურინიომ ედ ვუდვორდს უთხრა რომ ენტონი მარსიალი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაასხვისოს. ფრანგის გუნდიდან წასვლაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ პრე-სეზონის დროს დაიწყო.

მცირე ხნით ადრე მარსიალი შვილის შეძენის გამო გუნდში გვიან გამოცხადდა, ჟოზემ კი მაშინვე ორი კვირის ხელფასით დააჯარიმა 22 წლის ფრანგი შემტევი.

მარსიალმა ძირითადში დაიწყო "ბრაიტონთან" შეხვედრა სანჩესის არყოფნის გამო და თავისი თანაგუნდელების მსგავსად ვერაფერი ღირებული შემოგვთავაზა. მეორე ტაიმში ის გამოცვალეს.

Daily Star-ის ინფორმაციით, მოურიონიო თვლის რომ მარსიალის წასვლა გუნდს არ დააზარალებს, ამიტომ ვუდვორდს მისი გაყიდვა თხოვა, რათა აღებული ფული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გამოიყენოს.

ჟოზეს თხოვნის მიუხედავად, ედ ვუდვორდი ახალგაზრდა ფრანგს საკმაოდ ძვირად აფასებს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით თუ რა ინვესტიცია ჩადო მასში "მონაკოდან" მოყვანის დროს. ასე რომ მარსიალის სხვა გუნდში გასხვისება იოლად არ გამოვა.
ტრანსფერები
4 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
21 აგვისტო 2018 21:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
იანვრამდეა რავინ გაუშვან და მერე ჟოზეს გაუშვებენ
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: kobinio
21 აგვისტო 2018 22:43
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ijara mouxdeboda da sabolood gaxdeboda cnobili xo tu ara...
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
22 აგვისტო 2018 11:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჭორებია მხოლოდ
0
№4
ავტორი: mishiko1
12 ოქტომბერი 2018 21:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
არ ათამაშებენ მაინც და რად გვინდა ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და უფასოდ წავა გაცვალონ მაინც ვინმეში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top