თბილისი:
მანჩესტერი:
21-08-2018, 13:47
ავტორი: MoiSa,
ნანახია: 2648,
კომენტარები: 13
BBC: “ზიდანი “იუნაიტედს” გაწვრთნის”
როგორც ჩანს ზიდანმა გეზი ინგლისისკენ აიღო.
BBC: “ზიდანი “იუნაიტედს” გაწვრთნის”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ჟოზე მოურინიო გაუშვას და გუნდი ზინედინ ზიდანს ჩააბაროს. შეგახსენებთ, რომ “იუნაიტედმა” გუშინ წინ მარცხი განიცადა და ეს დიდწილად მოურინიოს ბრალია.

ასევე ჟოზეს გაშვება “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებსაც სურთ. ერთ - ერთ სოციალურ ქსელში კერძოდ კი “Tweeter” გამოქვეყნდა მსგავსი ბანერები, #MourinhoOUT. ასე, რომ “წითელი ეშმაკების” გულშემატკივრები ახალ სპეციალისტს ელოდებიან.

რაც შეეხება ზინედინს, იგი მადრიდის “რეალში” 2016 წელს მივიდა. როდესაც იგი “ბლანკოსში” მივიდა გუნდს ცუდი ვითარებაში იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ზინედინ ზიდანმა მალევე მოაგვარა. მან გუნდს ზედიზედ სამჯერ მოაგებინა უეფა ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ეს სამი ტიტული მან არ იკმარა და “თეთრების” კოლექტივს ლა ლიგის თასიც მიაყოლა.

ასეთი წარმატებული წლები ჟოზე მოურინიოს არ ქონდა, რომელიც გუნდს 2016 წლიდან უდგას სათავეში. ჟოზემ მხოლოდა მხოლოდ ორი ტიტულის მოგება შეძლო “წითლებში”. ეს ტიტულები კი ევროპა ლიგა და ინგლისის თასია. მგონი მართლა დრო დადგა, რომ მან გუნდი დატოვოს და “იუნატედში” გუნდის შესაფერისი ტრენერი მოვიდეს.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: nika_nikusha
21 აგვისტო 2018 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
კაი ამბავია მარა არმოხდება ეს ესე მალე , ჩმოუ არ წავა სეზონის ბოლომდე მაგის ......
0
№2
ავტორი: David beckham7
21 აგვისტო 2018 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ძაან მაგარი იქნება ეს თუ სიმართლეა რათქმაუნდა.იმედია მოვა.უეჭველი ლიგას დადებს
0
№3
ავტორი: Benny
21 აგვისტო 2018 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ზამთარში გაუშვენებ სავარაუდოთ ჟოზეფინას, ყველაფერს რო თავი დავანებოთ დიდი ავტორიტეტია ზინედინ ზიდანი, და თან ვნახოთ ისეთ ვითარებაში როგორშიც ეხა ჩვენი მანჩესტერ იუნაიტედია როგორ შედეგებს დადებს თუ შეუძლია გუნდის აწყობა ფაქტიურად ნულიდან, ეს თუ შეძლო უდავოდ უძლიერესი მწვრთნელის კატეგორიაში შევა. თან ფეღბურთელებიც არსად წავლენ წინ მარსიალი რეშფორდი ლუკაკუ სამი ტრიო დაგლიჯავენ ზიდანის მეთაურობით, სამი განსხვავებული ტიპის შემტევი უბრალოდ ამას ჭირდება ზიდანისნაირი მწვრთნელი შემტევი ტაქტიკურად გათვლილი პასებით შორეული დარტყმებით რამდენი გოლის გატანა შეუძლია გინდათ რეშფორდს გინდათ მარსიალს პოგბაზე აღარ ვლაპარაკოფ ლუკაკუ კიდე ძლიერი შემსრულებელია, ბოლოს როდის გავიტანეთ საჯარიმოს გარედან გოლი აღამ მახსოვს, მჯერა რომ ზიდანი მანჩესტერს ნამდვილ გამანადგურებლათ აქცევს 500 მილლიონი ტრანსფერებისთვის და ნახეთ ზიზუსთან რომელი ერთი ფეხბურთელი იტყვის უარს მბაპეს დათრევის შანსიც გვექნება რეშფორდი მარსიალი მბაპე MMR
0
№4
ავტორი: ikeoni
21 აგვისტო 2018 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
თუ მოხდა სავარაუდოდ სეზონის ბოლოს
0
№5
ავტორი: giorgi_mg
21 აგვისტო 2018 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მე ტვიტერი არ მაქვს და თუ იცით ვინმემ რამდენი ფოლოვერი ყავს მაგ გვედს?
კარგი ამბავია ნეტავ სიმართლე იყოს და ზამთარში მოიყვანონ.
0
№6
ავტორი: MANUTD1878
21 აგვისტო 2018 16:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
დღესვე გავაპანღურებდი ამ სირს..ზიზუსნაირი ავტორიტეტი ჭირდება ზუსტად ეხლა მანცჰესტერს, თუ არადა მოგვიწევს კიდე ჩმოუს გინება კაიხანი.
0
№7
ავტორი: england123
21 აგვისტო 2018 16:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
ჩემი ოცნებაა ლეგენდა იუნაიტედში დაინიშონს და ამ დიდებულ და ისტორიულ კლუბს დაუბრუნოს დიდება, მე რეალის ფანი ვარ მაგრამ აქ ბევრჯერ ვახსენე უდიდეს პატივს ვცემ მანჩესტერს და იმედია დაინიშნება ზიზუ და დარწმუნებული ვარ ზედიზედ სამჯერ თუ არა მეოთხეს აუცილებლად აჩუქებს იუნაიტედა და ეპლის იმედია მალე გაუშვებენ ჯოზეს derphappycry
2
№8
ავტორი: LewisHamilton
21 აგვისტო 2018 16:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ვნახოთ სადამდე გაქაჩავს მოურინიო.. ჩემი გადასაწყვეტი რო იყოს სულ არ დაველოდებოდი ზამთარს და არც ამ უთავმოყვარეოს კომპენსაციას დავეძებ მოვაშორებდი უმალვე კლუბიდან და დავისვენებდით რა. ერთი მარტივი რამე უნდა გავაანალიზოთ ყველამ, ამაზე უარესი კლუბს ვეღარაფერი დაემართება, ყველაზე ცუდ შემთხვევაში არაფერი შეიცვლება. ასე რომ მომხრე ვარ რომ ზამთრამდეც კი მოიყვანონ ახალი მწვრთნელი ნამდვილად არაფერს დაკარგავს ამით გუნდი..
0
№9
ავტორი: england123
21 აგვისტო 2018 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
ყველაფერს დავანებოთ თავი უდიდესი ავტორიტეტია ზიზუ ყველა ფეხბურთელისთვის, სტიმული იქნება ყველასთვის ასეთი დიდი ადამიანის მოსვლა იუნაიტედში , იმსახურებს ეს გუნდი გამოვიდეს ამ კრიზისიდან და დარწმუნებული ვარ მოურინიო ამას ვერ შეძლებს ✨
0
№10
ავტორი: JuanMata
21 აგვისტო 2018 17:39
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ზიზუ კარგი ბიჭია, მაგრამ არაა საჭირო ნაჩქარევი გადაწყვეტილება.
ჯობია ჯერ სპორტული დირექტორი მოიყვანონ, დაგეგმონ ერთად რა სისტემით და ფილოსოფიით უნდა განვითარდეს გუნდი, მერე მოიძიონ შესაბამისი მწვრთნელი და ფეხბურთელები.

ვან გაალის დროს იყო განვითარების გარკვეული გეგმა, თანაც კარგი გეგმა, მწვრთნელმა არ გაამართლა. შეცდომა იყო, მაგრამ უფრო დიდი შეცდომა იყო ამ გეგმის შეცვლა და ახალი "ტიტულები აქ და ახლა" გეგმით შეცვლა, გუნდს მოუწია თავიდან ბოლომდე გადაწყობა და მესამე წელია, ყოველ სეზონს, ფაქტიურად 0-დან ვიწყებთ, ვერ შენდება ასე გუნდი.

დიდ სხვაობას არ მოგვცემს ახალი მწვრთნელი სექტემბერში, მაქსიმუმ დროებითი მწვრთნელი სეზონის ჩასამთავრებლად.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top