თბილისი:
მანჩესტერი:
21-08-2018, 10:07
ავტორი: MoiSa,
ნანახია: 1403,
კომენტარები: 8
მოურინიო “რეალის” ვარსკვლავით ინტერესდება
როგორც ჩანს ჟოზე ამ ფეხბურთელზე ჯერ კიდევ ფიქრობს.
მოურინიო “რეალის” ვარსკვლავით ინტერესდება
შეაგხსენებთ, რომ 2 დღის წინ “მანჩესტერ “იუნაიტედი” “ბრაიტონთან” დამარცხდა. ეს მარცხი არამარტო ჟოზე მოურინიოს ბრალი იყო არამედ “იუნაიტედის” მცველებისაც. შეგახსენებთ, რომ “ბრაიტონთან” მატჩში დაცვის ხაზში ერიკ ბაი და ლინდელოფი იდგნენ.

ამ ორმა “ბრაიტონის” შემტევებს ვერ გაუძლეს და წარმოიდგინეთ რას იზამენ “მანჩესტერ სიტის” და “ლივერპულის” შემტევების წინააღდეგ. წარმოიდგინეთ, რომ ბაის და ლინდელოფს სალაჰი, მანე და ფირმინო უტევენ.

ზუსტად ამიტომაც საჭირო, მადრიდის “რეალის” ცენტრალური მცველი, რაფაელ ვარანი. “იუნაიტედი” მის შეძენას ზამთარში შეეცდება. შეგახსენებთ, რომ ფრანგი მსოფლიოზე დაცვის ხაზის ლიდერი იყო. ამას დავუმატოთ, რომ გუნდში ლოპოტეგი მივიდა, რომელიც
ესპანელებს უფრო ენდობა ვიდრე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ამიტომაც რაფაელ ვარანის ტრანსფერი უფრო რეალური ხდება.

წყარო:Daily star
ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: LewisHamilton
21 აგვისტო 2018 10:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ძალიან არ მგონია ამან მოურინიოსთან მოსვლა ისურვოს და თან ის არგუმენტიც რომ ლოპოტეგი ესპანელია და ყველა სხვა ეროვნების ფეხბურთელს დაერხა მაგარი თითიდან გამოწოვილი ლეგენდა მგონია..
1
№2
ავტორი: ikeoni
21 აგვისტო 2018 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
რა დროს ტრანსფერებზე და ვინმეს მოყვანაზეა ლაპარაკი ან რეალი ამის გამშვებიაა
0
№3
ავტორი: kobinio
21 აგვისტო 2018 12:51
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
არასოდეს ვუზრდელობ მარა დეილი სტარს შიგ ხომ არააქ? რას წწევიან ასეთს?! ვარანი უნდა რა კარაქიანი პურია? ბეილი არ უნდა და სავიჩი? თუ გოდინი არ უნდა,ტობი?
გახსნილ სატრანსფერო ფანჯარაზე ხო დაადუღეს ტრანსფერებით ბაზარი და ეხლა ხო ...არავოს არ უნდა აქ მოსვლა ბებრების გარდა და ისინიც ფულით იკერებიან.
ხვალ დაწერენ სანე უნდაო და კიდე გაგვავრაზეთ
))) მასხარვორდი
სა
0
№4
ავტორი: JuanMata
21 აგვისტო 2018 14:07
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რეალი - ატლეტიკოს თამაშში ვარანმა არანაკლები შეცდომები დაუშვა, რომელსაც გოლიც კი მოყვა.
უშეცდომო მცველი, რომელიც ყველა მატჩს იდეალურად ატარებს არ არსებობს.

რაც უფრო ახლოს მოგაქვს შენს კართან თამაში, მით მეტი სახიფათო მომენტი იქმნება, მეტი დაწოლა მოდის შენს დაცვაზე და საბოლოოდ შეცდომის დაშვება დროის საკითხია.
რატომ გაუშვა სიტიმ ყველაზე ნაკლები გოლი წინა სეზონში? ოტამენდი და სტოუნზი მსოფლიოს საუკეთესო დაცვაა? არა, სიტი თამაშობს ისე, რომ მთელი გუნდით იცავს თავს, მაგრამ აკეთებს ამას კარიდან მოშორებით, არ აძლევს საშუალებას მეტოქეს დიდი ძალებით დააწვეს მის დაცვას, სამუშაო ნაწილდება და ნაკლებ შეცდომას უშვებენ.

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ რეალურად ლინდელოფი და ბაიი არ არიან ცუდი მცველები. მაგრამ მაბჩესტერის თამაში ისეთი არეულია, იმდენ სივრცეს ვტოვებთ ცენტრში, რომ უბრალოდ შეუძლებელია ყოველ თამაშში ასეთ ინტენსიურ დაწოლას გაუძლო, პრესინგი საერთოდ არ გვაქვს, სამაგიეროდ ჩვენ მეტოქის პრესინგიდან გამოსავალი არ გვაქვს.

რა თქმა უნდა მცველების ხარისხში განსხვავება არის, ვიღაც ინდივიდუალურად უფრო სწრაფია, უფრო ჭკვიანი და უფრო ძლიერი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ თამაშით დაცვაში ყოველთვის გვექნება პრობლემა. ჟოზე ცდილობს თავისი ტაქტიკის(თუ შეიძლება საერთოდ რამე სახელი დაარქვა) ხვრელები, მოთამაშის ინდივიდუალური სქილებით ამოავსოს, მაგრამ ასე არ გამოვა მუდმივად, ფეხბურთი გუნდური სპორტია და ჩვენ ყოველთვის შეგვექმნება პრობლემები კლასით თუნდაც დაბალი, მაგრამ კარგად ორგანიზებული გუნდების წინააღმდეგ - როგორიც, მაგალითად ბრაიტონია.

P.S. რაღა დროს ვარანია, მორჩა ტრანსფერები, რაც გვაქვს ეს გვაქვს. ზამთრამდე არ იქნება არაფერი, ამ თამაშით კიდევ მოურინიო ვერ მიაღწევს, იანვრამდე.
1
№5
ავტორი: David beckham7
21 აგვისტო 2018 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
არა ძაან ბევრ შეცდომებს უშვებს ეს არ გვჭირდება.რომანიოლიზე იჩალიჩონ ყველაფერს ჯობია
0
№6
ავტორი: JuanMata
21 აგვისტო 2018 14:52
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: MoiSa

ყოველთვის სწორად მსჯელობთ ყოჩაღ, მაგრამ გუნდს რომ დაცვის გაძლიერება სჭირდება ამაზე ორი აზრი არ არის. მანჩესტერ სიტის არგუმენტი სწორია, მაგრამ თქვენ და სწრაფი კონტრშეტევა წამოვიდა მერე რას იზამ? სიტი მაქედან უშვებდა გოლებს და ამიტომაც ვარანი მოსაყვანია. ბაი და ლინდელოფს არაფერს ვეტყვი მარა ვარანი სხვა დონეა. ტიპს იმხელა ფეხები აქვს რომ რავიცი პლიუს მაღალია.


კი ბატონო, დაცვაში უკეთესი ფეხბურთელებიც შეიძლება გვყავდეს, ძალიან მინდოდა ტობის მოსვლა, არამარტო კარგი მცველია, ძალიან კარგია პოზიციურ თამაშში, კარგი პასი აქვს და შეტევის დაწყება შეუძლია, მსოფლიოზე 60 მეტრიანი საგოლე პასი გაუკეთა აზარს.

უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ამ პრობლემებს რაც გუნდშია, მარტო კარგი ფეხბურთელით ვერ მოაგვარებ, ძირითადი პრობლემა თამაშის ორგანიზებაშია.

ისე რა თქმა უნდა, შემადგენლობის გაუმჯობესება, არასდროსაა ცუდი.
0
№7
ავტორი: giorgi_mg
21 აგვისტო 2018 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ნუ თუ ზიზუ მოვიდა არის შანსი ვარანის მოყვანის, მაგრამ ჯერ ამ რეალიდან ამ მანჩესტერში რატო უნდა გადმოხვიდე და მერე ის რომ არც ისე კარგი ურთიერთობა გვაქვს რეალთან ბოლო წლებია, ასე რომ ტყუილად გვაქვს ამის მოსვლის იმედი ჩემი აზრით.
ისევ ინგლისიდან იჩალიჩონ ვინმეზე ჯობია.
ისიც გასათვალისწინებელია რომ დაცვით ფეხბურთს ვთამაშობთ და ამიტომაც ჩანს მცველების პრობლემა გუნდში, თუმცა თუ შემტევი მწვრთნელი მოვიდა მგონია რომ პირიქით შემტევების პრობლემა გვექნება ვიდრე მცველების.
1
№8
ავტორი: SANDROGRIGA
22 აგვისტო 2018 11:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საიდან მოდის ეს ჭორები საინტერესოა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top